პიტნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მრავალფუნქციური მცენარე.
პიტნას სხვადასხვა თვისებები აქვს.
რომ დალევ, ენერგიას გმატებს. პიტნის ზოგი სახეობა გამშვიდებს, თუმცა არ გაძინებს. „ბარამბო“ კი ამშვიდებს, აძინებს…
„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ შინდისში, ფიზიკური პირი ბაადური მეზურნიშვილის კუთვნილ ობიექტზე, გამოავლინეს ცხოველთა არალეგალური სასაკლაო.
კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სანიტარული-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა ცხოველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით. შემოწმების პროცესში გამოვლინდა 600 კგ-მდე საქონლისა და 200 კგ-მდე ცხვრის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი.
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება – ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას განაგრძობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რძე – 500 მლ/ლ
შაქარი – 500 გრამი
არაჟანი – 2 ს/კ
მარილი – 1 ჩ/კ
მშრალი საფუარი – 2 ს.კ
დაფქული ილი(კარდამონი) – 1 ს/კ
დაფქული კოჭა – 1⁄4 ს/კ
ზეთი – 160 გრ
თუ გინდათ, რომ ქიშმიში თანაბრად იყოს პასკაში განაწილებული, სანამ ცომს დაუმატებთ, გარეცხეთ, გაამშრალეთ და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ.
რას უკავშირდება სააღდგომო პასკის ტრადიცია?
გადმოცემის თანახმად, აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე თავის მოწაფეებს სწორედ მათი ტრაპეზის დროს გამოეცხადა. მოციქულებს მაცხოვრისთვის განკუთვნილი ცენტრალური ადგილი გამზადებული ჰქონდათ, მაგიდის შუაგულში კი მისთვის პური იდო. სწორედ ამ ბიბლიურ მოვლენასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში წარმოიქმნა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტაძარში, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ პურს (ბერძნულად „არტოსი“). ამ ფორმით მორწმუნეები მოციქულებთან ქრისტეს ტრაპეზს იხსენებდნენ. მთელი ბრწყინვალე შვიდეულის (აღდგომის მომდევნო კვირა) განმავლობაში ტაძრებში აღსავლის კარი ღიაა და სწორედ მის წინ დევს არტოსი. შაბათის ლოცვის დასრულების შემდეგ კი ის მორწმუნეებს ურიგდება.
დროთა განმავლობაში ყველა ქრისტიანულ ოჯახში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის სააღდგომო პურის მომზადება თავად დაიწყეს.
ბიბლიაში ნახსენებია თუ არა პასკა?
რა თქმა უნდა, ბიბლიაში სააღდგომო პასკაზე საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. ამის მიზეზი მარტივია – პასკა არის მე-19 საუკუნის კულინარიული გამოგონება. ბიბლიაში სააღდგომო პურის სახით მოიხსენიება ებრაული უსაფუარო ხმიადი.
და პასკის წინამორბედი რა იყო?
სააღდგომო პასკის წინამორბედი იყო ბერძნული არტოსი. ეს არის საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელსაც ჯვრის ან ქრისტეს აღდგომის გამოსახულება აქვს.
პასკა რა არის?
კანონიკური არტოსისგან განსხვავებით, პასკა არის სახლის პირობებში დამზადებული სააღდგომო პური, რომელსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის აცხობენ.
თუმცა არტოსისთვის კანონიკური სააღდგომო პურის დარქმევაც რთულია, რადგან იესო ქრისტე მოციქულებთან ტრაპეზის დროს მიირთმევდა არა არტოსს და მით უფრო პასკას, არამედ ჩვეულებრივ ებრაულ ხმიადს. შესაბამისად, ბიბლიაში არ არის ნახსენები არც არტოსი და მითუმეტეს არც პასკა. ორივე მათგანი სააღდგომო პურისა და თანამედროვე ყოფის ადაპტირებული ვერსიაა.
თანამედროვე ფორმა სააღდგომო პასკამ მხოლოდ და მხოლოდ მე-19 საუკუნეში მიიღო. ეს ყველაფერი კი პოლონეთის მეფე სტანისლავ ლეშინსკის, უფრო კონკრეტულად კი მისი მზარეულის დამსახურებაა. სწორედ ამ უკანასკნელმა მისცა სააღდგომო პურს ეს ფორმა. სიმბოლურად პასკა აღნიშნავს გოლგოთას, მთას, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.
ვიდეოში გივიკო თავის უსაყვარლეს ბებიასთან ერთად არის გადაღებული. ის ბებიას სიყვარულით სავსე სიტყვებით მიმართავს:
„2-ში გახდები 81 წლის. ასე უნდა ვიყოთ დიდხანს ჩემო ნათელა“, – ეუბნება გივიკო უსაყვარლეს ბებიას.
„მიყვარხარ ძალიან“, – პასუხობს ნათელა ბებია შვილიშვილს.
რისი ამოქმედება მოხდება საქართველოში 2025 წლის 1-ლი აპრილიდან.
2025 წლის 1 აპრილიდან, საქართველოში სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება
2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია. რაც გულისხმობს, რომ ყველა სიგარეტის კოლოფი ერთნაირი, სადა შეფუთვის უნდა იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიებს გარდამავალი პერიოდი მიეცათ და დახლებზე განთავსებული პროდუქციის ამოყიდვის უფლება ჰქონდათ 2025 წლის 1-ელ აპრილამდე.
უკვე მომდევნო თვიდან კი, ნებისმიერი სიგარეტის შეფუთვა იქნება ერთნაირი. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
2025 წლის 1-ლი აპრილიდან პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება.
1-ლი აპრილიდან ამოქმედდება ჯარიმები პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე. უფრო კონკრეტულად, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს უფლება გამოიწვევს ამ პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. გარდა ამისა, პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2025 წლის 1-ლი აპრილიდან არასრულწლოვნის მიერ „112“-ის არამიზნობრივ გამოყენებაზე ჯარიმა ამოქმედდება
2025 წლის 1-ლი აპრილიდან მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდება. მათ შორის ჯარიმა იქნება გამოყენებული, არასრულწლოვნის მიერ „112“-ს არამიზნობრივ გამოყენებაზეც.
უფრო კონკრეტულად, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება: არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველისადმი არასათანადო, სასტიკი მოპყრობით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ვანდალიზმის ჩადენით, ალკოჰოლიანი სასმლის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, „112“-ის – არამიზნობრივი გამოყენებით, აგრეთვე მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ან მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.
2025 წლის 1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია განხორციელდება
საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ლი აპრილიდან განხორციელდება. ცნობისთვის, პარლამენტმა საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის ინიციატივას მხარი 20 თებერვალს დაუჭირა. ლიკვიდაციის შემდეგ, ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.
აპრილიდან საქართველოდან რამდენიმე ავიაკომპანიაც იწყებს ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით
საქართველოდან რამდენიმე ავიაკომპანიაც იწყებს ფრენებს. კერძოდ, 9 აპრილიდან იწყებს საქართველოდან პირდაპირ ფრენებს ფრანგული ავიაკომპანია Transavia France. პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კომპანია კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. 12 აპრილიდან შემოდის ბაზარზე შვეიცარიული Edelweiss-ი. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს თბილისიდან ციურიხის მიმართულებით შეასრულებს. ამ ეტაპისთვის, ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება. 1-ლი აპრილიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებს easyJet UK ლონდონი-თბილისი-ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს; ასევე 1-ლი აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით დაიწყებს ფრენებს easyJet Europe Airline GmbH მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე. ამასთან, 29 აპრილიდან აღდგენა ფრენები ქუთაისი-მადრიდის მიმართულებითაც. კერძოდ, Wizz Air ქუთაისი-მადრიდი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. ცნობისთვის, ამ მიმართულებაზე რეისები „ვიზეარმა“ 2024 წლის მარტიდან გააუქმა.
მარიამი სტამბოლში დედასთან და ახლობლებთან ერთად გაემგზავრა.
უნიკალური ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, დედამ “კურიერი P.S.-თან” ის ემოციები გაიხსენა, როცა საოპერაციო ოთახიდან გამოყვანილი შვილი დაინახა.
ჯანმრთელობის პრობლემები მარიამს 6 წლის ასაკში დაეწყო, როცა, მოულოდნელად, ყბის განვითარება შეფერხდა. მდგომარეობა დროდადრო იმდენად გართულდა, რომ მას ბოლო წლებში საკვების მიღებაც კი უჭირდა. მარიამს 4 დედმამიშვილი ჰყავს. მამა რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა. ოჯახში რთულ ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას მისი ჯანმრთელობის პრობლემებიც ამძიმებდა.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ერთხელაც ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ დაწერა. მისი ფოტო მედეა იობაშვილმა, რომელიც სტამბოლის კლინიკაში თარჯიმნად მუშაობს, შემთხვევით ნახა და თურქ ექიმს დაუკავშირდა. მარიამის დასახმარებლად, ყველა გაერთიანდა და საჭირო თანხაც მალე შეგროვდა.
ოპერაცია, ალთან ვაროლიმ ჩაატარა. ქირურგმა, რომელმაც საკუთარ ჰონორარზეც უარი თქვა. თურქი ექიმი “კურიერი P.S.-ს” უყვება, რომ 7-საათიანი ოპერაცია იყო რთული, რადგან საოპერაციო ოთახში ნებისმიერი ტიპის გართულების რისკს ხედავდა.
ანაზღაურებაზე უარის თქმის შემდეგ, ალთან ვაროლიმ ქართველების დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ეს ამბავი ახარებს თავადაც. ექიმს რთული ოპერაციის შემდეგ მარიამისთვის აქვს განსაკუთრებული სურვილებიც.
ამ ოპერაციამ, ალთან ვაროლი საქართველოში არანაკლებ პოპულარული გახადა.
დაიბადა ბულგარეთში, მოგვიანებით კი თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად. 2021 წლიდან მუშაობს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის, პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებების და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ალთან ვაროლიმ მარიამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ სოციალურ ქსელებშიც გააზიარა და ფოტოები გამოაქვეყნა.
მარიამს უნდა, რომ სტომატოლოგი გახდეს და ადამიანებს თვითონაც დაეხმაროს. უყვარს კითხვა და სწავლის გაგრძელებასაც აპირებს. ბაუ ბაჰჩეშეჰირ უნივერსიტეტის დირექტორს, ჰიკმეთ ილდიმირს სურვილი აქვს, მარიამის სწავლის სრულად დააფინანსოს. მოინახულა კლინიკაშიც და საჩუქრებიც მიუტანა.
სარკე, რომელსაც ერთ დროს გაურბოდა, ახლა მარიამის ყოველდღიურობად იქცა.
კლინიკიდან გაწერეს და ახლა უკვე რეაბილიტაციის კურსს გადის. რთული ოპერაციის შემდეგ, საუბარსაც ახერხებს და დროდადრო ცეკვასაც.
ვრცლად ↓
ასე რომ, სწორედ დროა შეუდგეთ სამზადისს.
აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე ლამაზი ჯეჯილი რომ ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.
ხორბლის მარცვალი სწრაფად რომ გაღივდეს და კარგად გაიზარდოს, დათესვამდე გარეცხეთ, ოდნავ შემთბარი წყალი დაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ.
დილით წყალი გადაღვარეთ, ხორბალი გარეცხეთ, მოათავსეთ მინის ქილაში. ქილას თავი დააფარეთ და ხორბალი 24 საათის განმავლობაში დატოვეთ. მომდევნო დღეს ქილიდან ამოიღეთ და წყალი გადაავლეთ.
ლანგარზე (ან ნებისმიერ ჭურჭელზე, რომელზეც გვსურს ჯეჯილის გაზრდა) 2-3 სანტიმეტრის სისქეზე ჩააფინეთ ბამბა ან ჩაყარეთ სუფთა მიწა.
„ნიადაგი“ თბილი წყლით დანამეთ და ზემოდან, 1 სანტიმეტრის სისქეზე, ხორბალი მოაბნიეთ. დილა-საღამოს წყლით დანამეთ.
მოათავსეთ თქვენი ჯეჯილი ისეთ ადგილას,სადაც მზე გაანებივრებს თბილი სხივებით.
იგი გამოირჩევა როგორც საკვები ღირებულებით, ასევე იმით, რომ სხვა სოკოებისგან განსხვავებით, მისი შხამიან სახეობებთან არევა შედარებით ნაკლებად სავარაუდოა, რაც მას ფართო მოხმარებისთვის უფრო უსაფრთხო პროდუქტად აქცევს.
კალმახა (Pleurotus ostreatus) წარმოადგენს საკვებად ვარგის სოკოს, რომელიც ბუნებრივ პირობებში იზრდება ფოთლოვანი ხეების ლპობად მერქანზე, როგორიცაა წიფელი, თელა და ვერხვი. იგი, როგორც წესი, გვხვდება ჯგუფებად და მისი შეგროვება შესაძლებელია გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით.
აღნიშნული სოკო ფართოდ გამოიყენება როგორც ოჯახურ მოხმარებაში, ისე კომერციულ წარმოებაში. მისი გაშენება შესაძლებელია ხელოვნურ პირობებშიც, რაც ზრდის მის ხელმისაწვდომობას და ეკონომიკურ მნიშვნელობას.
კალმახას პოპულარობის ზრდა დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან. პირველ რიგში, ის მიეკუთვნება დაბალკალორიულ საკვებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე კვებითი ტენდენციების ფონზე. მეორე მხრივ, იგი შეიცავს ვიტამინებს, ამინომჟავებსა და მინერალურ ნივთიერებებს, რაც განაპირობებს მის კვებით ღირებულებას.
სოკოს წარმოება საქართველოში ასევე განიხილება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მიმართულება. მისი მოყვანა არ საჭიროებს რთულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, რაც ხელს უწყობს მისი გავრცელებას რეგიონებში.
კალმახას გაშენება შესაძლებელია ორი ძირითადი მეთოდით: პოლიეთილენის პაკეტებში და ხის მერქანზე.
პოლიეთილენის პაკეტებში მოყვანის შემთხვევაში გამოიყენება სუბსტრატი, რომელიც შეიძლება შედგებოდეს ნამჯის, ჩალის, ნახერხის ან სხვა მცენარეული ნარჩენებისგან. სუბსტრატი წინასწარ ექვემდებარება თერმულ დამუშავებას ბაქტერიებისა და ობის გასანადგურებლად. ამის შემდეგ მასში თავსდება მიცელიუმი, რომელიც წარმოადგენს სოკოს „თესლს“.
ოპტიმალური ტემპერატურა სოკოს ზრდისთვის მერყეობს 15-დან 25 გრადუს ცელსიუსამდე. ასეთ პირობებში პირველი მოსავალი შესაძლებელია რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში, ხოლო ერთი პაკეტიდან საშუალოდ 2–4 კილოგრამი სოკოს მიღებაა შესაძლებელი.
მეორე მეთოდი გულისხმობს სოკოს გამრავლებას ხის ნაპობებზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება ფოთლოვანი ხის მორები, რომლებზეც თავსდება მიცელიუმი. შესაბამისი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში სოკოს განვითარება იწყება რამდენიმე თვის შემდეგ. ერთი მორისგან შესაძლებელია საშუალოდ 10–12 კილოგრამი სოკოს მიღება, ხოლო ნაყოფიერების პერიოდი რამდენიმე წლამდე გრძელდება.
კალმახა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ კულტივირებადი სოკოა მსოფლიოში. მისი წარმოება აქტიურად მიმდინარეობს ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სოკოს წარმოება ხშირად გამოიყენება აგრარული ნარჩენების გადამუშავების ეფექტიან მეთოდად, რადგან იგი იზრდება მცენარეულ ნარჩენებზე და ხელს უწყობს რესურსების რაციონალურ გამოყენებას.
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ კალმახას წარმოება შეიძლება იყოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ნაწილი, განსაკუთრებით მცირე მეურნეობებისთვის, სადაც მინიმალური ინვესტიციით შესაძლებელია სტაბილური პროდუქციის მიღება.
საქართველოში კალმახას წარმოება ეტაპობრივად ვითარდება. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მზარდია, რაც ქმნის შესაძლებლობას მცირე მეწარმეებისთვის. ამასთან, სოკოს წარმოება განსაკუთრებით აქტუალურია სოფლის რეგიონებში, სადაც ხელმისაწვდომია შესაბამისი ნედლეული.
ინფორმაციის გავრცელებასა და ცნობიერების ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საინფორმაციო პლატფორმა https://www.sheniambebi.ge, სადაც მსგავსი პრაქტიკული თემები ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ფორმით განიხილება.
კალმახა სოკო წარმოადგენს პროდუქტს, რომელიც აერთიანებს კვებით ღირებულებასა და ეკონომიკურ პოტენციალს. მისი მოყვანის ტექნოლოგიები შედარებით მარტივია და ადაპტირებადია როგორც მცირე, ისე საშუალო მასშტაბის წარმოებისთვის. არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ შესაბამისი პირობების დაცვით შესაძლებელია სტაბილური და მრავალწლიანი მოსავლის მიღება, რაც მას პერსპექტიულ მიმართულებად აქცევს აგრარული სექტორის განვითარებისთვის.