ლია მუმლაძე ვარდების ბაღიდან მცენარეების მოვლის მრავალწლიან გამოცდილებას გაგიზიარებთ
ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა არა მარტო დაამშვენებს თქვენს კარ-მიდამოს, არამედ გაგახარებთ უხვი მოსავლიანობით და შეავსებს თქვენს ორგანიზმს ძვირფასი ნივთიერებებით…
ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი
ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა არა მარტო დაამშვენებს თქვენს კარ-მიდამოს, არამედ გაგახარებთ უხვი მოსავლიანობით და შეავსებს თქვენს ორგანიზმს ისეთი ძვირფასი ნივთიერებებით, როგორიცაა: გლუკოზა, ფრუქტოზა, პენტოზები, ორგანული მჟავები და ვიტამინები A, B, C, D, P. ეს ის მცენარეებია, რომლებიც მცირე ფართობს იკავებს, დიდი სარგებლობა მოაქვს და გასამრავლებლადაც ადვილია, არც მათი მოვლა-პატრონობაა რთული. დაბოლოს, სამივე კულტურა სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.
ჟოლო. ერთ-ერთი ძირითადი კენკროვანი კულტურაა.
მისი ნაყოფი შეიცავს: 11% შაქრებს
(გლუკოზა, ფრუქტოზა, პენტოზები), 1-2% ორგანულ
(ლიმონის, ვაშლის, ღვინის,სალიცილის)
მჟავებს, 0,3%-მდე მთრიმლავ ნივთიერებას და A, B, C ვიტამინებს.
მრავლდება როგორც ამონაყარებით, ისე გადაწვენით. ირგვება ბუჩქებად ან მწკრივებად მავთულის საყრდენზე. მცენარეთა შორის მანძილი უნდა იყოს 30-50სმ, რიგთაშორისები – 2-2,5 მეტრი. თუ ბუჩქებად ვაშენებთ, მათ შორის მანძილი 80-100სმ უნდა იყოს. ბუჩქში 8-10 ყველაზე ძლიერი ამონაყარი დატოვეთ. წინა წლის ყლორტები, რომლებმაც ნაყოფი უკვე გამოიღო, მოჭერით ძირში და დატოვეთ ახალი ამონაყარები. თუ მავთულზე ამაგრებთ, წააჭერით გაწვრილებული წვერები და მიაბით მავთულზე, ბუჩქებს შუაში ჩაურჭვეთ მსხვილი სარი და იმაზე მიამაგრეთ ყლორტები. გასხალით იმავე პრინციპით, როგორც მავთულზე აკრული. ირგვება შემოდგომით და გაზაფხულზე. ახალგადარგული ნერგები გასხალით 3-5 კვირტზე იმის მიხედვით, თუ როგორი სიძლიერისაა ნერგი.
ჟოლოსათვის საუკეთესოდ ითვლება მსუბუქი, ნეშომპალით მდიდარი, საკმარისი ტენის შემცველი ნიადაგი. დაჩრდილვას ვერ იტანს, განსაკუთრებით კარგ მოსავალს იძლევა კარგი განათების პირობებში.
ჟოლოს ნაყოფი და ფოთოლი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის დროს.
მოცხარი. ჩვენში ძირითადად ცნობილია შავი და წითელი მოცხარი. იშვიათად გვხვდება ე.წ. თეთრი მოცხარიც, რომელიც შედარებით მცირე მოსავლიანობით ხასიათდება და ამიტომ დიდ ინტერესს არ იწვევს.
შავი მოცხარი. ნაყოფი შეიცავს: 4,5-12,8% შაქრებს, 2-4,5% მჟავებს, B1, ჩ, P ვიტამინებსა და კაროტინს. იხმარება როგორც ნატურალური სახით, ისე მურაბის, წვენის, მარმელადისა და ღვინის დასამზადებლად.
მოცხარი მრავლდება როგორც მწვანე, ისე წინა წლის კალმებით და გადაწვენით. ბუჩქებს შორის მანძილი უნდა იყოს 1,5-1,8 მ. რიგთაშორისებისა – 1,8 მ. ბუჩქში 4 წელზე მეტი ხნის ამონაყარები იჭრება ძირში. კარგად მოვლილი ბუჩქი ნაყოფმსხმოიარობს 40 წლის განმავლობაში, მერე უნდა განახლდეს.
კალმებით გამრავლება შეიძლება როგორც შემოდგომით – სექტემბერში, ისე გაზაფხულზე. სექტემბერში კალმები ირგვება პირდაპირ კვლებში, ხოლო საგაზაფხულო რგვისთვის, ნოემბრიდან თებერვლის პირველ ნახევრამდე, ჭრიან კალმებს წინა წლის ტოტებიდან. კალამი უნდა იყოს 4-5-კვირტიანი და 20 სმ სიგრძისა. კალმებს კრავენ კონებად და ინახავენ სარდაფის პირობებში ტენიან ქვიშაში.
გადაწვენით გამრავლების დროს ბუჩქი, რომლის ყლორტების გადაწვენასაც აპირებთ, უნდა გაისხლას ისე, რომ მიწის ზედაპირიდან წვერამდე დაახლოებით 5 სმ დარჩეს. ბუჩქს კარგად უნდა გაუფხვიერდეს და გაუნოყიერდეს ნიადაგი, რათა ძლიერი ნაზარდი აღმოცენდეს. მომავალი წლის გაზაფხულზე შეარჩიეთ 5-10 ძლიერი ყლორტი, გადააწვინეთ ბუჩქის ირგვლივ სხივებისებურად და ორკაპებით დაამაგრეთ მიწაზე. როცა გადაწვენილი ყლორტებიდან ამოსული ამონაყარები 15 სმ-ს მიაღწევს, დააყარეთ ზედ ფხვიერი მიწა, რომ დაფესვიანდეს. სავეგეტაციო პერიოდის დამთავრების შემდეგ დაფესვიანებული ამონაყარები გადაიტანეთ ჯერ სანერგეში, ხოლო ერთი წლის შემდეგ დარგეთ მისთვის გამოყოფილ ადგილზე.
ხურტკმელი. ერთ-ერთი ძვირფასი კენკროვანი კულტურაა. ნაყოფი შეიცავს 8,2-11% შაქრებს, 1,2-1,7% მჟავებს, 0,9% პექტინებს, C, B, P ვიტამინებსა და კაროტინს. გამოიყენება როგორც ნატურალური სახით, ისე
მურაბების, მარმელადისა და ღვინის წარმოებაში.
უხვმოსავლიანია, კარგად მოვლილი თითოეული ბუჩქიდან შესაძლებელია 25-30კგ ნაყოფის მიღება.
მსხმოიარებაში შედის დარგვიდან მეორე-მესამე წელს და ნაყოფს იძლევა 30 წლამდე.
მრავლდება გადაწვენით, ბუჩქის დაყოფით და კალმებით. ირგვება რიგში 1-1,5 მ-ის დაცილებით ერთმანეთისგან, რიგთაშორისი მანძილი უნდა იყოს 3 მეტრი.
ხურტკმელის ბუჩქებს გვიან შემოდგომით აცლიან ხმელ და ნაკლებად მსხმოიარე ტოტებს, ტოვებენ 3-4 ძლიერ ერთწლიან ამონაყარებს. ისხამს ყოვეწლიურად. ნაყოფი იკრიფება მშრალ, მზიან ამინდში.
სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი, როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, სუსტი გამხსნელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ხმარების წესი: 1 სუფრის კოვზს (დაახლოებით 10 მარცვალი) ჩაყრიან მომინანქრებულ ქვაბში, დაასხამენ 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) ცხელ წყალს, ადუღებენ ნელ ცეცხლზე 10 წუთს, გამოწურავენ კარგად და სვამენ 25 მლ-ს 4-ჯერ დღეში, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელსა და გამხსნელს.
დაფნა თავისი უნიკალური თვისებების წყალობით მალე გავრცელდა იტალიაში, საბერძნეთში, იუგოსლავიაში
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
„ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება“ – ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ
„გრიპის ვირუსის შემთხვევები გახშირდა. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც, ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება. ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
ექიმების ინფორმაციით, ძირითადად H1N1 და H1N3 ვირუსები ცირკულირებს, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.
იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის განცხადებით, პაციენტები, ძირითადად, 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.
„ვირუსის დაწყებიდან, დაახლოებით, 7 დღის განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს აქტიური სიმპტომატიკა. უმჯობესია, მცირეწლოვნები იყვნენ პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ,” – აცხადებს სოფიო ცერცვაძე
„ძირითადი ჩივილები არის არის მაღალი ცხელება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი და შეუპოვარი ცხელება, რომელიც ზოგიერთი ვირუსის შემთხვევაში, გრძელდება 6-7 დღე. მთელი ავადობის 25%, ამ ეტაპზე უჭირავს H1N1 ტიპის გრიპს, A ტიპის ვირუსს. ამჟამად გვიწევს 6 დადასტურებული A ტიპის გრიპი, 8 პნევმონია. როდესაც ბავშვს აქვს გამოხატული ცხელება და სხვა სიმპტომები, არ გავიდეს სკოლაში, ბაღში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხეები, სიცხის დამწევი საშუალებები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით,” – აცხადებს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.
„ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა თუ გვაქვს, თავი უნდა შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება.
„თუ ტემპერატურა ხუთ დღეზე მეტ ხანს ხანგრძლივდება, ან გამოხატულია ცნობიერების დაბინდვა, ძლიერი სისუსტე, ან სუნთქვის გაძნელება, ეს არის ნიშნები, რომ შეიძლება გართულებულ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ასეთ დროს აუცილებელია ნებისმიერი ასაკისა და იმუნური სტატუსის ადამიანმა დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. პრევენციას რაც შეეხება, უნდა მოხდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება. თუ ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა გვაქვს, თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც. ექიმების ინფორმაციით, ძირითადად H1N1 და H1N3 ვირუსები ცირკულირებს, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პატარძალი“ – ატამი, ჯერ ყვავილების, ხოლო შემდგომ მწიფე ნაყოფის სურნელით
ატამი
მართლაც ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პატარძალი“ – ატამი, ჯერ ყვავილების, ხოლო შემდგომ მწიფე ნაყოფის სურნელით რომ ავსებს ბაღს. ახლა ნაყოფის ფერები – მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალო! გემოთი ხომ განუმეორებელია. ტყუილად კი არ იწვალეს სელექციონერებმა, რომლებმაც ატმის 5000-მდე ჯიში გამოიყვანეს. ნაყოფის რბილობი თეთრია ან ყვითელი, შეიცავს შაქრებს, ორგანულ მჟავებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კალიუმის მარილებს, ვიტამინებს. კურკა შეიცავს 57%-მდე ცხიმოვან ზეთს, რომელიც გამოიყენება მედიცინაში. ატამი უგემრიელესი ხილია და მისგან საზამთროდ მარაგის შექმნაც შეიძლება – ჩირის, მურაბის, კომპოტის, წვენების სახით.
ატმის ნაყოფის გარეკანი ორი სახისაა: შებუსვილი და გლუვი (ვაშლატამა). ჯიშის მიხედვით – ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მწიფდება. ნაყოფს იძლევა მეორე-მესამე წლიდან, 5 წლის ხე უკვე სრულმოსავლიანია, ცოცხლობს 15-18 წლამდე, რა თქმა უნდა, კარგი მოვლა-პატრონობის პირობებში. მოვლა-პატრონობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ნერგის ფორმირება და მისი ყოველწლიური სხვლა. ისხვლება დაახლოებით ვაზის სხვლის პრინციპით – სამამულე-სანაყოფეს დატოვებით.
კარგად ხარობს ალუვიურ (მდინარის მოტანილ) კარბონატულ ნიადაგზე. ირგვება ჩვეულებრივად, როგორც ყველა ნერგი. საუკეთესოა ორწლიანი ნერგის დარგვა, რომელიც დაბალ შტამბზე 60-80 სმ-ზე ისხვლება. სითბოს მოყვარული კულტურაა, სიცხისა და გვალვის ამტანი.
საქართველოში გავრცელებულია ატმის 11 ჯიში, აქედან ქართლის ზონისათვის დამახასიათებელია მსხვილნაყოფიანი სახრავი ჯიშები: ხიდისთაური – ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი, და ბერების. კახეთის ადგილობრივი ჯიშებიდან ფართოდაა გავრცელებული საშემოდგომო ჯიშები: კახური თეთრი, გავაზური, ხირსული.
ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვანეს საგვიანო ჯიშები: ბესტავაშვილი და წედისური, აგრეთვე საადრეო სუფრის ჯიშები: ნობათი, ერისთავის ვარდისფერი, გორული საადრეო, სკრის საადრეო, სანდო. შემოტანილი ჯიშებიდან ფართოდ არის დანერგილი ელბერტა და ამსდენი.
ატამი კურკითაც კარგად მრავლდება და მყნობითაც. საძირეებად იყენებენ: ატმის, ტყემლისა და ნუშის ნათესარს. ყველაზე მეტად აზიანებს ფოთლის სიხუჭუჭე (რომლისგანაც შესანიშნავად იცავს პრეპარატი `ბიორაგი~), მავნებლებიდან – მწვანე ბუგრი და ატმის ჩრჩილი.
ხეხილის ბაღი, სადაც მსხალი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდესო
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
გაიცანით ქართველი ემიგრანტი ია თავაძე, რომელიც ზღვის ქვებით ხატავს…




შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით აჭარაში ექსტენციონისტები გადამზადდნენ თემაზე „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ექსტენცია“.
ცენტრის ინფორმაციით, აქტივობის მიზანია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობაში ეფექტიანი სერვისების განხორციელებას.
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ექსტენციის ზოგადი არსი, ადგილობრივი და საერთაშორისო მიდგომების შედარებითი ანალიზი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე ექსტენციის პროგრამის შემუშავება, კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა სოფლის მეურნეობის ექსტენციაში.
შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
ქართული ხორბლის დაცვა და პოპულარიზაცია, – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება
5-6 თებერვალს, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ მასპინძლობს. კონფერენცია, რომელშიც 6 ქვეყნიდან (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, თურქეთი, ბულგარეთი) 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით იმართება.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ გახსნეს.
„აღნიშნული კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ქართული ხორბლის გამოყენების ისტორიას და ტრადიციებს ეხება. ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებით საქართველო უნიკალურია მთელს მსოფლიოში. საქართველოში ხორბლის მოშინაურებასა და მოყვანის ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის, რაც ისტორიულად და მეცნიერულად დასტურდება. ბოლო წლებში, ბევრი რამ გაკეთდა ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ აღდგენილ ჯიშებზე მოთხოვნაც ყოველდღიურად იზრდება. დღეისთვის, აღდგენილი ჯიშების გავრცელება ფერმერულ მეურნეობებში აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აღნიშნა, ქართულ ხორბალს საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიოში და აღნიშნული კონფერენციაც მისი პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„ქართული ხორბალი დადასტურებულად უნიკალურია თავისი ისტორიით, ენდემური ჯიშების მრავალფეროვნებით, ჩვენს კულტურასა და ტრადიციებში გამოყენების უწყვეტობით. ვფიქრობ, სწორედ მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ქართული ხორბალი სათანადო აღიარებას იმსახურებს და ამ მიზნით, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
სიტყვით გამოსვლისას FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ სასურსათო უსაფრთხოებაში ხორბლის, როგორც მნიშვნელოვანი ელემენტის როლზე ისაუბრა.
„მზარდი პოპულაციის გამო, 2050 წლისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობა 9 მილიარდს მიაღწევს. შესაბამისად, ხორბლის კულტურის მოხმარება გაიზრდება. ჩვენ არ უნდა დავაკლოთ მცდელობა, რომ ხორბლის კულტურის მოყვანის მოცულობა გავზარდოთ. აღსანიშნავია, ენერგიის 20% სწორედ ხორბლიდან მოდის. ხორბალი სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია. ხორბლის 27 სახეობიდან, 14 სწორედ ქართულია, რაც მიანიშნებს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით უდიდესი ტრადიცია აქვს, “ – აღნიშნა რაიმუნდ იელემ.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოში ხორბლის წარმოების ისტორია და ტრადიციები განიხილეს. აღინიშნა, რომ ხორბალი საქართველოს უძველესი კულტურაა, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხორბალი საქართველოში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ითესებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხორბლის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. V-IV საუკუნით თარიღდება. მსოფლიო მასშტაბით, დღეისთვის, ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობაა აღწერილი, საიდანაც 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, მათ შორის 5 სახეობა (მახა, კოლხური ასლი, ჩელტა ზანდური, ჰექსაპლოიდური ზანდური, დიკა) ენდემურია.
ხორბლის ქართული ენდემური სახეობების და ჯიშების დაცვასა და აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2018 წელს, „ქართული ხორბლის კულტურას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, დაწყებულია ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ნუსხაში შეტანის სამუშაო პროცესები.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
გიორგი ფხაკაძე განაცვიფრა და ემოციები ვერ დაფარა – “ჩემი ოცნება ახდა!”
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე facebook ლაივში ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ საუბრობს, რომელიც საქართველოში, საბურთალოზე ერთ-ერთ აფთიაქ “ფარმსახლში“, როგორც თავად აღნიშნა, შემთხვევით აღმოაჩინა.
როგორც გაირკვა, პროფესორი ფხაკაძე აფთიაქში D ვიტამინის საყიდლად შევიდა და აღმოაჩინა, რომ ამ აფთიაქს აქვს რობოტული დანადგარი, რომელიც ფარმაცევტის მითითებით თავად არჩევს შესაბამის მედიკამენტს და ფარმაცევტს ადგილზე მისდის სპეციალური მოწყობილობით.
ფხაკაძემ გაიხსენა, რომ მსგავსი ინოვაციური დანადგარი დაახლოებით 2 წლის წინ საფრანგეთში ნახა და მისი ოცნება იყო, ზუსტად ასეთი თანამედროვე ტექნოლოგია საქართველოშიც ენახა… საბურთალოზე მდებარე აფთიაქში შემთხვევითმა აღმოჩენამ პროფესორი განაცვიფრა და მან ემოციები ვერ დაფარა…
როგორც facebook ლაივში აფთიაქის ფარმაცევტმა განმარტა, ინოვაციური დანადგარი ზოგავს ენერგიას და მაქსიმალური სიზუსტით მუშაობს.
ფხაკაძე აცხადებს, რომ სწორედ ეს არის თანამედროვე, ხარისხიანი ჯანდაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი და სურს, რომ მსგავსი რობოტული დანადგარები საქართველოს ყველა აფთიაქში იხილოს.
ფხაკაძის აღფრთოვანება აფთიაქის დიზაინმაც გამოიწვია, რადგან ეკომეგობრულ ინტერიერში, აფთიაქის შუაგულში შენარჩუნებულია ცოცხალი ხე, რაც ეკოლოგიური თვალსაზირისით მნიშვნელოვანი განაცხადია.
როგორც ფარმაცევტმა ფხაკაძეს განუცხადა, ინოვაციური რობოტული დანადგარი აფთიაქის ვაკისა და რუსთავის ფილიალებშიც არის.
დანადგარი უზრუნველყოფს მედიკამენტების იდენტიფიცირებას და თაროებზე დასახელების მიხედვით ზუსტ განლაგებასაც – მაქსიმალურად ზოგავს ადამიანური რესურსის ენერგიას და მაქსიმალურად ამცირებს შეცდომის რისკს.
გიორგი ფხაკაძის ყურადღება აფთიაქში წარმოდგენილმა ფრანგული და სხვა ევროპული წარმოების პროდუქციამაც მიიპყრო. პროფესორის თქმით, ზუსტად ის პროდუქცია იხილა დახლებზე, რაც პარიზში, მის სახლთან მდებარე აფთიაქებშია წარმოდგენილი. “ეს არის ჩემი ოცნება – საქართველოში ვიხილო თანამედროვე, მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და ჩემი ოცნება ახდა!” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
საქართველო, თბილისი – 2024 წლის 6 აპრილი
საფრანგეთი, პარიზი – 2022 წლის 4 ნოემბერი
დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს
დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოდგენილი იყო ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO.
ოთხდღიან გამოფენაზე, საქართველოს სტენდზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ დამთვალიერებელს გააცნო საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულება, უნიკალური ბიომრავალფეროვნება შესაბამისი ვიზუალური და ტექსტუალური მასალებით. ვირტუალური სათვალეების საშუალებით, გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეცნობოდნენ. საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა. გამოფენის სტუმრებს შორის განსაკუთრებული დაინტერესება დაცული ტერიტორიების სალაშქრო მიმართულებებმა გამოიწვია.
საქართველოს დაცული ტერიტორიების ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტურისტული სეგმენტის დაინტერესების და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 67,6 %-ით გაიზარდა.
საერთაშორისო გამოფენაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტენდის სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი მასპინძლობდნენ.
პირველი აგრონომი ქართველი ქალი – ევროპიდან ჩამოიტანა სათესი, მიწის გამაფხვიერებელი, ხორბლის დამახარისხებელი მანქანები

















