კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

სამინისტროსა და ეკლესიას შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მოაწერეს.

მემორანდუმი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
შეიქმნება ერთობლივი კომისია, რომელიც ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მემორანდუმის გაფორმებას ისტორიული ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ, როგორც მემორანდუმი, ასევე ერთობლივი კომისია უფრო გააღრმავებს და ნაყოფიერს გახდის თანამშრომლობას.

„მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებში. საქართველოს ეკლესიას აქვს უდიდესი წვლილი ტყეების, მათ შორის, განსაკუთრებით, ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყეების შენარჩუნებაში, მათ მოვლასა და დაცვაში. ჩვენი თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, მეტად შეუწყობს ხელს ამ პროცესს. ჩვენი სამსახურები – სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ის მიზნები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მემორანდუმით და გულისხმობს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, იყოს უზრუნველყოფილი. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვაა; ამასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ტყის ახალი კოდექსის მიღებით, რომლის შესაბამისად ვახორციელებთ რეფორმას, რომელიც აუცილებლად იქნება წარმატებული”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„დღევანდელ დოკუმენტს ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ძალზედ საინტერესო თანამშრომლობის ეტაპი იწყება, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს ჩვენი ქვეყნის ფლორისა და ფაუნის არამხოლოდ შენარჩუნებაში, არამედ მისთვის ყველაზე საუკეთესო პირობების შექმნაში“, – განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება საპატრიარქოში გაიმართა და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე, ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოების, გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის და სამინისტროს უწყებაში შემავალი შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რა უნდა ვიცოდეთ თხილის კულტურის გაშენებისას – რჩევები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

0
რა უნდა ვიცოდეთ თხილის კულტურის გაშენებისას - რჩევები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
#image_title

რა უნდა ვიცოდეთ თხილის კულტურის გაშენებისას

ქვემოთ მოგვყავს ის ძირითადი რჩევები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს თხილის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირმა:
1. თხილის გაშენების საუკეთესო პერიოდია შემოდგომა-ზამთარი;
2. თხილის ბუჩქების გაშენება შეიძლება როგორც სწორ ადგილას, ისე 5-10º-ით დაქანებულ ფერდობებზე;
3. ფერდობზე დარგვისას ნერგები ირგვება ტერასების გარეშე, 100X100 სმ სიღრმე-სიგანის ორმოებში;
4. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თხილის გაშენებისას ორმოების ამოთხრა უმჯობესია დამთავრდეს 10 ოქტომბრისათვის;
5. აღმოსავლეთ საქართველოში თხილის გაშენებამდე, პირველ რიგში, იფიქრეთ პლანტაციის წყლით მომარაგების საკითხზე – დასავლეთში პლანტაციას არ რწყავენ, თუმცა დარგვისას წყლის დასხმა აუცილებელია;
6. ბუჩქიდან ბუჩქამდე დასატოვებელი მანძილის საუკეთესო ვარიანტია 8X8 და 10X10მ;
7. სწორ ადგილზე ორმოს სიღრმე-სიგანე საკმარისია 60X60სმ-ზე;
8. როცა ბუჩქებს შორის მანძილი 8X8 ან 10X10 მ-ია, ბუჩქებში ღეროების რაოდენობა 26-დან 30-მდე უნდა იყოს;
9. თხილის ბუჩქები შეიძლება დაირგოს 6X6, 6X7 მ კვების არის ფართობზეც, მაშინ ბუჩქებში ვტოვებთ 8-10 ტოტს, თუ კვების არის ფართობი 7X7მ-ია – 12-14 ტოტს;
10. ვინაიდან დასავლეთ საქართველოში ნიადაგები მაღალი ტენიანობისაა და ნარგაობა ძლიერი ზრდით ხასიათდება, დაბლობ ადგი­ლებში უმჯობესია კვების არე იყოს 7X8 ან 8X8მ; აღმოსავლეთ საქართველოში – 6X6, 7X6 მ;
11. გახსოვდეთ! თხილს ახასიათებს არაჩვეულებრივად ძლიერი, კომპლექსური ფ­ესვთა სისტემა, რომელიც კარგად ამაგრებს ნიადაგს. ნუ გაუშვებთ ხელიდან მცენარის ამ უნარს, გა­აშე­ნეთ იგი ფერდობზე, ნიადაგსაც დაიცავთ, მოსავალსაც მიიღებთ და სწორ ფერდობებს სხვა კულტურების გასაშენებლადაც გამოიყენებთ;
12. თხილის გაშენების ყველაზე ხელმისაწვდომი და ხელსაყრელი მეთოდია ამონაყარებით გამრავლება;
13. ნერგების დარგვისას ყოველ ორმოში 5-6კგ გადამწვარი ნაკელი ან 100 გ გრანულირებული სუპერფოსფატი იყრება. საუკეთესო სასუქი თხილისათვის ნაკელი ან კომპოსტია;
14. დარგვამდე ამოწმებენ ფესვთა სისტემას, თუ რომელიმე ფესვი დაზიანებულია, აჭრიან ჯანსაღ ნაწილამდე;
15. დარგვამდე ნერგები რომ არ გამოშრეს, მოათავსეთ ჭურჭელში, რომელშიც წ­ყალში გაზავებული ნაკელი და მიწა ყრია;
16. ნერგს რგავს ორი ადამიანი, ერთს უჭირავს ნერგი, უსწორებს ფესვებს, ანაწილებს მათ ორმოში, რგავს 6-8სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე დარგვის სიღრმეა, მეორე აყრის ფხვიერ მიწას და სანამ მიუტკეპნიან, ნერგს ზემოთ ამოსწევენ, რომ მიწა ფესვქვეშ კარგად შევიდეს. რგავენ ისე, რომ ფესვის ყელი მიწის ზედაპირთან ახლოს იყოს. ამის შემდეგ მიწას მიუტკეპნიან და აუცილებლად რწყავენ, წყალს უსხამენ ნერგის ირგვლივ გაკეთებულ ჯამში. როგორც კი წყალი შეიწოვება, მონარწყავზე აყრიან მშრალ, ფხვიერ მიწას. მოსარწყავი წყლის რაოდენობა 2-3 ვედროა;
17. თხილის გაშენებისას საუკეთესო ვარიანტია პლანტაციაში არანაკლებ 4 ჯიშის გაშენება, ეს ხელს უწყობს ჯვარედინ დამტვერვასა და უხვ­მოსავლიანობას;
18. დარგვიდან 2 წლის განმავლობაში ნერ­გები არ ისხვლება. მხოლოდ მესამე წელს შ­ე­იძლება ზედმეტი ყლორტების – ცუდად განვითარებული ამონაყარების მოცილება. სცილდება აგრეთვე ხმელი, მოტეხილი და ძალიან ახლო-ახლოს მდგომი ცუდად განვითარებული ტოტები;
19. ერთწლიანი ნაზარდის დამოკლება არ არის რეკომენდებული;
20. ბუჩქების გაახალგაზრდავებაზე უნდა ვიზრუნოთ 20-25 წლის შემდეგ. ამ დროს იწყება მათი ხმობა და დაბალმოსავლიანობაც;
21. ბუჩქების გაახალგაზრდავება ხდება თანდათანობით, 6-7 წლის განმავლობაში; სხვა შემთხვევაში, მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდება;
22. ბუჩქის გაახალგაზრდავებაზე უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ გაზაფხულზე, დაყვავილების შემდეგ, მაგრამ ფოთლების განვითარებამდე;
23. რაც შეეხება ბუჩქში წვრილ ამონაყარებს, ისინი ძალიან ასუსტებს ბუჩქებს და სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიხშიროს 3-4-ჯერ;
24. შემოდგომით ახალგაზრდა, მსხმოია­რე პლანტაციებში დაბარვის ან მოხვნის წინ აუცი­ლებელია ბუჩქის ირგვლივ ჯამებში შეტა­ნილ იქნას (1ჰა-ზე გადაანგარიშებით) 20ტ გა­დამწვარი ნაკელი, 250კგ სუპერფოსფატი და 90-120კგ ამონიუმის გვარჯილა;
25. აღმოსავლეთ საქართველოში ახალგაზრდა პლანტაციებს ესაჭიროება რწყვა – ერთ­ხელ ზამთარში და ორ-სამჯერ ზაფხულში (მაისი, ივნისი, ივლისი).
26. მოსავლის აღების ყველაზე მოხერხებული მეთოდია ბუჩქის ქვეშ ბრეზენტის ან ჯვალოს ქსოვილის დაფენა და დაბერტყვა. ხეზე დარჩენილი ნაყოფი, რა თქმა უნდა, იკრიფება ხელით. დაბერტყვისას ჩამოდის სუფთა ნაყოფი და არ საჭიროებს გარჩევას. ხელით მოკრეფილი ნა­ყოფი 2-3 დღე-ღამის განმავლობაში გაშალეთ მზეზე და ჯოხის მსუბუქად დარტყმით გამოარჩიეთ. ნაყოფი დიდხანს შეინახება, თუ მას კარგად გამოაშრობთ და ჯვალოს ტომრებით შეინახავთ მშრალ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება.
შემოდგომაზე, დაბარვის წინ, თხილის პლან­ტაციის ყოველი ბუჩქის ჯამში აუცილებელია 2-3 ვედრო გადამწვარი ნაკელისა და 200-250გ სუ­პერფოსფატის შეტანა, ხოლო სა­გა­ზაფხულო გაფხვიერების წინ – 100-120გ ამო­ნიუმის გვარჯილის. დიდ ფართობებზე 1ჰა-ზე შეაქვთ 20ტ ნაკელი, 250 კგ სუპერფოსფატი და 90-120 კგ ამონიუმის გვარჯილა.
საქართველოში თხილის ორმოცზე მეტი ჯიშია გავრცელებული, რომელთაგან ცხრა ჯიში ქართულია. ქვემოთ მოგვყავს სამეურნეო ღირსების მქონე თხილის ჯიშები. ამით, სავარაუდოდ, დაინტერესდებიან ფერმერები, რომლებიც ამ კულტურის სამრეწველო მიზნით გაშენებას აპი­რებენ. ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება მოყვარული მეურნეებისთვისაც. ამრიგად, თხილის ქართული ჯიშებია:
გულშიშველა – გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, სადაც ძირითად სამრეწველო ჯიშს წარმოადგენს. ხარობს ბუჩქის სახით, ნაყოფი პირველად გამოაქვს მესამე წელს, რის შემდეგაც რეგულარულად მსხმოიარობს. თითო­ეული ბუჩქიდან საშუალოდ იღებენ 3,5-4კგ-ს, ანუ ჰა-ზე 8-10 ც-ს. საადრეო კარგი გემური თვისებების მქონე ჯიშია; იკრიფება ივლისის პირველ ნახევარში. მსხვილი ნაყოფის წონა საშუალოდ 2,1 გ-ია, ამასთან გული ნაჭუჭს ყო­ველთვის ავსებს. ამ ჯიშის თხილის გულის გამოსავლიანობა 48%-ია, ცხიმიანობა 66,5%.
ხაჭაპურა – მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. გავრცელებულია გურია-აჭარის რეგიონებსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. საადრეო, საშუალომოსავლიანი, სამრეწველო ჯიშია. კრეფენ ივლისის მეორე ნახევრიდან. თითოეული ბუჩქიდან გროვდება 2,5-3 კგ თხილი, ერთ ჰა-ზე – 6,5-7 ც. ნაყოფედში 3-4 ნაყოფია. ნაყოფის საშუალო წონაა 2,5 გ. ამ ჯიშის თხილის გულის გამოსავლიანობა 46%-ია, ცხიმიანობა – 65,9%.
შველისყურა (სინონიმი: სკვერი) – უმთავ­რე­სად გავრცელებულია გურიის რეგიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ სინონიმით არის ცნობილი. პირველად ისხამს დარგვიდან მესამე წელს. იკრიფება ივლისის მეორე ნახევარში. უხვმოსავლიანია, ბუჩქიდან საშუალოდ გროვდება 3,5-4 კგ თხილი, 1 ჰა-ზე – 8,5-9 ც. კარგად ეგუება გარემო პირობებს.
ცხენისძუძუ (სინონიმი: ცხენისკბილა) – გავ­რცელებულია გურიაში. იკრიფება ივლისის მე­ორე ნახევარში. ნაყოფედში 3-6 თხილია, ნა­ყო­ფის საშუალო წონაა 2,1-2,3 გ. თხილის ამ უხვ­მოსავლიანი ჯიშის გულის გამოსავალია 53%, ცხიმიანობა – 69%. ბუჩქიდან იკრიფება 4,3 კგ თხილი, 1 ჰა-ზე 12-13 ც. სამრეწველო თვალსაზრისით, მისი გაშენება მიზანშეწონილია შედარებით ნოტიო კლიმატურ პი­რო­ბებში.

ფუთქურამი (სინონიმი: ანაკლიური) – მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. ფართოდაა გავრცელებული სამეგრელოში, წამ­ყვანი ჯიშია აფხაზეთში, სადაც ანაკლიურ ჯიშად მოიხსენიება. მავნებლების მიმართ გამძლეა, იკრიფება იმავე პერიოდში, როგორც ზემოჩამოთვლილი ჯიშები. ნაჭუჭი მუდამ სავ­სეა გულით, ნაყოფის საშუალო წონაა 2,4 გ. თხილის ამ ჯიშის გულის გამოსავლიანობა 45-47%, ცხი­მიანობა 68.8%-ია. ბუჩქიდან საშუალოდ იკ­რი­ფება 3,5 კგ, 1 ჰა-ზე – 8,5-10 ც. სამრეწველო თვალ­საზრისით, მისი გაშენება მიზანშეწონილია შედარებით მშრალ პირობებში.
ჩხიკვისთავა – მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. ჯიში გავრცელებულია გურიის რეგიონში. უხვმოსავლიანია, ოღონდ აუცილებელია მისი დარგვა სხვა ჯიშებთან ერთად ჯვა­რედინი დამტვერვის მიზნით. ნაყოფი სხვა ჯიშებთან შედარებით წვრილია, მისი საშუალო წონაა 1,3-1,5 გ. ნაჭუჭი მუდამ სავსეა გულით. თხი­­ლის ამ ჯიშის გულის გამოსავლიანობა 56%-ია,
ცხიმიანობა – 70%. ბუჩქიდან საშუალოდ იკ­რიფება 2,5 კგ თხილი, 1 ჰა-ზე – 8 ც.
ნემსა – უმთავრესად გავრცელებულია ოზუ­რ­­­გეთის მუნიციპალიტეტში. იკრიფება 10-15 აგვისტოდან, ნაყოფედში 3-4 ნაყოფია; ბუჩ­ქიდან საშუალოდ იკრიფება 3,8 კგ თხილი, 1ჰა-ზე – 11,7 ც. გულის გამოსავლიანობა და­ახლოებით 52%-ია, ცხიმიანობა – 68,5%. ნემსა საუკეთესო სამრეწველო ჯიშია.
ვანის წითელი – საადრეო ჯიში შეირჩა სო­ფელ ზედა ვანში. იკრიფება ივლისის ბო­ლო­დან, ნაყოფედში 2-4 თხილია, ნაყოფის წონაა 2-2,5 გ, ცხიმიანობა 72%. გული ნაჭუჭს მუდამ ავსებს, გამოსავლიანობა 54,5%-ია. ამ ჯიშის თხილის ბუჩქის საშუალო მოსავალი 6კგ-ია. ძვირფასი სამრეწველო ჯიშია, თხილის კულტურის გაშენების მსურველებს ვურჩევთ მის გაშენებას.
ბადემი (სინონიმები: დედოფლისთითა, აკა­კი წერეთლის თხილი) – ლიტერატურული წყა­როების მიხედვით, დიდი ხანია, შემოტანილია თურქეთიდან. გავრცელებულია ყირიმში, აჭა­რასა და აფხაზეთში. ერთეული ბუჩქების, ზოგჯერ პლანტაციის სახითაც გვხვდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიასა და სოფელ შემოქმედში. საადრეო ჯიშია, იკრიფება ივლისის დასაწყისში; ლამაზი, საშუალო სიდიდის ნაყოფის წონა 2,5 გ-მდეა. გული ნაჭუჭს ყოველთვის არ ავსებს, მისი გამოსავლიანობა 52%-ია, ცხიმიანობა 68%. თითოეული ბუჩქიდან იკრიფება 3,2კგ თხილი, 1 ჰა-ზე – 12 ც. ნაკლებად ცნობილი, თუმცა სამრეწველო მნიშვნელობის ჯიშია, რომელიც წარმატებით შეიძლება გაშენდეს, რო­გორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
განჯა-თხილი (სინონიმი: კტნ-69) – აზერბა­იჯანის ადგილობრივი, ხალხური სელექციით გა­­მოყვანილი უხვმოსავლიანი ჯიშია; ერთი ბუჩ­­ქიდან იკრიფება 4,5-5 კგ, 1 ჰა-ზე – 10-12ც. ნა­ყოფი საშუალო სიდიდისაა, გული ნაჭუჭს­ ყო­ველ­თვის ავსებს, ნაყოფის წონაა 2,5 გ, გულის გა­მოსავალი ნაყოფის საერთო წონის 52%-ს შე­­ადგენს, ცხიმიანობა – 67,9%-ს. სამეურნეო ღირ­სებების გამო, სასურველია, გაშენდეს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
ბერძნულა – გავრცელებულია მთელ და­სავლეთ საქართველოში. პირველ მოსავალს იძლევა დარგვიდან სამი წლის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 7-15 წლის ასაკში. ერთ ბუჩქიდან იკრიფება 5-10 კგ თხილი, 1 ჰა-ზე – 26,5 ც. ნაყოფი, რომლის წონაა 2,1-2,5 გ, მთლიანად ავსებს ნაჭუჭს. გულის გამოსავალი ნაყოფის საერთო წონის 49-53%-ს შეადგენს, ცხიმიანობა – 63-67%-ს.
გარდა ზემოჩამოთვლილი ჯიშებისა, სა­ქარ­თველოში მეტ-ნაკლებად გავრცელებულია: გე­რ­­­მა­ნული (10 ჯიში), ინგლისური (10 ჯიში), სა­მ­­ხრე­თ­ევროპული (2 ჯიში), თურქული (3 ჯიში), იტა­­­ლიური, ჩერქეზული და ესპანური თითო-თითო ჯიში, ზოგის წარმოშობა უცნობია. მეტად სა­ინტერესო ჯიშებია:
გერმანული: გულსავსე, დიდისფერული, ლა­ნ­­დ­სბერგის გრძელი, ლუიზა, გუსტავი, კა­დე­ტენი, სიკლერი, ბიუტნერი, ლომ­ბარ­დიუ­ლი წითელი, გოლიათი.
ინგლისური: ნოტინგემური, უების ძვირფასი, მეჯიქ-ბერი, როიალი, კენტის, ბადიუსი, კოსფორდი, ევგენია, გარიბალდი, დავიანა.
თურქული: კუდრიავჩიკი (ტომბული), ფუ­რ­ფულაკი, ბადემი.
აზერბაიჯანული: განჯა-თხილი, ათა-ბაბა, იზი­უმ-შაქარი, აშრაფი, კეერასუნდის მრგვალი, ავე­ტის დალაქიანი, კუტკაშენი.
ეს ჯიშები საქართველოში გხვდება, მაგრამ რამ­დენად ხელმისაწვდომია, ძნელი სათქმელია. ერთი რამ ცხადია – მათი სამრეწველო დანიშ­ნულებით გაშენება ერთობ მიზანშეწო­ნი­ლია.

როგორ იმყნობა კაკალი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

 

სოფლად ინტერნეტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა …

0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ და და ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა მარიამ სულაბერიძემ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

თავის გამოსვლაში, ეკა ყუბუსიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამომავლო პროექტებზე, აგრეთვე ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის ციფრულ ბაზართან ინტეგრაციას.

„ქვეყანაში ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა და ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც მიმართულია ამ გამოწვევის დასაძლევად. ეკონომიკის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს მთელ რიგ პროგრამებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია სოფლად ინტერნეტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ციფრულ ეკოსისტემაში“, – აღნიშნა სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ წარმომადგენლებმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, პროექტის მიმდინარეობისა და მისი განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ. განხილული იქნა კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და სფეროში არსებული სხვადასხვა აქტუალური საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია ევროკავშირისა (EU) და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით (REDI), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს შორის ციფრული განვითარების კუთხით არსებული უთანასწორობის დაძლევის ხელშეწყობას, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ციფრული წიგნიერების ამაღლების გზით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან, პოლონეთის სოლიდარობის ფონდი (SFPL) და ესტონეთის e-Governance Academy (eGA). შეხვედრაზე გაიმართა პროექტის უახლოესი გეგმების, საპილოტე აქტივობებისა და ტექნიკური საჭიროებების მიმოხილვა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, პოლონეთის სოლიდარობის ფონდის – Solidarity Fund PL in Georgia (SFPL), სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით (REDI) პროექტის და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„უნდა მოხდეს მისი სიმპტომური მკურნალობა – მხოლოდ მაღალი სიცხე არ წარმოადგენს ბავშვის კლინიკაში განთავსების წინაპირობას“

0

ბავშვებში სიცხის მართვა

საუბრობს პედიატრი თემურ მიქელაძე „სტუმრად ექიმთან“:

„მნიშვნელოვანია, მკურნალობისას გავითვალისწინოთ ბავშვის ანამნეზი და ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე თუ, რამდენად დამაკმაყოფილებელია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, იღებს თუ არა სითხეს და საკვებს და ა.შ.

ჩემი რეკომენდაციით, უმჯობესია, ბავშვმა სითხე თავისით მიიღოს, ვიდრე გადასხმა გაიკეთოს, ორგანიზმის სითხით შევსება არაინვაზიური მეთოდით უფრო ეფექტურია. ხველაც, სიცხის მსგავსად, ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმი გახლავთ, აღსანიშნავია, რომ ხველა კი არ უნდა დავთრგუნოთ, არამედ უნდა მოხდეს მისი სიმპტომური მკურნალობა.

პაციენტის ჰოსპიტალიზება სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით და დიაგნოსტიკის შედეგად უნდა მოხდეს. ომიკრონისთვის პირველი ორი დღე მაღალი ცხელება დამახასიათებელია, 24 საათის შემდეგ კი იწყება ტემპერატურის კლება. თუ მაღალი ცხელება არ ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებას, დღის განმავლობაში შეგიძლიათ წამლის გაორმაგებული დოზა გამოიყენოთ“.

არასტანდარტულ ვაშლს სახელმწიფო წელსაც დაასუბსიდირებს

0
5 მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ დღეში ერთი ვაშლი - სასარგებლო თვისებები
#image_title

სპირტის წარმოების მიზნით, ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს წელსაც შეისყიდიან. არასტანდარტულ ვაშლს სახელმწიფო წელსაც დაასუბსიდირებს

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში, პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს, წელსაც ძალაში იქნება.

2023 წელს სუბსიდიის მოცულობა 2.1 მლნ ლარი იყო, და სოფლის განვითარების სააგენტომ თითო კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდია გასცა. 2024 წელს სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს სუბსიდირების პროგრამას, რომელიც გლეხების და აგრო საწარმოების გაწვდილი დახმარების მთავარი მიზანია.

სამინისტროში ამბობენ, რომ მუშაობა მიმდინარეობს და ბიუჯეტის სრული მოცულობა და სხვა დეტალები აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ სუბსიდირების პროგრამაა, რომლის მიზანია  გლეხებს ფინანსური დახმარება გაუწიოს მოსავლის რეალიზაციის პროცესში.

სპირტის წარმოების მიზნით ყურძნის შეძენა ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარების და გააზრდის საშუალებას.

გასული წლების გამოცდილების მიხედვით, სახელმწიფო გაწვდავს სუბსიდიას არასტანდარტული ვაშლის შეძენაზე, რაც გლეხების მიერ მოსავლის მაქსიმალურ რეალიზაციასა და დანაკარგების შემცირებაში ეხმარება.

უნაბი – გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს

0
xr:d:DAGB0EEP1sk:47,j:7798406982317753013,t:24040813

უნაბი 9 მ-მდე სიმაღლის ეკლიანი ხეა. გვარში (ეკუთვნის ხეჭრელასებრთა ოჯახს) 50-მდე სახეობაა, რომლებიც გვხვდება დედამიწის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში.
მრგვალი ან ოვალური ფორმის, ტკბილი კურ­კიანი ნაყოფი მოწითალო-ყავისფერია. რბილობი შეიცავს 40%-მდე შაქრებს, 5% პროტეინს, 1,5%-ზე მეტ ქარვისა და ვაშლის მჟავებს, 5,5% პექტინოვან ნივთიერებას, 2%-ზე მეტ ფისებს და 1,2% მთრიმლავ ნივთიერებას. ნაყოფი მდიდარია C და PP ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებ­ლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის. იჭმება როგორც ახალმოკრეფილი, ისე გამშრალი, დაკონსერვებული. გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში. ძალიან წააგავს ინდისხურმას (ფინიკს). შაქრის სიროფში მოხარშული უნაბის ნაყოფი ძნელი გასარჩევია ფინიკისგან. გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს.
ხის ქერქი საუკეთესოა ტყავის წარმოებაში, როგორც მთრიმლავი და საღებავი

ნ­ივთიერების შემცველი, ხოლო მკვრივი მოწითალო-მორუხო მერქანი იხმარება სახა­რატო საქმეში.
შესანიშნავი კულტურაა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოსთვის. ისხამს ხვავრიელად, არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას და სასურველია ყო­ველმა მეურნემ დარგოს თავის ნაკვეთში 1-2 ძირი მაინც. მრავლდება კურკით, ამონაყარითა და კალმით. კურკაზე ამოსული ხის ნაყოფი წვრილია, თუმცა არც მისი მყნობაა დიდი პრობლემა. იმყნობა ისე, როგორც ყველა სხვა მერქნიანი კულტურა.

ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები – მკვლევართა უმეტესობა ზღმარტლის სამშობლოდ…

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ

0

ივლისი

თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივ­ლისშიც ბევრი სამუშაოა. ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ. თუ ნარგავი ძალიან გახშირებულია, შეათხელეთ და ახალ ადგილზე გა­დარგეთ.
ბაღში ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე კვირტით მყნობის დროა. იმ დღეს, როცა მყნობას და­აპირებთ, თქვენთვის სასურველი ჯი­შის მსხმოიარე ხიდან ააჭე­რით წლე­ვანდელი, ოღონდ კარგად გამერქნებული ყლორტი. წააჭერით თავსა და ბოლოში ორი მუხლის სიგრძე და გადაყარეთ. რაც დაგ­რჩებათ, ის გახლავთ საუკეთესო სანამყენე კვირტები. წააჭერით ყველა ფოთოლი და დატო­ვეთ მხო­ლოდ ფოთლის ყუნწები, ჩა­ალაგეთ ყლორტები წყლიან ჭურჭელში ბოლოებით ქვემოთ ისე, რომ ჩაყოფილი ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუხლის ზომაზე. მიიტანეთ ამ მდგომა­რეობაში ყლორტები დასამყნობად შერჩეულ საძირე ხემდე. საძირის ტოტების ზედა ნაწილში სამყნობი და­ნით, რომელსაც საპირისპირო მხა­რეს აქვს სპეციალური პლასტმასის ბრტყელი, წამახვილებული ფორმის ფირფიტა, გააკეთეთ ასო თ-ს მაგვარი ჭრილი, რომლის ზომებიც უნდა იყოს: ვერტიკალურად – 3-4 სმ, ჰორიზონტალურად – 1,5 სმ. დანის სპეციალური ფირფიტით (ან წამახვილებული ჯოხით) გახსენით კვირტის ჩასასმელი ადგილი, ამოიღეთ ყლორტი წყლიდან, აათალეთ კალმიდან კვირტი თავის ყუნწიანად ისე, რომ კვირტის ზემოთ დარჩეს არა უმეტეს 0,5სმ-ისა, ხოლო ქვემოთ – 1,5 სმ. ჩასვით კვირტი ფაქიზად და შ­ემოუჭირეთ საიზოლაციო ლენტი. სახვევი მოახვიეთ ზემოდან ისე, რომ კვირტი ჩანდეს, დანარჩენი ნაწილი კი კარგად იყოს შეკრული. 2 კვირის შემდეგ შეამოწმეთ ნამყენი. თუ ფოთლის ყუნწი ხელის ოდნავი შეხებით მოძვრება, ე.ი. კვირტი შეხორცებულია.

წაიკითხეთ სრულა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს ახალ ბინას, მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა და დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება“

0

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დასრულება. 600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს 600 ახალ ბინას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი იმის გამოხატულება, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების, ხალხის, ადამიანების მიმართ.

„მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, მათ შორის არის 800 ბავშვი, ამას ცალკე მინდა ხაზი გავუსვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მე ვიტყოდი, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი იმის გამოხატულება, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების, ხალხის, ადამიანების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენ, ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება. 600 ოჯახს მოგილოცავთ დღევანდელ დღეს.

რა თქმა უნდა, ამით არ სრულდება ეს პროექტი, დაგეგმილია კიდევ 1000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება ბინებით და ეს პროექტიც გაგრძელდება უახლოეს მომავალში. უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ოჯახი შესაბამისი საცხოვრებელი სივრცით, რაზეც უკვე დაწყებული აქვს მუშაობა მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა, ამ წუთებში ბინებს ოჯახებს გადასცემენ. ახალ საცხოვრებელ ბინას პირველ ეტაპზე 582 ოჯახი მიიღებს.

ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა მიმართეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პროექტი გაგრძელდება და დაგეგმილია კიდევ 1000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ხალხური რეწვა აჭარაში“ – ბათუმში კიდევ ერთი საინტერესო წიგნის მომზადება მიმდინარეობს

0
xr:d:DAGBhznMY_s:42,j:5888880433950390835,t:24040513

„ხალხური რეწვა აჭარაში“ ამ სახელწოდებით ბათუმში ახალი სახელმძღვანელოს მომზადება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახალ სახელმძღვანელოს რეგიონში არსებული და მივიწყებული რეწვის დარგების პოპულარიზაციის მიზნით ამზადებს. წიგნის მოსამზადებლად აჭარაში მივიწყებული დარგების კვლევა-შესწავლა განხორციელდა, მასალა დასურათდა და გზამკვლევში გაერთიანდა. მასში ვრცელი თავები ეთმობა ფეიქრობასმეთუნეობას, ხალხურ მეტალურგიას, ხითხურობასქვითხურობასა და ქართულ ხალხურ დეკორს. წიგნის ბეჭდვა მაისის ბოლომდე იგეგმება.

„ხალხური რეწვა აჭარაში“ რიგით მეხუთე წიგნია, რაც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოამზადა. წიგნებს შორისაა „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“ და „ხალხური თამაშობები აჭარაში“. აღნიშნული წიგნების ელექტრონული ვერსიების ნახვა დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ვებგვერდზე https://visitajara.com/ka -ზე შეუძლიათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტოები: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

წაიკითხეთ – აღტაცებული და გაოცებული ტურისტი რას წერს სოფელ ხცისში მცხოვრებ ოჯახზე

0
წაიკითხეთ - აღტაცებული და გაოცებული ტურისტი რას წერს სოფელ ხცისში მცხოვრებ ოჯახზე
#image_title

წაიკითხეთ – აღტაცებული და გაოცებული ტურისტი რას წერს სოფელ ხცისში მცხოვრებ ოჯახზე

სტუმარმასპინძლობა რომ უძველესი ქართული ტრადიციაა, უკვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვისაა ცნობილი. საქართველო ხომ ღვინისა და სტუმარ-მასპინძლობის ქვეყანაა.
რა სჯობს – „მასპინძელოს” დაძახილზე გამოგებებულ „მობრძანდი”-ს, ნაცნობ-უცნობის უანგაროდ და უყოყმანოდ შემფარებელ ადამიანს.

ქართველი ადამიანი ყველა სტუმარში ღმერთს ხედავს და რა გასაკვირია, რომ ყველაფერი საუკეთესოც მისთვის ემეტებოდეს.

სწორედ ასეთი სტუმარ-მასპინძლობის, ძალიან თბილი, ბუნებრივი, სტუმართმოყვარე, კეთილი ოჯახის შესახებ გიამბობთ, სწორედ ისეთი, ყველა სტუმარში ღმერთს რომ ხედავს.

გთავაზობთ სარას მიერ გადაღებულ ფოტოებსაც.

ტურისტმა სარამ საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, ველოსიპედით ტურისტულ ზონებში მოგზაურობის შემდეგ, წვიმიან დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ ხცისს მიაღწია. ყველა სახლი შემოღობილი იყო. ერთი ეზოდან ორი ქალის საუბარი გაიგონა.

დაიყვირა, –  გამარჯობა! გამარჯობა!
ერთი ქალბატონი აივნის კიბეზე ავიდა, როცა დაინახა, კარი გაუღეს.
მედეას ქმარი, მევლუდი ლომიძე სახლიდან გამოვიდა და სახლში შეიპატიჟეს.
სარამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა.
სარა წერს, რომ ეს იყო ნამდვილი, კეთილი სტუმართმოყვარეობა.
გაშალეს სუფრა, მედეამ სახელდახელოდ გამოაცხო ხაჭაპური, მიიტანეს ნაირ-ნაირი საჭმელი…
 
WARM WELCOME
„საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ველოსიპედით ტურისტულ ზონებში სიარულის შემდეგ, წვიმიან დღეს პატარა სოფელს, ხცისს მივაღწიე. ყველა სახლი შემოღობილი იყო. გავიგონე, ორი ქალი (მედეა და ლალი) ერთმანეთს ელაპარაკებოდა, მაგრამ ვერ დავინახე ისინი.
– “Gamarjoba! Gamarjoba! ” დავიყვირე (გამარჯობა! გამარჯობა! ). მომენტს დაველოდე.
ერთი ქალბატონი კიბეზე ავიდა და დამინახა, მერე კარებიდან გამოვიდნენ, მკითხეს, რა მჭირდებოდა. მათი გამომეტყველების და ერთმანეთთან საუბრის მანერით, მივხვდი, რომ დამეხმარებოდნენ. ქმარი, მავლადი (ესპანელი ტურისტი მევლუდის თავისებურად მავლადით იხსენიებს) სახლიდან გამოვიდა და მაშინვე თქვა – “მოდი, მოდი! ” (მოდი, მოდი! ).
და ასე შევხვდით!
როგორც კი მიმიღეს, სუფრა გაშალეს, მოიტანეს ნაირ-ნაირი საჭმელი, მათი დამზადებული წვენი და ღვინო. მედეამ უგემრიელესი ხაჭაპური გამოაცხო.
მედეამ და მავლადიმ დაურეკეს მეგობრებსა და მათ ქალიშვილს, ჩვენი შეხვედრის შესახებ უამბეს, რომ ესპანეთიდან ჰყავდათ სტუმარი. ვიდეო ზარიც მქონდა ესპანეთში მცხოვრებ მათ ქართველ მეგობართან.
მედეა ძალიან მხიარული ქალბატონია. მეკითხებოდა ყველაფრის შესახებ. მკითხა, იმ საჭმელების სახელები ესპანურად, რაც მაგიდაზე იყო. აინტერესებდა, როგორ ჟღერდა ეს.
(მათ ვუკავშირდები ხოლმე. მოგვიანებით ვკითხე, ახსოვდა თუ არა. უმეტესობა დაავიწყდა, როგორც მე დამავიწყდა ქართული სახელები…)
*****
🙂ეს იყო ნამდვილი, კეთილი სტუმართმოყვარეობა, რომელიც მომენატრა. მადლობა მედეა, მავლადი ლომიძეებს და ლალის“.
ლალი ქაფიანიძე მათი ნათესავია. მის მეუღლეს სოსო ქაფიანიძეს ფუტკრის სკები აქვს.
აქვთ ნატურალური თაფლი.“🙂
A WARM WELCOME
As soon as they received me, they started bringing all sorts of food to the table, as well as homemade juice and wine.
Medea and Mavladi called their friends and their daughter to tell them about our encounter, and to tell them they had a guest from Spain. I also had a video call with their Georgian friend who lived in Spain.
Medea was so funny, she always asked about the Spanish names of everything that was on the table. She was curious about it, she was curious about how it sounded. Later on, I tested her to see if she remembered. She forgot most of it (as I forgot the Georgian names…).
*****
After quite some time cycling through touristy areas, it was about time to cross small villages again. It was a rainy day. I reached a small village, Khtsisi. All houses were fenced. I heard two women talking to each other but I couldn’t see them.
“Gamarjoba! Gamarjoba!” I shouted (Hello! Hello!). I waited for a moment.
Medea climbed the stairs and saw me, then they came out from the door to see what I needed. Because of their expression and the way they talked to each other, I knew they were going to help me. The husband, Mavladi came out of the house and said right away “Modi, modi!” (come, come!).
And this is how we met 🙂
That was the genuine, kind hospitality I missed. Thank you Medea, Mavladi, and Lali