პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -
Google search engine

სოფელი საქართველოში, რომელსაც უცნაური სახელი აქვს…

0

სოფელი, რომელსაც უცნაური სახელი აქვს…

მათხოჯი – სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში. სოფლის ჩრდილოეთ მხარეს 150 მეტრი სიმაღლის მთაზე დგას მე-6 საუკუნის ციხე-სიმაგრე, ამჟამად ე.წ “ნაციხარი”. სოფელში ორი ტაძარია: წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და წმიდა ბასილის ეკლესია.

მათხოჯი გამოირჩევა თავისი მოხდენილი გეოგრაფიული მდებარეობით და სილამაზით.

იმერეთში მდებარე სოფელ მათხოჯის შესახებ ერთი უცნაური ისტორია არსებობს. სოფელში მცხოვრებ მათეს ჰყოლია ცხენი, სახელად ხოჯი. ერთ დღე ხოჯი დაიკარგა, მთელი დღის ძებნის შემდეგ ცხენი იპოვეს და პატრონს დაუძახეს: მათე ხოჯი აქაა-ო. ასე დაერქვა სოფელს მათხოჯი.

„თხილის ბაღის მესაკუთრეებს 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით“ – ოთარ შამუგია

0

„44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„თხილი ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, გაგრძელდება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, ასევე მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის სტიმულირება და მხარდაჭერა, რისთვისაც გასულ წელს, სამინისტრომ ახალი პროგრამა დაიწყო. დაფინანსდა 60 ბიზნესიდეა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ოთარ შამუგიამ აგროდაზღვევის პროგრამაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზიანი 80 მლნ ლარს აღემატება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, რათა პროგრამა უფრო მეტად მორგებული იყოს ფერმერების ინტერესებზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აჭარიდან გადასახლებულ ეკომიგრანტ ქალებს, ამ სილამაზეებისთვისაც რჩებათ დრო…

0
“აჭარელ ქალს ქარგვა და ქსოვა სისხლში აქვს” …
 ულამაზესი აჭარული ნაქარგობები მარნეულში, სოფელ მარადისშიც აღმოვაჩინეთ… აჭარიდან გადასახლებულ ეკომიგრანტ ქალებს, ამ სილამაზეებისთვისაც რჩებათ დრო…

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, თუმცა ეს პანიკის მიზეზს არ იძლევა” – გარემოს ეროვნული სააგენტო

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ პანიკის მიზეზი არ არსებობს.

„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე“, – ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ქელეხზე ჩვენს წინაპრებს მენიუც სხვა ჰქონდათ და ლექსიკაც იყო გაწერილი“

0
რიტუალური ქართული გასტრონომია
„ქელეხზე ჩვენს წინაპრებს მენიუც სხვა ჰქონდათ და ლექსიკაც იყო გაწერილი“
დალი ცატავა – გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი.
„ჩვენი სუფრის ფილოსოფიის სიმდიდრე არის მისი დიფერენცირებული ხასიათი.
ქელეხზე, ჩვენს წინაპრებს მენიუც სხვა ქონდათ. ლექსიკა იყო გაწერილი.
სიტყვა „თამადას“ და „ტოლუმბას“ ვერ გაიგონებდი იმიტომ, რომ მას ერქვა “სუფრის ხელმძღვანელი“.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ხორბლის ფასი და მისი გავლენა საქართველოში

0
ხორბლის ფასი და მისი გავლენა საქართველოში
#image_title

ხორბლის ფასი და მისი გავლენა საქართველოში

2024 წლის ივლისში ხორბლის ფასი გლობალურად თვიურად 4.5%-ით შემცირდა. ეს ცვლილება საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიო სოფლის მეურნეობასა და სურსათის ბაზარზე, განსაკუთრებით ჩინეთის რეგიონში.

Galt&Taggart-ის ანალიზი ადასტურებს, რომ ჩინეთის ადგილობრივი ბაზარი გლობალური ფასების მნიშვნელოვან ცვლილებებს აწყობს. ჩრდილოეთ ჩინეთში ინტენსიური ნალექი და უარყოფითი ამინდი ფერმერებს აიძულებს ხორბალი რაც შეიძლება სწრაფად გაყიდონ, რათა მოსავალი არ დაზიანდეს. თუმცა, ფქვილის ადგილობრივი მოთხოვნა ეკონომიკური სუსტი მდგომარეობის გამო დაბალია, რაც ამცირებს ფასებს 3-წლიან მინიმუმამდე.

ჩინეთის მთავრობა გეგმავს ადგილობრივი შესყიდვების გაზრდას, რაც იმპორტის საჭიროების შემცირებას და გლობალურ ფასებზე გავლენის შემცირებას გამოიწვევს.

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ხორბლის იმპორტი 33.4%-ით გაიზარდა, რაც 27 მილიონ 569 ათას დოლარის ღირებულების 114 290 ტონა ხორბალს მოიცავს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ხორბლის იმპორტის მოცულობა წლიურად 69.1%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულება 33.4%-ით მოიმატა. წელს, ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.

რაც შეეხება საქართველოს, 2024 წლის 6 თვეში ფქვილის იმპორტი 61.8%-ით შემცირდა. ხორბლის იმპორტი კი, 33.4%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყანაში 27 მილიონ 569 ათასი დოლარის ღირებულების 114 290 ტონა ხორბალი შემოვიდა. ხორბლის იმპორტის მოცულობა წლიურად 69.1%-ით, ღირებულება კი შედარებით ნაკლებად 33.4%-ით გაიზარდა. წელს, ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.

ხოლო, ფქვილის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი – $8 მლნ, 36 433 ტონა;
  • თურქეთი – $500 ათასი, 910 ტონა;
  • იტალია – $164 ათასი, 148 ტონა;
  • ლიეტუვა – $49 ათასი, 125 ტონა;
  • საფრანგეთი – $36 ათასი, 30 ტონა;
  • ავსტრია – $16 ათასი, 20 ტონა;

მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს

0

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. „მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს. აღმოაჩინეთ ჩვენი სტუმარი ქვეყნის გასტრონომიული არსი. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისი თქმით, 29-31 იანვარს, საქართველო Madrid Fusión 2024-ზე, სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

Desde las montañas hasta el mar, la cocina de Georgia conquistará #MadridFusion2024 . Descubre la esencia gastronómica de nuestro país invitado. 🇬🇪 Georgia Travel
———-
From the mountains to the sea, Georgia’s cuisine will conquer #MadridFusion2024. Discover the gastronomic essence of our guest country. 🇬🇪

Georgia – Where Hospitality Is The Main Course …..

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

 16 წლის ფერმერის მეურნეობა რაჭაში!

0
 16 წლის ფერმერის მეურნეობა რაჭაში!
ნიკა სანთელაძე საკუთარ მეურნეობას 9 წლის ასაკიდან უძღვება.
მისი შრომა და სოფლისადმი განსაკუთრებული სიყვარული ბაბუის დამსახურებაა,
ნიკას ფერმაში შეხვდებით, უშვითესი სახეობის ფრინველებს, არაერთ შინაურ ცხოველს და ცხენებს…
ოცნებობს, რომ რაჭაში დიდი მეურნეობა ჰქონდეს, ამისთვის კი ძალებს არ იშურებს…

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში დღეისათვის 100-ზე მეტი კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი

0

ლაბორატორიის ქსელში სურსათის კვლევის დეპარტამენტი იკვლევს სურსათს, სასურსათო ნედლეულს, ცხოველთა საკვებსა და სასმელ წყალს.

კვლევები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიებში, ესენია ზოგადი ქიმიის, ინსტრუმენტული კვლევებისა და მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიები.
ლაბორატორიაში ხორციელდება:

• სურსათის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევა;
• სურსათის კვლევა უვნებლობის პარამეტრებზე;
• სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები;
• თაფლის კვლევები სხვადასხვა ხარისხობრივ და უვნებლობის პარამეტრზე;
• რძისა და რძის პროდუქტების კვლევა;
• ცხოველთა საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილი საერთაშორისო დონის დიაგნოსტიკური კვლევები მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი აკმაყოფილებს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს დ იყოს კონკურენტუნარიანი.

ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის შედეგები.

დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://sla.gov.ge/

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ტყე – კაცობრიობის აკვანი და მარჩენალი

0
კლიმატის ცვლილების დაჩქარებასთან ერთად, ნახშირბადის შემცირების გზით ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ზრდის პრაქტიკების დანერგვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
#image_title

ტყე – კაცობრიობის აკვანი და მარჩენალი

ალბათ არც ერთ ცივილიზებულ ადამიანს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩვენი შორეული წინაპრების აკვანი ტყე­ში დაირწა. ტყე ის სამოთხის ბაღია, სადაც ადამიანმა თავიდანვე მიაგნო თა­ვისი მიზნების მისაღწევად ყველა სა­შუალებას, იქნებოდა ეს: ბინა, საჭმელ-სასმე­ლი, სამეურნეო თუ სანადირო ხე­ლ­­საწყო-იარაღი, ნადირ-ფრინვე­ლი, ნა­­ირ-ნაირი ხილ-კენკრა, სამკურნალო მცე­­ნარეები და, ვინ ჩა­მოთვლის, კიდევ რა.
მიუხედავად კაცობრიობის ცი­ვი­ლი­ზაციის უმა­ღ­ლესი დონისა, ადამიანებმა ვერ მოიშალეს ტყეში სიარული, პირიქით, სულ უფრო და უფრო მეტი სიმდიდრე გამოაქვთ უფლის მიერ ბოძებული ამ, მართლაც, სამოთხის ბაღიდან.
გარდა იმ ძირითადი ღირებულებისა, რასაც მერქანი ჰქვია, ტყე იძლევა აგრეთვე ძვირფას მასალას კვების მრეწველობისათვის სოკოსა და ხილ-კენკრის (პანტა, მაჟალო, ტყემალი, მოცვი, მოცხარი, ჟოლო, მაყვალი) სახით; ასევე კაკალს, თხილს, წიფელს, სამკურნალწამლო მცენარეებს.
უშუალოდ მერქნისაგან 20000-ზე მეტი და­სა­ხელების პროდუქცია მზადდება.
მერქანს დიდი რაოდენობით იყენებენ: სამშენებლო საქმეში, ცელულოზა-ქაღალ­დის, საფეიქრო, ასანთის, ქვანახშირის, სამთამადნო, საავეჯო, საფანერო, საავიაციო და საავტომობილო მრეწველობაში, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და სასკოლო ინვენტარის წარმოებაში, ვაგონმშენებლობაში, კავშირგაბმულობაში, სა­სოფ­ლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობაში, ჰი­­დ­­როტექნიკურ ნაგებობებში, გემთმშენებლო­ბა­ში და სხვ. მაგალითად, ერთი საშუალო წყალ­წყვის საოკეანო გემის ასაგებად საჭიროა 4000მ3 მერქანი. მაღალხარისხოვანი თუჯის სხმულების დასამზადებლად იყენებენ ხის ნახშირს. სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებში უმეტესწილად მერქანი გამოიყენება; სალეწი მანქანის 90%, ხოლო კომბაინისა და სათიბი მანქანის 60%-ზე მეტი ხის მასალისაგან მზადდება.
მერქნის ქიმიური დამუშავებით მიიღება: ღვი­ნისა და ხის სპირტი, ძმარმჟავა, ფორმალინი, აცეტონი, სკიპიდარი, კანიფოლი, სამკურნალო პრეპარატები – ასპირინი, ქაფური; საკვები პროდუქტები: შაქარი, ცილოვანი ნივთიერებები, ლიმონმჟავა, ვიტამინები, კაუჩუკის, რეზინისა და კინოფირების წარმოებისათვის საჭირო მასალები.
ერთი ტონა ნახერხის გადამუშავებით მიიღება 200 ლ ღვინის სპირტი ან 75-100კგ შაქარი (გლუკოზა) ან 200 კგ ცელულოზა ან 2000 მ2 ცელოფანი ან 160კგ აბრეშუმის ძაფი. ნახერხისა­გან მიღებული გაწმენდილი შაქარი გემოთი თითქმის არ განსხვავდება ჭარხლის ან ლერწმის შაქრისაგან.
მერქნის ქიმიური დამუშავებით აწარმოებენ: ბამბას, შალს, საღებავებს, ლაქებს. ხის ქერქისაგან (ტირიფი, მუხა, ნაძვი და სხვ.) ხდიან მთრიმლავ ნივთიერებებს, რასაც იყე­ნებენ ტყავეულის მრეწველობაში. წიწვოვანი ჯიშის (სოჭი, ნაძვი, ფიჭვი) წვრილი ტოტებისაგან ხდიან ეთეროვან ზეთებს, რომელთაც იყენებენ საპარფიუმერიო მრეწველობაში. წიწვებისაგან ამზადებენ ვიტამინიან ფქვილს მეცხოველეობისათვის და სამედიცინო პრეპარატების საწარმოებლად.
ხეტყის ნარჩენებისაგან (ნაფოტები, ნახერ­­ხი, ბურბუშელა) ამზადებენ მერქნოვან-ბურბუშელოვან ფილებს, რომლებიც იხმარება სამშენებლო საქმეში და ზოგავს ტყეს.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ეკონომი­კური სიმდიდრისა, რომელსაც ტყე საუკუნე­ების მანძილზე აწვდის კაცობრიობას, ყველაზე დიდი სიკეთე მაინც ფოტოსინთეზს მოაქვს; ტყე ყოველწლიურად შთანთქავს უამრავ ნახშირორჟანგს (CO2) და ატმოსფეროში გამოყოფს ამდენივე ჟანგბადს. ასე რომ არ ხდებოდეს, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ იქნებოდა. ტყე აწესრიგებს ჰაერის ტემპერატურას, ასუსტებს ქარის ძალას, ასუფთავებს ჰაერს მექანიკური მინარევებისაგან. ტყე წყლის ორთქლთან ერთად გამოყოფს ფიტონციდებს – ნივთიერებებს, რომელთაც შესწევთ უნარი გააუვნე­ბლონ ჰაერში მყოფი ადამიანისათვის მავნე მიკრობები. დიდია ტყის როლი ნიადაგის წარმოქმნასა და დაცვაში, მდინარეებისა და ტბების მუდმივი რეჟიმის შენარჩუნებაში. ტყე ი­ნახავს წვიმის წყლის 90-95%-ს, რაც გამო­რიცხავს ღვარცოფებს.
დღეს, როცა საქართველოს ტყეები უმოწყა­ლოდ ჩანაგდება, როცა გაჩეხილია ქალაქების, სოფლების შემოგარენი, ვისაც მართლა გული შესტკივა ქვეყნისათვის და მთელი არსებით უყვარს ჩვენი უმშვენიერესი მამულ-დედული – დამიჯერეთ, დარგეთ თითოეულმა თითო ხე და 10-15 წლის შემდეგ ძველებურად აშრიალ­დება ულამა­ზე­სი ტყეები; მომრავლდება ნა­დირ-ფრინ­ველი და, რაც ყველაზე მთავარია, შევინარჩუ­ნებთ საქართველოს მთიანეთს, რომელიც ამჟამად ღვარცოფებისა და მეწყრების გამო კატასტროფულ მდგომარეობაშია.

ხეხილის ბაღის განოყიერება

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)