თაკო ჟურულმა და ზურა სანოძემ თბილისიდან მოშორებით, თელავის სოფელ რუისპირში ვენახი 2017 წელს შეიძინეს და ორგანული ყურძნის მოყვანა და ნატურალური ღვინის წარმოება დაიწყეს. მათი ღვინოების 90% საზღვარგარეთ იყიდება.
საუკუნოვანი ტრადიცია – ქვევრის თავის მოხსნა…
ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი ტოკიოში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში – RAW Wine Tokyo მონაწილეობდა.
RAW Wine Tokyo-ს სტუმრები ქართული მარნების – „კასრელი ვაინერი“, „იორა“, „ნადელები“, „გაბრიელის ღვინო“, „ექიმის ბიო მარანი“, „მანავი ვაინს“, „ანდრიას ღვინო“, „ველინო“, „დორემი“, „ბაღდათი ისთეითი“ და „ანბანი“ – ღვინოებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურის შესახებ. გამოფენაზე „RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
ტოკიოში გამართულ გამოფენას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში – Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
საგაზაფხულო სამუშაოები – რა რის გვერდში დავთესოთ და დავრგოთ
საგაზაფხულო სამუშაოები
ყველა მემამულისათვის გაზაფხული ნიადაგის დამუშავებით იწყება, რაზეც დიდად არის დამოკიდებული მოსავლის რაოდენობა და ხარისხი. კარგად დამუშავებულ ნიადაგში იქმნება მცენარის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი პირობები: სათანადო ტემპერატურა, ტენიანობა, ხელი ეშლება სარეველებისა და მავნებელი მწერების გამრავლებას და ა. შ.
კარგად დამუშავებაში იგულისხმება: მთელი ბარისპირის სიღრმეზე დაბარვა, ბელტის ჩაშლა, სარეველების ფესვების, ქვა-ღორღის მოცილება, მოსწორება და დაკვალვა.
თუ შემოდგომით მოასწარით დაბარვა და სასუქის შეტანა, მაშინ მიწა ერთხელ კიდევ კარგად მოასწორეთ, დაკვალეთ და დათესეთ საადრეო თესვისათვის გათვალისწინებული კულტურები: თვის ბოლოკი, პრასი, ხახვი, სტაფილო, ოხრახუში და ბარდა. ამ კულტურების თესვა აღმოსავლეთ საქართველოში შეგიძლიათ 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით. ქვემოთ იხილეთ ცხრილი, რომელშიც მოცემულია ბოსტნეულის თესვისა და რგვის ვადები, თესლის ჩათესვის სიღრმე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსთვის (იხ. ცხრილი # 2 და # 3).
რა რის გვერდში დავთესოთ და დავრგოთ. დიდი ხნის გამოცდილებით ცხადი გახდა, რომ ბოსტნეულისა და ბაღჩეულის შერეული, ანუ ერთ კვალში რიგრიგობით სხვადასხვა მცენარის თესვა გაცილებით მეტ მოსავალს იძლევა, ვიდრე მათი მოყვანა ცალკე კვლებზე. ყოველი მცენარე თავის გარშემო ქმნის ქიმიურ გარემოს, რომელიც დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს მეორე მცენარეზე. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს: მაგალითად, მიღებულია, კვალში ერთ რიგში დაირგოს პამიდორი, შემდეგ ისპანახი, პრასი, კამა და ბოლოს ოხრახუში. მეორეში – სტაფილო, ხახვი, ისპანახი, პამიდორი.
ლობიო ეგუება კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხალს, კიტრს, კარტოფილს, სიმინდს, პამიდორს, ხენდროს, ბადრიჯანს, გოგრას, საზამთროს, ნესვს; `ვერ იტანს~ ხახვსა და ნიორს.
სიმინდი „მეგობრობს“ ლობიოსთან, ბარდასთან, ყაბაყთან, კიტრთან, გოგრასა და კარტოფილთან.
კომბოსტო ეგუება ხახვს, პრასს, სალათას, კარტოფილს; ვერ ეგუება ხენდროს, პამიდორს, სარის ლობიოს.
კიტრი ხარობს ლობიოს, ბოლოკის, პამიდვრის, კომბოსტოს, კამისა და ბარდის გვერდით; ვერ ხარობს კარტოფილსა და მწვანილთან.
ნიორს არ უყვარს პამიდორი და ხენდრო – ეგუება ლობიოსა და ბარდას.
პრასი იჩაგრება ნიახურის, ხახვისა და სტაფილოს გვერდით.
ისპანახს არ უყვარს ხენდრო.
პამიდორი ხარობს კომბოსტოს, ხახვის, ლობიოს, მწვანილის გვერდით, ოღონდ ვერ ეგუება კამას.
ნესვი ხარობს სიმინდთან ერთად, მაგრამ არ უყვარს კარტოფილი.
საზამთრო ეგუება კარტოფილს.
ხენდრო შეგიძლიათ დარგოთ ნივრის, დაბალი ლობიოს, სალათისა და ისპანახის გვერდით.




როდის რა გავაკეთოთ, რა არის პირველ რიგში საჭირო
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ ხორციელდება
სურსათის ეროვნული სააგენტო ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლიდან ყოველწლიურად უფასოდრ ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით აცრების პარალელურად, ცხოველში დაავადების გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრუცელოზის სერომონიტორინგი მიმდინარეობს.
2024 წლის ვაქცინასიის მონაცემები
2024 წლის განმავლობაში სააგენტოს ვეტერინარებმა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაცია 9700 მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარეს.
მიმდინარე წელს ლაბორატორიულად გამოკვლეულია 1098 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ნიმუში. შედეგად, ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 67 სული.
დაავადებული პირუტყვი ექვემდებარება სავალდებულო დაკვლას აღიარების მქონე სასაკლაოზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობითა და სანიტარიული ნორმების სრული დაცვით.
პარალელურად, ცხოველთა სადგომებსა და სასაკლაოებში ტარდება დეზინფექციის სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 130 000 სული მსხვილფეხა და 54 000 სული წვრილფეხა საქონელი.
ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის, განსაკუთრებით რძის გამოყენებით.
ბრუცელოზის აღმძვრელის ინაქტივირება შესაძლებელია რძის ადუღებით ან პასტერიზებით. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობამ არ უნდა მიიღოს უმი ან არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები.
გაინტერესებთ, რითი იკვებებოდნენ ძველ საქართველოში? – გაეცანი ჩვენი წინაპრების მენიუს
კაკლის გაშენება ფერდობზე – დარგეთ ისე, რომ რიგები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით იყოს დაშორებული
როგორ იმყნობა კაკალი
კაკლის ვეგეტაციური გამრავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი მყნობაა. მაგრამ ეს მეთოდი არ ვრცელდება ასაკოვან ხეებზე. ამყნობენ წინასწარ ამ მიზნით გამოყვანილ თესლნერგებს. თესლნერგებს ამყნობენ სათბურებში იანვარ-თებერვალში. საძირეებად იყენებენ წვრილნაყოფა კირკიტი კაკლის ძლიერი ჯიშების თესლნერგებს.
მყნობამდე 1,5 თვით ადრე თესლნერგები გადააქვთ 22 სმ სიმაღლისა და 12 სმ დიამეტრის თიხის ქოთნებში. იმისათვის, რომ საძირეს არ განუვითარდეს ღერძული ფესვი, რაც ამ კულტურის დამახასიათებელი თვისებაა, მას წვერს აჭრიან და ფესვთა სისტემა სიგანეში ვითარდება. ხარისხოვანი სანამყენეების მისაღებად, სასურველი ჯიშის ხეებს აახალგაზრდავებენ გადაბელვით, ხოლო შემდეგ არჩევენ საუკეთესო, მსხვილ და თავმომრგვალებულკვირტებიან კალმებს. კალმების გული გაცილებით ნაკლები სიგანის უნდა იყოს, ვიდრე მერქანი. მყნობის საუკეთესო ხერხია ე.წ. ენიანი კალმით მყნობა. საძირისა და სანამყენის დიამეტრი თანაბარი უნდა იყოს, რაც შეხორცების ხარისხს ზრდის.
კაკლის გაშენება ფერდობზე
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კაკლის სამშობლოდ ითვლება, დღეს სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს ნიგოზი და არცთუ ისე იაფად. კაკალი ზღვის დონიდან 500-900მ-ზე თავს კარგად გრძნობს, 14ºჩ-მდე ყინვასაც იტანს, არც მეწლეობა იცის. განსაკუთრებით ხარისხოვან და უხვ მოსავალს კი იმ შემთხვევაში იძლევა, თუ ფერდობიან ადგილებშია გაშენებული, მაგალითად რაჭა-ლეჩხუმში, ადიგენის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თიანეთისა და ახალციხის რაიონებში. ქართველი მეცნიერები გვთავაზობენ ბაღის გაშენების წესს: 15-17º დახრილობის ფერდობი მოიხნას გარდიგარდმო საპლანტაჟე გუთნით. კაკალი დარგეთ ისე, რომ რიგები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით იყოს დაშორებული. გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 2º-ს. ფერდობი უნდა დაიყოს ტერასებად ბულდოზერით. ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს 50-60 სმ-ის სიღრმეზე. ნარგავებს უნდა ჰქონდეს კარგი განათება, რისთვისაც ძლიერ მოზარდი ჯიშები დავაშოროთ 10X10მ-ზე, ხოლო სუსტად მოზარდი – 10X8 მ-ზე.
60-70 სმ სიღრმის ორმოები უნდა ამოვიღოთ კაკლის დარგვამდე ორი კვირით ადრე და შევიტანოთ 1-1,5 კგ სუპერფოსფატი, ზემოდან დავაყაროთ ფხვიერი მიწა. ფესვებზე მისაყრელ მიწას კი უნდა დაემატოს 8-10 კგ გადამწვარი ნაკელი. კაკლის ჩარგვის შემდეგ მიწა უნდა დაიტკეპნოს და ნარგავს გაუკეთდეს სარწყავი ჯამი. ნერგი დარგვისთანავე კარგად უნდა მოირწყოს (2 ვედრო წყალი მაინც სჭირდება), ხოლო ზემოდან ფხვიერი მიწა მოეყაროს.
რა მოსწონს და რას ვერ იტანს კაკალი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ქართულ თხილში აფლატოქსინების სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, აუდიტი განახორციელეს
აბედათის ციხესიმაგრე სამეგრელოში – ერთ-ერთი უძველესი ციხე
აბედათის ციხესიმაგრე სამეგრელოში…
ერთ-ერთი უძველესი ციხე.
საგუშაგო ციხე-სიმაგრე.











