ქართველი ფერმერების, მეწარმეებისა და ასოციაციების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) ერთად, ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე მათი მარკეტინგული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ცოდნის გაღრმავებას კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.
დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება
დაფნა
„ლაურუს ნობილის“ – ასე ჰქვია დაფნას ლათინურად, სიტყვა „ნობილის“ კეთილშობილს ნიშნავს. კეთილშობილი დაფნის გვირგვინით რომ საბერძნეთში გმირებს, პოეტებსა და გამარჯვებულ სპორტსმენებს ამკობდნენ, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ სიტყვა „ლაურეატი“ რომ „ლაურუსი“-დან წარმოდგება, ეს შეიძლება ბევრმა არც იცოდეს.
დაფნა ველურად იზრდება ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ტყეებში, სწორედ აქედან დაიწყო მისი გავრცელება.
დაფნა თავისი უნიკალური თვისებების წყალობით მალე გავრცელდა იტალიაში, საბერძნეთში, იუგოსლავიაში, თურქეთში, სირიაში, ყირიმსა და კავკასიაში; მრავლდება თესლით. იმის გამო, რომ თესლი ადვილად ხმება, თესავენ შემოდგომით.
დაფნის ფოთლები და ახალგაზრდა ყლორტები შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც გამოიყენება სანელებლად. ნაყოფის ცხიმოვანი ზეთი გამოიყენება მედიცინაში. იმის გამო, რომ კარგად იტანს გაკრეჭას, დეკორატიულ ნარგაობებშიც ხშირად შეხვდებით. ხშირი ნარგაობა ღობედაც მშვენიერია.
დაფნის გამრავლება ყველაზე იოლია ბუჩქის ამონაყარებითა და თესლით.
კალმები დასაფესვიანებლად უნდა აიჭრას აპრილში, შეიძლება ივნის-ივლისშიც; თითოეული მათგანი უნდა იყოს 6-8 სმ სიგრძისა, მომწიფებული, მაგრამ არა გახევებული. ფოთლების დამოკლების შემდეგ კალმებს ნეშომპალა-ქვიშიან ქოთნებში რგავენ. ქვედა ფენის, ანუ ნეშომპალიანი შრის სისქე უნდა იყოს 2-4სმ, ხოლო ქვიშიანი შრე – 2-3 სმ. დაფესვიანებას 1 თვე ესაჭიროება. ამის შემდეგ კალმები მუდმივ ადგილზე გადაირგვება. დაფნა იშვიათი მცენარე არ არის და მისი ნერგის, თესლის, აგრეთვე კალმის შოვნა სირთულეს არ წარმოადგენს; თანაც ძალიან ადვილი მოსავლელია და მისი გახარება საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შესაძლებელი.
დაფნის ფოთოლი ყველაზე გავრცელებული სანელებელია – გამოიყენება არა მარტო ოჯახურ პირობებში, არამედ კვების მრეწველობაშიც. მას ამატებენ გამდნარ ყველს, აუცილებელია კიტრის, პატისონის, პამიდვრის მწნილებისა და მარინადების დასამზადებლად, თევზის კონსერვების, ძეხვისა და ხორცის წარმოებაში. ზოგიერთ ქვეყანაში დაფნის ფოთოლი სასმელებისთვის, დესერტისა და ჩაისთვის არომატის მისაცემად გამოიყენება. გარდა ამისა, დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება.
ფეიხოა სამხრეთამერიკული მარადმწვანე ბუჩქი ან 5 მეტრამდე სიმაღლის ხეა
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები ხილ-ბოსტნეულის მონელების უნარს კარგავენ – კვლევა
დასავლურ, ინდუსტრიულ კვებაში ბოჭკოვანი მცენარეების ნაკლებობაა. ამან შეიძლება ძირეულად შეცვალოს ნაწლავებისა და მონელების სისტემა.
ხილი და ბოსტნეული ადამიანის დიეტის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ის თუ როგორ ხდება მათი მონელება ცალკე კვლევის საკითხია. საუბარია ცელულოზაზე, მასალაზე, რომელიც მცენარეების უჯრედულ კედლებს ფარავს.
და, აი, ახლა მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა აქამდე უცნობი მიკრობები გამოავლინა, რომლებიც ადამიანის ნაწლავებში გვხდება და ისინი ცელულოზას დაშლას უწყობენ ხელს.
ათწლეულების მანძილზე ითვლებოდა, რომ ცელულოზას ადამიანის ორგანიზმი ისე ვერ ინელებდა, როგორც ძროხები, ცხენები, ცხვრები და სხვა ძუძუმწოვრები. მხოლოდ 2003 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინესადამიანის ნაწლავის ბაქტერია, რომელსაც ამ ბოჭკოების მონელება შეეძლო.
მკვლევრებმა იგივე ბაქტერიების გენების გაანალიზებით სხვა მსგავსი ბაქტერიების მოძიება გადაწყვიტეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ შინაურ ცხოველებთან იმაზე მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე აქამდე გვეგონა.
გაირკვა, რომ ჩვენს ნაწლავებში ცელულოზას გამანადგურებელი ბევრი მიკრობია და აქამდე ამაზე არაფერი ვიცოდით. გავიგეთ, რომ მიკრობების ერთი “სახეობა” მჭიდრო კავშირშია ჩლიქოსან ძუძუმწოვრებთან, მეორე პრიმატებთან, ხოლო მესამე უშუალოდ ადამიანთანაა დაკავშირებული.
სამივე Ruminococcus-ის გვარს ეკუთვნის და ისინი ცელულოზას მონელებასთან არიან დაკავშირებული.
ანალიზმა აჩვენა, რომ 1000-დან 2000 წლის წინ მცხოვრები ადამიანების ფეკალურ ნიმუშებში სამი ტიპის მიკრობი უხვად იყო. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე, ინდუსტრიული საზოგადოებების პოპულაციებში, იგივე ნაწლავის მიკრობები შესამჩნევად იშვიათია.
“ჩვენ დავინახეთ, რომ დროსთან ერთად, ადამიანში ამ მიკრობების რაოდენობა შემცირდა. ამაზე გავლენა დასავლურ ცხოვრების წესზე გადასვლას უნდა მოეხდინა”, — თქვა კვლევის ავტორმა სარა მორაისმა.
მკვლევრების განმარტებით, ეს ყურადსაღები ფაქტია. როგორც ჩანს, თანამედროვე ადამიანი ნაკლებ მცენარეს მოიხმარს, შესაბამისად შემცირდა მისი მომნელებელი მიკრობებიც.
კვლევების თანახმად, ინდუსტრიულ საზოგადოებებში მცენარეებს სულ უფრო იშვიათად მოიხმარენ, ეს კი როგორც ვხედავთ მონელების სისტემაზეც აისახება.
კვლევები აჩვენებს, რომ ცელულოზას დანამატებს, ისევე როგორც მცენარეულ ბოჭკოებს, ჯანმრთელობისთვის დადებითი ეფექტი აქვს — მათ შორის ცვლილებები ნაწლავის მიკრობებში, იმუნურ რეაქციასა და გენის ექსპრესიაში.
ახალი კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ამით გამოვლინდა ნაწლავების აქამდე უცნობი ბაქტერიები. თავის მხრივ, ეს ბაქტერიები, შესაძლოა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნაწლავების გამართულად ფუნქციონირებაში.
რაც საინტერესოა, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ Ruminococcus-ის ბაქტერიები ჩვენში ცხოველების მოშინაურების დროს გადმოვიდა. ეს ნიშნავს, რომ ცხოველებთან თანაცხოვრებამ ადამიანში მცენარეების მონელების უნარი გააუმჯობესა.
თუმცა, ათასობით წლის შემდეგ, ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა. შესაძლოა, ადამიანმა დაკარგოს ის მიკრობები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად შემდეგი კვლევებია საჭირო. ამ ეტაპზე კი, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ქალაქებში ცხოვრება მცენარეების მიმართ სულ უფრო “გვაუცხოებს”.
საქართველოში წყლის რესურსების სფეროში მიმდინარე პროექტები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წარმატების მაგალითებად განიხილეს
ქალაქ ბრიუსელში, წყლის დაფინანსების (Water Financing) შესახებ რეგიონული მრგვალი მაგიდის მე-11 სესიაზე, საქართველოში წყლის რესურსების სფეროში მიმდინარე პროექტები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წარმატების მაგალითებად განიხილეს, – ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
მატივე განცხადებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების რეგიონულ შეხვედრასა და სხდომის ფარგლებში გამართულ პლენარულ დისკუსიაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
რეგიონული შეხვედრის მიზანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წყლის რესურსების მართვის, დაფინანსების გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ინვესტიციების მოზიდვის ეფექტიანი გზების მოძიება, ასევე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ღონისძიებაში, ევროკომისიისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.
ნინო თანდილაშვილმა წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის სააუზო მართვის პრინციპებზე გადასვლის მნიშვნელობის საკითხი.
რეგიონული შეხვედრა ევროკომისიისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით, ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის, წყლის მსოფლიო საბჭოსა და მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით გაიმართა.
მნიშვნელოვანია, რომ წყლის დაფინანსების შესახებ მრგვალი მაგიდა გლობალურ საჯარო და კერძო დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს.
შეხვედრას დაესწრო და პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე ისაუბრა.
ხევსური ექიმბაში და არქაული ინსტრუმენტებით თავის ტვინზე ჩატარებული ოპერაციები
ახალგაზრდა წყვილი, რომელიც საცხოვრებლად ქალაქიდან სოფელში გადავიდა
💉„სეზონური გრიპის და კოვიდის ვაქცინები უნდა იყოს უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის!“
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ სეზონური გრიპის და კოვიდის ვაქცინები უნდა იყოს უფასო.
„სეზონური გრიპის და კოვიდის ვაქცინები უნდა იყოს უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის!
სამწუხაროდ ასე მხოლოდ მდიდარ ქვეყნებშია!
ახლა მაინც ხომ იცით, რომ საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა… სამწუხაროდ…“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რაჭული ლორი უნიკალურია – იცით “საიდუმლო”? რატომ აქვს რაჭულ ლორს უნიკალური და განსაკუთრებული გემო?
რაჭული ლორი უნიკალურია, მისი გემოვნური თვისებებითა და დამზადების ტექნოლოგიით.
ლორის ხარისხი და გემო ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემო პირობებია.
რაჭული ლორის დამზადებას დიდი დრო და განსაკუთრებული პირობები სჭირდება. თუ გარემომ, ამინდმა ხელი არ შეუწყო, მაშინ შეიძლება ის შედეგი ვერც მიიღონ, რასაც ნამდვილი რაჭული ლორი ჰქვია.
რაჭველებმა ლორის კარგი გამოყვანა იციან. იმ დროს, როცა ლორი გამოგვყავს, შობის მარხვა იწყება. დაკლული ღორის ხორცს ამარილებდნენ და ბუხრის წინ ჰკიდებდნენ, “ავიჩინებდნენ”. ხანდახან ქარი რომ დაუბერავდა, კვამლი გამოდიოდა, “ვიჩინა” თანდათან ფერს იცვლიდა, იბოლებოდა.
“ვიჩინა” მოწითალო ფერის და ზომიერად მარილიანი უნდა იყოს. კარგი რომ გამოვიდეს, მარილი არ უნდა სჭარბობდეს. თუ დააკელი, მერე გაფუჭდება. რაჭული ლორი ყოველთვის სუფრის მშვენება იყო და არის. განსაკუთრებულად გემრიელია რაჭულად გამომცხვარ ლობიანთან ერთად.
რაჭული ლორი — ლორის ნაირსახეობა, რომელიც დამახასიათებელია რაჭული კულინარიისთვის. რაჭულ ლორს საუკუნეების განმავლობაში აწარმოებენ რაჭაში, დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში.
რაჭაში ღორი თავისუფლად გადაადგილდება ტყეში, სადაც იკვებება ვაშლით, პანტით, რკოთი და სხვა მცენარებია ნაყოფით. მეღორეობა (ამჟამად, ბუნებრივ გარემოშიც და ფერმის პირობებშიც) რეგიონში ერთ-ერთი ძირითადი სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენს. რაჭული ლორის მოსამზადებლად, ტრადიციულად, ღორს კლავენ ნოემბერში. დაკვლის შემდეგ ღორს ორ ნაწილად, სიგრძეზე, ჭრიან.
თითოეულ ნაწილს ფელიკს უწოდებენ. ფელიკს დებენ მრავალწლიანი ხის გობში. 4 დღის შემდეგ ფელიკს გადაბრუნებენ და კიდე 7-8 დღით ტოვებენ. ამის შემდეგ, ფელიკს ოთახის ტემპერატურაზე გასაშრობად 5 დღის განმავლობაში კიდებენ. შემდეგ, ფელიკებს შესაბოლად ჭერქვეშ, ფიცრისგან მარტივად შეჭედილ კამერებში 40 დღის განმავლობა შიკიდებენ. ქვემოთ ინთება ცეცხლი, სასურველია, რამდენიმე სახის ხის მორი (წიფელი, ტყემალი, ფიჭი, მუხა) ერთად ენთოს. შეშა იწვის ალის გარეშე და გამოყოფს კვამლს, რაც ლორს სპეციფიკურ არომატსა და გემოს ანიჭებს. რაჭული ლორისთვის დამახასიათებელი მოყავისფრო-მოწითალო ფერი მიუთითებს ლორის მაღალ ხარისხზე. ცხიმი და მჭლე ხორცი ფენებად არის გადანაწილებული.
რაჭული ლორი სადღესასწაულო სუფრის და ქართული რაციონის შემადგენელი ნაწილია უძველესი დროიდან. როდესაც რაჭველები შორ მანძილზე მიდიოდნენ, საგზლად მიჰქონდათ ლორი, რადგან ის ნოყიერი და არამალეფუჭებადია. რაჭული სამზარეულოში ტრადიციული ქართული კერძი — ლობიანი, რაჭული ლორით მზადდება.
ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ რაჭული ლორის პოპულარობის გამო, წარმოების მოცულობის და სისწრაფის გაზრდამ, წარმოების ტექნოლოგის დარღვევა გამოიწვია, რაც გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ხარისხზე. მაგ., შემოტანილი გაყინული ხორცის ან ხელოვნური შებოლვის მეთოდის გამოყენება (რის შედეგადაც, მიღებულ პროდუქტს უფრო ღია ფერი აქვს, ხორცი რბილია).
გაიცანით ქუთაისის სავიზიტო ბარათებად ქცეული ქანდაკებების ავტორი – გიორგი კიკვაძე
გაიცანით ქუთაისის სავიზიტო ბარათებად ქცეული ქანდაკებების ავტორი – გიორგი კიკვაძე.
ქუთაისში სეირნობისას არაერთი გამოჩენილი ქართველის ქანდაკებასა თუ ბიუსტს შეხვდებით.
ვასილ ამაშუკელს ფოტოაპარატით, იპოლიტეს კინოფირით, ვერიკოს ბაღთან პაოლო იაშვილსა და ტიციან ტაბიძეს.
ამ ქალაქის სავიზიტო ბარათებად ქცეული ეს ქაბდაკებები გიორგი კიკვაძეს ეკუთვნის…











