კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

გარმონის დამზადების ტრადიცია

0

გარმონის დამზადების ტრადიცია

| ოსტატი: ზურაბ ვარშანიძე, სოფელი ურეხი…

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ოთარ შამუგია: „განათლების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ დეფიციტური პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის“

0
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტს 2023 წლის ანგარიში წარუდგინა. სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება პრიორიტეტულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, დეფიციტური პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის არაერთი აქტივობა ხორციელდება.
„ვახორციელებთ  მწვანე და აგროსტიპენდიების პროგრამას, რომლის ფარგლებში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი დავაჯილდოვეთ 1500 ლარამდე სტიპენდიებით. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

„მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება“ – ოთარ შამუგია

0

„დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. შარშან მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველწლიურად აარსებენ ახალ დაცულ ტერიტორიებს.

„ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებასა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. შარშან მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკოტურისტული, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა იყოს მოწყობილი. თბილისის ეროვნულ პარკშიც სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს. ეს უნიკალური ბუნება ქალაქთან ახლოს მდებარეობს და მას ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დამსვენებელს მოწესრიგებული და მოწყობილი ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ. მინდა აღვნიშნო შვედეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შვიდი მილიონ ორასი ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სამინისტრო ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. მიმდინარე წელს, მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, დაახლოებით, ათ ლოკაციაზე იგეგმება”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა

0
დაბა ხულოში, ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.
სოფელი თაგო ცენტრისგან მოშორებულ მთაზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს, დაბა ხულოს 1719-მეტრიანი საბაგირო გზით უკავშირდება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.

ქარიანი ამინდი საბაგირო გზის ერთადერთი დაბრკოლებაა.

საბაგირო 1985 წელს გაიხსნა. გახსნის დღიდან მას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, მისი ამოქმედება ცნობილი ინჟინერის და არქიტექტორის შოთა ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება.

მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1000 მ. ხულოდან 7 კმ-ში.სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია რკინის ზოდები. ვარაუდობენ, რომ აქ რკინის მეტალურგიის ერთ-ერთი კერა იყო.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სახიფათო მიკროტოქსინებით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება

0

მთავრობის დადგენილებით, 1 ივლისიდან აფლატოქსინით (სიცოცხლისთვის სახიფათო მიკროტოქსინები) დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება.

ყველა ფერმერი ვალდებული იქნება, დაიცვას ცხოველის საკვების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები, რათა არ მოხდეს საკვების აფლატოქსინით დაბინძურება.

აფლატოქსინი ობის სოკოებისაგან წარმოიქმნება. დაბინძურებული საკვების მიღებით, აფლატოქსინი ხვდება ცხოველის ორგანიზმში და გადადის რძეში, გარდაიქმნება ტოქსინად და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი რეგულაციის შესახებ ფერმერთა ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შეხვედრები უკვე გამართეს კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, გურიის რეგიონებსა და აჭარაში დარგობრივ ასოციაციებთან, რომლებიც ათასობით ფერმერს აერთიანებს. საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აფლატოქსინი გამოვლინდა რძის 9 ნიმუშში, 2023 წელს კი 14 ნიმუშში; აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა შესაბამისი რეგულაციის დაჩქარებულად მომზადებისა და ამოქმედების აუცილებლობა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ლეღვი ერთ-ერთ უძველეს ნაყოფმომცემ ხედ ითვლება, რომლის წარმოშობის ისტორია უხსოვარი დროიდან მოდის

0
xr:d:DAGCAK4jeKw:45,j:6375269702235263666,t:24041012

ლეღვი ერთ-ერთ უძველეს ნაყოფმომცემ ხედ ითვლება, რომლის წარმოშობის ისტორია უხსოვარი დროიდან მოდის. ლეღვის ნამდვილი ნაყოფი ის წვრილი თესლია, რომელიც ნაყოფედის შიგნით უხვად წარმოიქმნება დაყვავილების შემდეგ. ასე რომ, რასაც ნაყოფად მივიჩნევთ, ის ნაყოფგარემო, ანუ ნაყოფედია, რომლის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების გამოც ვაშენებთ ლეღვის კულტურას.
ლეღვის ნაყოფი შეიცავს 71%-მდე შაქრებს, 5% პექტინს, 1%-მდე ლიმონის, ვაშლისა და ძმარმჟავებს, C, B1, B2,AA ვიტამინებს და ბევრ მიკროელემენტს. ამიტომაც გამოიყე­ნება წამლად, როგორც შარდმდენი, კუჭში გამხსნელი და ამოსახველებელი საშუალება. იხმარება ნედ­ლად, მურაბის, ჯემის, ჩირის სახით და, თქვენ წარ­მოიდგინეთ, ალკოჰო­ლური სასმელების მი­სა­ღებადაც.
ლეღვი საქართველოში უხსოვარი დროიდან ხარობს. იმის გამო, რომ ჩვენთან ველურად უამრავი ლეღვის ხე იზრდება, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოც მის ერთ-ერთ სამშობლოდ ჩაითვალოს, თუმცა მის ძირითად სამშობლოდ მესოპოტამია ითვლება.
ლეღვი ხარობს ყოველგვარ ნიადაგზე, მათ შორის ქვაღორღიან და კლდოვანზეც კი; მთავარია, დარგვის დღიდანვე შეუწყოთ ხელი – ფართო ორმო მოითხაროს და მიწით შეივსოს, დარგვის შემდეგ კი კარგად მოირწყას. მრავლდება ამონაყარებით, ერთწლიანი ღეროს კალმებითა და მყნობით. ნაყოფს იძლევა მეორე-მესამე წელს, ცოცხლობს 150-200 წელს. შესაძლებელია აგრეთვე მცენარის გაახალგაზრდავებაც, ანუ ფესვის ყელთან გადაჭრა და ამონაყარებით განახლება.
კალმები დასაფესვიანებლად იჭრება გვიან შემოდგომით და ზამთრის დასაწყისში, ინახავენ გრილ სარდაფებში, ტენიან ქვიშაში. გაზაფხულზე რგავენ სანერგეში. შემოდგომით ან მეორე გაზაფხულზე გადააქვთ მუდმივ ადგილზე. ირგვება 6X4, 8X8, 5X4 ან 3X3მ-ზე იმისდა მიხედვით, რამხელა მოცულობისაც იზრდება.
რაც მთავარია, ერთ-ერთი საუკეთესო, ადვილად გასამრავლებელი კულტურაა და ყველას ვურჩევთ საკუთარ კარ-მიდამოში მის დარგვას.
აკადემიკოს ნ. ხომიზურაშვილს მხოლოდ კა­ხეთის პირობებისათვის ლეღვის 12 ჯიში აქვს მოხსენიებული:
1. თეთრი ლეღვი – მსხვილნაყოფა
2. შავი ლეღვი – მსხვილნაყოფა
3. ქალაქურა ლეღვი – მოთეთრო-მომწვანო
4. ტაბაკა ლეღვი – ბრტყელნაყოფა
5. გლეხურა ლეღვი – წვრილნაყოფა, შავი
6. მწვანე ლეღვი
7. ოქროლეღვი – წვრილნაყოფა
8. შაქარა ლეღვი – წვრილნაყოფა
9. ძუძუა ლეღვი – სფერულნაყოფიანი
10. შაშალაკა ლეღვი – მოიისფრო
11. ღვინა ლეღვი – მოწითალო
12. ოსმალური ან დიდი ოსმალური ლეღვი

ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული ან მსხვილი შინდისფერი ნაყოფით დახუნძლული ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება

0
საინფორმაციო შეხვედრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ახმეტის, თელავის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ტყის მდგრადი მართვისა და ენერგოეფექტური ღუმელების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებზე მონაწილეებმა საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები, ტყის მდგრადი მართვის, ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ასევე, ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის გამოყენების უპირატესობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრა საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით; ამავდროულად, პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას, სექტორში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას.

პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის – გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი). პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

0

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადებების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების ან გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნიკასა და დანადგარებს 7 500 ლარის ფარგლებში შეუსყიდის. გრანტს 30-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებსაც მოქმედი ბიზნესი აქვთ და მათი სამეწარმეო საქმიანობა 2024 წლის პირველ იანვრამდეა რეგისტრირებული.

ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 31 მაისის ჩათვლით მიიღება.

პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და სააგენტოს მიერ დაფინანსებული არაერთი წარმატებული პროექტი არსებობს.

მეწარმე დევნილებმა და ეკომიგრანტებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა, რათა საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო განავითარონ. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება

0
მასწავლებლების ანაზღაურება

„37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში.

„ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით, დაახლოებით 25%-ს გაეზრდება ანაზღაურება სულ მცირე 300 ლარით. ყველა პედაგოგს სულ მცირე 200 ლარით გაეზრდება შრომის ანაზღაურება. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რა არის, ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად?! – „კოვიდი და სეზონური ვირუსები არსად წასულან“

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, კოვიდი და სეზონური ვირუსები არსად წასულან.

„კოვიდი და სეზონური ვირუსები არსად წასულან
ეს პოსტი 26/09/2021 დავდე. დღესაც აქტუალურია.
სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად
ყველამ რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე… დიახ, მარტო სამედიცინო პირბადეს შეუძლია, 92%-ით შეამციროს ვირუსის გავრცელება
წარმოიდგინეთ, ყველა რომ აიცრას, ვისაც შეუძლია. ყველა თუ იქნება ვაქცინირებული ფაიზერით და ყველა რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე, ვირუსს არ ექნება გამრავლების საშუალება და 2-3 თვეში გაქრება … მაგრამ ეს ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება “გრეხია” და ვაქცინაცია კი “სვეცკობა” არ არის
არაპროფესიონალიზმი კლავს…
არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული
26/09/2021
ჯანმრთელობას გისურვებთ…“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
შეიძლება იყოს 6 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Uninfected person wears mask Relative reduction for risk of infection 167% Infected person wears mask 175% Everyone wears masks 92%“ გამოსახულება