
„პოსტკოვიდი გულსისძარღვთა სისტემას ანადგურებს…“

როდის რა გავაკეთოთ, რა არის პირველ რიგში საჭირო – კალენდარი – თებერვალი
როდის რა გავაკეთოთ, რა არის პირველ რიგში საჭირო – კალენდარი – თებერვალი
თებერვალი
მიიწურა იანვარი. ბუნება იღვიძებს. მეურნე კაცისთვის უქმად ყოფნა და, მით უმეტეს თბილ ბუხართან დიდხანს მიფიცხება, არც ერთ თვეში არ არის მოსაწონი. შენს მამულში რომ გაივლ-გამოივლი, თვალსაც გაახარებ და საქმესაც წინ წაიგდებ, სახლისკენ სულ ღიღინ-ღიღინით წამოხვალ. მერე ჩამოჯდები, მოიმარჯვებ კალამს და, მთელი თვისა თუ არა, ერთი კვირის გეგმას მაინც ჩამოწერ, თუ რა გაქვს გასაკეთებელი:
1. პირველ რიგში, ღობეების გამაგრებაა საჭირო, იქნებ წელს მაინც დავრგო რამდენიმე ძირი ქაცვის ნერგი, რათა ერთხელ და სამუდამოდ ეზო შეუღწევადი გახდეს ქურდისა და ღორისათვის; ე.ი. ამ კვირას ივრის ხეობაში უნდა წავიდე, ყველაზე მეტი ქაცვი იქ იზრდება. შეიძლება გლდანულას ხეობაშიც წასვლა, ქაცვი იქაც არის.
2. ვაზებს საყრდენები უნდა შევუცვალო, ბოძები გავამაგრო და მავთულებიც მივჭიმ-მოვჭიმო. ჰო, მართლა, მავთულიც საშოვნელია;
3. ხეხილსა და კენკროვნებს ხმელი და დაზიანებული, მოტეხილ-მოხლეჩილი ტოტები მოვახერხო. აი, კინაღამ დამავიწყდა, რომ ხერხებიც გასალესი მაქვს, ნაჯახიც და სეკატორიც. ამას ამაღამვე გავაკეთებ;
4. ბარის, ნიჩბისა და თოხებისთვის ახალი ტარებია საჭირო, სატარეებს ჩემს ღობეში დარგულ ტირიფებზე მოვჭრი, ტირიფის ტარი მსუბუქია და გამძლეც;
5. წელს ახალი ნერგები უნდა დავრგო: ვაშლი – 2 ძირი, მსხალი – 1, ატამი – 3 ძირი. ერთი ჭერმის ხე უნდა მოვხერხო (მაინც ხმება) და მის ადგილას ორი თხილის ბუჩქი დაეტევა. ნერგებისთვის თბილისის ზღვაზე ავალ სანერგე მეურნეობაში;
6. უნდა მოვიმარაგო თესლები: პამიდვრის, კიტრის, ყაბაყის, გოგრის, ბადრიჯნის, წიწაკის (მწარე და ბულგარული);
7. გასაკეთებელია კვალსათბური.
თებერვალში მეურნე კაცს შინ რა გააჩერებს. შემოდგომით თუ ვერ მოიცალა, ახლა მაინც დაბარავს საბოსტნე მიწას. ბაღსა და ვენახს მთლიანად თუ ვერ შეძლებს, ძირებს მაინც შემოუბარავს. თებერვალი ყოველთვის წყალუხვი თვე იყო, და ახლა, რა ღმერთი გაუწყრება, რომ ცოტა ნალექი არ გაიმეტოს. უჰ, რა კარგი იქნება, დაბარულზე კაი ფუმფულა თოვლი რომ დადოს, მერე ცოტა გალღვება, ცოტას მოყინავს და ის მაგარ-მაგარი ბელტიც ჩაიშლება.
კვირტის დაბერვამდე ბაღს 3%-იანი ბორდოს ხსნარით ერთი ჩამორეცხვა უნდა გაუკეთდეს, მანამდე კი უნდა მოსცილდეს, დაიწვას დაავადებებისა და მავნებლებისაგან დაზიანებული ტოტები, ზედ შემხმარი ნაყოფი და მავნებლების ბუდეები, გადანაჭრებზე წაესვას ბაღის მალამო.
ცრუფარიანების, ბუგრების, ტკიპების საწინააღმდეგოდ ხეხილი ნიტროფენით ან უფრო თანამედროვე პრეპარატით უნდა შეიწამლოს. თუ გასულ წელს ვაშლი და მსხალი დაავადებული იყო ქეცით, უმჯობესია, მოფოცხოთ და ერთად შეაგროვოთ ფოთლები, წვრილი ტოტები და დაწვათ, ნაცარი კი ძირებში ჩაუბაროთ ხეებს.
თუ ნიადაგი შემოდგომით დაბარეთ და სასუქიც შეიტანეთ, მაშინ ჩაუშლელი ბელტი თოხით ჩაშალეთ, კარგად მოასწორეთ, დაკვალეთ და საადრეო კულტურები დათესეთ: თვის ბოლოკი, პრასი, ხახვი, სტაფილო, ოხრახუში და ბარდა. ოღონდ არ იჩქაროთ, ამ კულტურების დათესვა შეგიძლიათ 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით.
გაითვალისწინეთ, რომ ხახვისა და ნივრის გვერდით ლობიო არ ხარობს, ერთმანეთი `არ უყვართ~ კომბოსტოს, პამიდორს, სარის ლობიოსა და ხენდროს. კიტრი ვერ ეგუება კარტოფილს, სუფრის ჭარხალი სარის ლობიოს და ა.შ.
ცოტაც და, გაზაფხული შევა ძალაში. გაიღვიძებს მიწა, ხე, ბუჩქი და, რა თქმა უნდა, ათასგვარი ჭიაღუა, სოკო და ლიქენი, რომელთაც ახლავე თუ არ მიხედეთ, მერე გვიან იქნება.
პირველ რიგში, თქვენს მამულ-დედულში გაშენებულ ხეებსა და ბუჩქებს უნდა მოუაროთ. მოაშოროთ დაზიანებული, დაავადებული, დამტვრეული და გამხმარი ტოტები, ზედ შერჩენილი შემხმარი ნაყოფი, და დაწვათ. ნაცარი ხეებს შემოაყაროთ ირგვლივ და ჩაუბაროთ. თუ გადამწვარი ნაკელი გაქვთ და მასთან ერთად ჩაბარავთ, კიდევ უკეთესი. ჩამოფხიკეთ შტამბსა და ტოტებზე არსებული ლიქენი. ამის შემდეგ იზრუნეთ ბუჩქებისა და ხეების ბორდოსა და რკინის ძაღას ხსნარით ჩამორეცხვაზე.
შტამბსა და ტოტებზე ლიქენების საწინააღმდეგოდ შეასხურეთ 3-5%-იანი რკინის ძაღას ხსნარი (300-500 გ ძაღა 10 ლ წყალზე), შემდეგ შეათეთრეთ კირის რძით.
ყველა მერქნიანი კულტურა (ხეები, ბუჩქები) კვირტის გაშლამდე ჩამორეცხეთ 3-5%-იანი ბორდოს ხსნარით (300 გ შაბიამანი და 250გ ჩაუმქრალი კირი 10 ლ წყალზე). ეს თავიდან აგაცილებთ საშიშ სოკოვან დაავადებებს: ვაშლისა და მსხლის ქეცს, ფოთლის სიხუჭუჭეს, ფიტოფტოროზსა და მონილიოზს. სოკოვან და სხვა დაავადებათა პროფილაქტიკისათვის საუკეთესო საშუალებაა გაზაფხულზე (კვირტის გაშლამდე) ხეხილის ფესვებში 250 მლ „ბიორაგის“ ხსნარის ჩასხმა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„ქართული ფილმი „ფესვები“ გინახავთ? მთავარი გმირი – ქართველი ემიგრანტი მარსელის ქუჩებში, ეტლით, მაწვნის ქილებს რომ დაატარებს და ყიდის, ყველა ფრანგი რომ მოხიბლულია ამ უცხო პროდუქტით… სინამდვილეში, ეს გულისამაჩუყებელი სანახაობა ნამდვილი ამბავია. მეტიც, რეალურად, მაწონი არის საქართველოს ერთ-ერთი პირველი არაფორმალური ელჩი ევროპაში, რადგან მაწვნის გავრცელების უცნაური ისტორია პირდაპირ უკავშირდება საფრანგეთში გადასახლებულ პირველ ქართულ ემიგრაციას. გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელიც ოჯახთან ერთად პარიზთან ახლოს დაბინავდა, სრულიად უფულოდ დარჩენილმა კი ორიგინალური ხერხი მოიგონა, ბებიის რეცეპტით მაწონი შეაყენა, ქილები საკუთარი შვილის სასეირნო ეტლში ჩააწყო და ამ ეგზოტიკური პროდუქტით დატვირთულმა პარიზის ქუჩებში ჩამოიარა. პირველივე დღეს გაყიდულმა ქილებმა მიახვედრა, რომ ეს მისი შემოსავლის წყარო გახდებოდა. ასეც მოხდა.
ფილმში ფრანგი პერსონაჟი ამბობს: „საოცარი საჭმელია, განმკურნა, ნახევარი ქილა შევჭამე და გონება გამინათდაო“. ნაწილობრივ, ამ სიტყვებშიც არის სიმართლის მარცვალი. მაწონი არის სამკურნალო თვისებებით გაჯერებული პროდუქტი. ის გამოირჩევა კვებითი ღირებულებებით. მაწვნის რძემჟავა ჩხირები კარგად მრავლდება ადამიანის ნაწლავებში და ორგანიზმიდან გამოდევნის მიკრობებს. ის აძლიერებს მადას, ხელს უწყობს საკვების შეთვისებას, განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულში, ცივ ტემპერატურაზე მისი მირთმევა. სვანეთში მაწონს ყველაზე მეტად თიბვის პერიოდში იყენებენ, რადგან ის ნაკლებად აწყურებს ადამიანს. ხალხური წესით, მაწვნის მიღება რეკომენდებულია ჩვილ ბავშვებშიც, ბებიების თაობიდან არსებობს მოსაზრება, რომ მაწონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სისტემის უკეთ ჩამოყალიბებას.
ბებია ჩნდება „ფესვებშიც“. სანამ ფილმის გმირი მაწვნის გაყიდვას დაიწყებს, მას სწორედ ბებია ახსენდება საქართველოდან, რომელიც სოფლის ბაგაში ზის და ძროხას წველის. ქართველ ხალხთა ყოფა-ცხოვრებაც ისეა მოწყობილი, რომ არც ერთი ტრადიციული ოჯახი არ არსებობს ისეთი, სადაც ერთი ქილა მაწონი მაინც არ შეყენებულა. უხსოვარი დროიდან მაწონს ამზადებს სრულიად საქართველო. ესაა ქართველი ხალხის ეროვნული რძემჟავა პროდუქტი. განსხვავებულია მხოლოდ მისი სახელის ფორმაცვალებადობა. ქიზიყში მაწონს წველას ეძახიან, სვანეთში – მარწვენს, საინგილოში – წოლას.
გენერალ კვინიტაძის ნამდვილი ისტორია, რომელიც ფილმშია გადატანილი, უნიკალური შემთხვევაა, როცა მაწონი ემიგრაციაში წასული გენერლისთვის გადარჩენის ტოლფასი აღმოჩნდა. რეალურად კი გეოგრაფიული აღნიშვნის წესის თანახმად, მაწვნის დასამზადებელი რძის მოპოვება და ამ პროდუქტის მომზადება-წარმოება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა შესაძლებელი.
მაწონი მზადდება ნედლი რძისგან. საუკეთესოდ ითვლება კამეჩის მაწონი, თუმცა მისი შეყენება შესაძლებელია ძროხის, ცხვრის და თხის რძისგანაც. „მაწვნის“ დასამზადებლად განკუთვნილი რძის მჟავიანობა არ უნდა იყოს 19°C-ზე მეტი, ხოლო სიმკვრივე 1,030-ზე ნაკლები, კამეჩის რძის შემთხვევაში – 25°C-ზე მეტი, სიმკვრივე – 1,035-ზე ნაკლები. მაწვნის მთავარი კომპონენტია დედო. სწორედ ეს უძველესი ხალხური მეთოდი ქმნის მაწონს უნიკალურ ქართულ პროდუქტად. მაწვნის დედოთი შედედება იმდენად ავთენტური მეთოდია, რომ სხვადასხვა რეგიონის ტრადიციასა თუ ისტორიულ ფაქტებშიც ხშირად შეხვდებით.
გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#“, – აცხადებენ საქპატენტში.
როგორ მოვიქცეთ ბავშვებში საკვებით ინტოქსიკაციის დროს?
„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“
„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“
ვისაც თავისი ხელით ვაზი არ დაურგავს და პირველი ყლორტის გამოჩენიდან მის მსხმოიარებამდე, მართლაც, შვილივით არ მოჰფერებია ნაამაგარს, ხოლო შემდეგ თავისი შრომის შედეგით უდიდესი სიხარული არ განუცდია, ის ვერ მიხვდება, რას ნიშნავს ხალხში ასე გავრცელებული გამოთქმა – „ვაზო, შვილივით ნაზარდო…“
„შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული…“ – ვინ უწყის, რამდენი საუკუნეა მღერის ქართველი კაცი ამ საგალობელს. ვაზი ხომ უხსოვარი დროიდან გაჩნდა ქართველთა სამკვიდრებელში. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს პერიოდი ძვ. წ. 3800-3000 წლებით თარიღდებოდა. ის ფაქტი, რომ მევენახეობის უძველეს კვალს ეგვიპტესა და მესოპოტამიაში მივყავართ, სულაც არ ნიშნავს, რომ ვაზის სამშობლო იქ არის… ვაზის სამშობლო რომ საქართველოა, ამის დასტურად ისიც კმარა, რომ არც შუამდინარეთსა და არც ნილოსის ველზე არასოდეს ხარობდა ველური ვაზი, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის დალოცვილ მიწაზე, უძველესი დროიდან დღემდე, უხვად ხარობდა და ხარობს ველური ვაზი – კრიკინა. სწორედ ეს გახლავთ ძირითადი საბუთი იმისა, რომ საქართველო მევენახეობის აკვანია.
ალბათ, თავადაც მოგისმენიათ კახელი გლეხისაგან: ჩვენს დალოცვილ კუთხეში იგეთი ბუნებრივი პირობებია, ვაზის რქა დილით რომ ქამარში გაიყარო, საღამომდე მტევან გამაიბამსო…
ტყე – კაცობრიობის აკვანი და მარჩენალი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება – პროექტის მიზანია საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვა…
წარმოდგენილი იყო პროექტის შვიდი ძირითადი კომპონენტის – ბიომრავალფეროვნების პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება, ტერიტორიაზე დაფუძნებული კონსერვაცია, ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგი, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეროვნული სისტემის გაფართოება, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება – მიზნების მიღწევის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების ანალიზი; ასევე, განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში 2024 წელს დაგეგმილი აქტივობები.
პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი ესწრებოდნენ.
პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის მმართველი კომიტეტის წევრები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დაცული ტერიტორიების, გარემოს ეროვნული და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოების, ბუნების მკვლევართა ქართული საზოგადოება „ორქისის“ წარმომადგენლები, ასევე, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის წევრები.











