კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

კვების ობიექტის მენიუში მითითებული უნდა იყოს საბოლოო ფასი, დღგ-სა და ყველა სხვა გადასახადის ჩათვლით, მათ შორის, მომსახურების გადასახადი

0

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა.

სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია, მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს  ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი.

„სააგენტომ სტანდარტი დაადგინა – შპს „ლიმონი 2009“-ის (რესტორანი – რესპუბლიკა) საქმის შესწავლის პროცესში, სადაც მოვაჭრემ სააგენტოსთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კერძოდ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც შეასრულა.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვრის თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ  პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით,  მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს,  1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე – 13 შეთანხმება გაფორმდა“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიოში…

0

დავით სარაჯიშვილი –  ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა.

დაიბადა სოვდაგრის ოჯახში. 1866 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე.  ერთი წლის შემდეგ გადავიდა გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში. ევროპაში ის გადადიოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში, სწავლობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 წელს დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
სამშობლოში დაბრუნებიდან ორი წლის შემდეგ შეირთო ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი. მათი ცოლ-ქმრობა, თუმცა უშვილო მაგრამ მშვიდობიანი და ბედნიერი იყო.

საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. იქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

0
xr:d:DAGB0EEP1sk:15,j:5408121465784082257,t:24040809

„საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„ქართული მინერალური წყალი „მიტარბი“ მოიპოვება ბუნებრივად, წყაროზე და ჭაბურღილის მეშვეობით. ეს არის ნახშირმჟავა-მინერალური წყლის საბადო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდ. მიტარბულას ხეობაში, ზღვის დონიდან 1322,2 მეტრზე. წყლის საბადო განლაგებულია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის წყალნარევიანი ოლქის ფარგლებში, მას ერევა ნაპრალურ-კარსტული წყლები თრიალეთის ქედიდან და, საერთო ჯამში, ვიღებთ საბადოთა მეორე ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია რთული ჰიდროგეოლოგიური პირობები.

ქიმიური ანალიზების მონაცემებით, №18 ჭაბურღილის მინერალური წყალი ხასიათდება როგორც ნახშირორჟანგიანი, კაჟმჟავიანი, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმ-კალციუმიანი წყალი. მისი საერთო მინერალიზაცია მერყეობს 2,0-დან 2,5 გ/ლ-ს ფარგლებში.

წყლის ტემპერატურა დაახლოებით 21 გრადუსია. სტრუქტურით გამჭვირვალეა, უფერო, უსუნო, არ ახასიათებს მექანიკური და სხვა მინარევები, არის ბაქტერიოლოგიურად სუფთა.

მინერალური წყალი „მიტარბი“ არის სამკურნალო, სუფრის წყალი. მისი სამკურნალო თვისებები განისაზღვრა წყლის შემცველობის კვლევის შედეგად. „მიტარბის“ მიღება მიზანშეწონილია საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროს.

ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2014 წლის 12 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“,- აცხადებენ საქპატენტში

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რთველი და რიტუალები

0
2024 წლის რთველის სუბსიდირება გრძელდება

რთველი და რიტუალები

იმერეთში ყურძნის კრეფის შემდეგ ვენახში მამალს დაკლავდნენ. ჯანიან ბავშვს გააგორებდნენ – სამომავლოდ ასე მძიმე მტევნები მოისხასო.
ქართლში რთვლის წინ სალოცავში შესწირავდნენ თხას, ცხვარს ან მამალს. სუფრას ვენახში გაშლიდნენ, ხოლო პირველად აჭრილ აკიდოს ღვთაებას უძღვნიდნენ.
რაჭაში ყურძნის კრეფას მანამ არ დაიწყებ­დნენ, ვიდრე ცვარი არ შეშრებოდა, რადგან ცვრიან ყურძენს წყალი გაჰყვება და ღვინო რბი­ლი გამოვაო.
სამეგრელოში ყურძენს რომ მოკრეფდნენ, ნამდვილი დღესასწაული იმართებოდა. ოჯახის უფროსი ზურგზე ბავშვს მოიკიდებდა და მაღლარ ვაზთან მივიდოდა, ვაზს ფელამუშს წააც­ხებდა და დაილოცებოდა – შენც ასე მოიხარე ყურძნის მტევნებისგან, როგორც მე ვარ მოხრილი ტვირთისგანო.
კახეთში რთვლის შემდეგ ყველაზე მსუქან, მძიმეწონიან ქალს გააგორებენ ხოლმე ვენახში, რომ გაისადაც ბარაქიანი მოსავალი მოიწიონ.

რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„სახლს 20 წელი შიშველი ხელებით ვაშენებდი… ქვა-ღორღი იყო, თუ აგური და ხის მორები, ჩემი ველოსიპედით მოვზიდე” – ვინ არის ფოთის სანაპიროზე მდგარი “იდუმალი სახლის” პატრონი

0

ფოთ­ში, ზღვის სა­ნა­პი­როს­თან ახ­ლოს, ერთ-ერთ ძა­ლი­ან ლა­მაზ ქუ­ჩა­ზე ერ­თობ უჩ­ვე­უ­ლო სახ­ლი დგას. თეთ­რი ქვით აშე­ნე­ბულ სახ­ლს, ფან­ჯრე­ბი და სა­ხუ­რა­ვი უჩ­ვე­უ­ლო და არას­ტან­დარ­ტუ­ლი აქვს, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლი “გზა” ამ შე­ნო­ბით და მისი მე­პატ­რო­ნის ვი­ნა­ო­ბით მხო­ლოდ ამ მი­ზე­ზით ნამ­დვი­ლად არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. სახ­ლში შეს­ვლის­თა­ნა­ვე სა­ოც­რე­ბის მხილ­ვე­ლი ხდე­ბით. ქვის ჭერი, ზღვის ნი­ჟა­რე­ბის­გან შექ­მნი­ლი ფარ­დე­ბი, ზღვის მა­რი­ლი­ა­ნი წყლის­გან გაპ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ხის ტო­ტე­ბით, ქვე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ავე­ჯი და უამ­რა­ვი იდუ­მა­ლი, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თი – ეს ყვე­ლა­ფე­რი ბო­რის პა­პას­კუ­ამ სხვე­ბის და­უხ­მა­რებ­ლად, სა­კუ­თა­რი ხე­ლით აა­შე­ნა, გა­მო­ძერ­წა, შექ­მნა… უჩ­ვე­უ­ლო სახ­ლის უჩ­ვე­უ­ლო ეზოს, ასე­ვე უჩ­ვე­უ­ლო ჭიშ­კა­რი ამ­შვე­ნებს. უფრო ვრცლად იდუ­მალ სახ­ლსა და მის მე­პატ­რო­ნე­ზე ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ბარვასაც ცოდნა უნდა

0

ბარვასაც ცოდნა უნდა

დასაბარ ნაკვეთს ვყოფთ ორ თანაბარ A და B მონაკვეთად. პირველი კვლიდან (ა) ამობარულ მიწას ათავსებენ იქვე, B მონაკვეთის კიდეზე (ბ). პირველი კვალი ამოივსება მეორე თხრილიდან ამოღებული ბელტით (ვ) და ა.შ. B მონაკვეთის პირველი კვლის ბელტით ავსებენ A მონაკვეთის ბოლო კვალს (გ). B მონაკვეთის ბოლო კვალი (დ) ამოივსება სულ პირველი კვლიდან ამოღებული ნიადაგით.
კვლების ფსკერზე სასურველია დაიყაროს გა­დამწვარი ნაკელი ან კომპოსტი.

დაბარული ნიადაგი კარგად უნდა ჩაითოხნოს და ფოცხით მოსწორდეს, რის შემდეგაც ვყოფთ კვლებად. კვლების გასატარებლად უმჯობესია კვლის თავსა და ბოლოში დავასოთ პალოები და გავაბათ ლარი.
ამის შემდეგ თოხის წვერით ვაკეთებთ კვლებს, მოვრწყავთ და შემდეგ ვიწყებთ თესვას. დათესილ კვლებს ფოცხით მოვასწორებთ და მსუბუქად დავტკეპნით. რაც უფრო წვრილია თესლი, მით უფრო ნაკლებ სიღრმეზე ითესება და პირიქით.

გახსოვდეთ

ბარი მიწაში უნდა ჩაუშვათ ვერტიკალურად, რათა ნიადა­გი უკეთ გაფხვიერდეს.

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ასოციაციის „ბუნებრივი ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით თბილისში ბუნებრივი ღვინის ყოველწლიური ფესტივალი ZERO COMPROMISE იმართება

0

ასოციაციის „ბუნებრივი ღვინოს“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში ბუნებრივი ღვინის ყოველწლიური ფესტივალი ZERO COMPROMISE იმართება.

ორდღიან ფესტივალში წარმოდგენილია ასოციაციის წევრი 100-მდე ადგილობრივი და 25-მდე სხვადასხვა ქვეყნის მარნები, მათ შორის, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან და სლოვენიიდან.

ფესტივალში მონაწილე მევენახე-მეღვინეები თავიანთ ვენახებში სისტემურ პრეპარატებს, მინერალურ სასუქებს და ჰერბიციდებს არ იყენებენ, ღვინოს ყოველგვარი ინდუსტრიული დანამატების გარეშე ამზადებენ. სწორედ ასე დაყენებულ ღვინოს ეწოდება „ბუნებრივი ღვინო“ და ფესტივალიც იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც ღვინოს ტრადიციული წესით აყენებენ.

ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია ქართული ბუნებრივი ღვინის ცნობადობის გაზრდა და მსოფლიო ბაზრებზე მისი ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა.

კანონის გამკაცრება იგეგმება…

0

ე.წ. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტროიარაღის უკანონო ბრუნვაზე კანონის გამკაცრება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.

ცვლილებების მიხედვით, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. თევზჭერის ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. განმეორებით ქმედებაზე განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 6000-ლარიანი ჯარიმითა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები პარიზში მიმდინარე ორ მნიშვნელოვან გამოფენაში მონაწილეობენ

0

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები პარიზში მიმდინარე ორ მნიშვნელოვან გამოფენაში მონაწილეობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 12 ქართული კომპანია წარმოდგენილია ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW Wine Paris; ასევე 12 კომპანია მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში VinExpo Paris-ი.

გამოფენებზე ქართული ღვინის სტენდები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ დაათვალიერა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებისა და მედიაკამპანიების დასაგეგმად საქმიან შეხვედრებს მართავს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან.

„ღვინის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს პრესტიჟულ გამოფენებზე, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად, ახალი სავაჭრო პარტნიორობის მოსაძიებლად და გლობალურ ბაზარზე დასამკვიდრებლად. მსგავს გამოფენებზე, ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

გამოფენაზე RAW Wine, რომლის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია, მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან, ხოლო VinExpo Paris-ი ითვლება ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენად, სადაც ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები, პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

გამოფენებზე ქართული სტენდები დაათვალიერა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმაც.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში

0

ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე (აბუსერისძეთა საგვარეულო ციხე) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე სხალთის სათავეებში, მაღალ ციცაბო კლდის წვერზე.

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში, რის გამოც ის  მიმზიდველი ძირითადად მოლაშქრეებისთვისაა.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli