ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

„ქელეხზე ჩვენს წინაპრებს მენიუც სხვა ჰქონდათ და ლექსიკაც იყო გაწერილი“

0
რიტუალური ქართული გასტრონომია
„ქელეხზე ჩვენს წინაპრებს მენიუც სხვა ჰქონდათ და ლექსიკაც იყო გაწერილი“
დალი ცატავა – გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი.
„ჩვენი სუფრის ფილოსოფიის სიმდიდრე არის მისი დიფერენცირებული ხასიათი.
ქელეხზე, ჩვენს წინაპრებს მენიუც სხვა ქონდათ. ლექსიკა იყო გაწერილი.
სიტყვა „თამადას“ და „ტოლუმბას“ ვერ გაიგონებდი იმიტომ, რომ მას ერქვა “სუფრის ხელმძღვანელი“.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სახიფათო მეორადი ტანსაცმელი – როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან

0
xr:d:DAGCd9ubXew:12,j:5553363272832789436,t:24041509

მეორადი ტანსაცმელი მსოფლიოში სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება, ამ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება. შესაბამისად, მზარდია იმპორტიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს თებერვალში საქართველოში 3,078 მლნ აშშ დოლარის მეორადი მოხმარების ტანსაცმელი შემოვიდა, რაც 38%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის თებერვალში საქონლის იმპორტმა 2,236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 6,2 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 40,745 მლნ აშშ დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, 2022 წელს 34,513 მლნ აშშ დოლარის.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობის და მოხმარების ზრდა ცუდი არ არის, თუმცა კონტროლი აუცილებელია, რაც ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. მით უფრო, რომ მეორადი ტანსაცმელი დამუშავებისა და შენახვის პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს.

როგორც დერმატოლოგმა ნინო ორახელაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში “თქვენი დრო“ განმარტა, თუ ტანსაცმელს სპეციფიკური სუნი აქვს, ესე იგი, შესაბამისი ხსნარით დამუშავებულია, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან შესაძლოა, ამის შემდეგ შენახვის პირობები დაირღვა და მისი მოხმარება მაინც საშიში იყოს.

„დამუშავებულიც რომ იყოს, ისიც გასარკვევია, რა პირობებში ინახებოდა, სანამ წამოვიდა. შეიძლება დაამუშავეს, მაგრამ იყო ნესტში, სადაც არ ნიავდებოდა, რაც „კარგი წყაროა“ ობის სოკოს განვითარებისთვის და მტვრის ტკიპასთვის. ამ შემთხვევაში, შეიძლება, კანის ქავილი დაიწყოს, უკვე არსებული დაავადებები გაამწვავოს, კანზე ალერგიული რეაქცია წამოვიდეს. მეორეს მხრივ, თუ დამუშავებულია, შეიძლება თვითონ ამ ქიმიურმა საშუალებებმა ალერგიული რეაქცია მოგცეთ“,- აღნიშნა ნინო ორახელაშვილმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, დერმატოლოგი ამბობს, რომ აუცილებელია ტანსაცმლის 60-70 გრადუსში გარეცხვა, ასევე, ორთქლით დამუშავება.

„არის ქსოვილები, რომელიც ასეთ ტემპერატურაზე ვერ გაირეცხება, მაგალითად, აბრეშუმი, ამიტომ ორთქლით უნდა დამუშავდეს. უთოებს აქვს ახლა ეგ ფუნქცია და აუცილებლად უნდა მოხდეს დამუშავება. ფეხსაცმელშიც, არის სადეზინფექციო საშუალებები, რომლის შესხურებაც ხდება და შემდეგ დახურულ პარკში შენახვა.

თუ ატყობენ, რომ კანი გაღიზიანდა, ან უცაბედად ქავილი დაიწყო, ეს შეიძლება მუნი იყო, ან კანის გაღიზიანება, აღარ გამოიყენონ ეს ტანსაცმელი და მიმართონ დერმატოლოგს“,- განაცხადა ნინო ორახელაშვილმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა

0

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.

თითქმის საუკუნის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღი კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო, სადაც ბოტანიკის მიმართულებით კვლევას აწარმოებდა.

მოეწყო შესაბამისი ლაბორატორიები და სასწავლო კაბინეტები. ამ დროს აიგო მერქნიან მცენარეთა ორანჟერეა, გაკეთდა ტერასები, გაიყვანეს სარწყავი სისტემა. ამავე პერიოდში ააშენეს ხიდი ჩანჩქერის თავზე. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, მდინარე წავკისის წყალი ჩანჩქერთა კასკადს ქმნის. მათგან ყველაზე შთამბეჭდავი 26 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერია, რომელიც ბაღის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

ბოტანიკურ ბაღში საქართველოსა და მსოფლიო ფლორის 4000-მდე ნაირსახეობაა წარმოდგენილი.

ბაღის საუცხოო კოლექციები, ლანდშაფტი, ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ეკოლოგიურად სუფთა გარემო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორებზე.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მას ურბანულ გარემოში იყენებდეს.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.

რა უნდა გავაკეთოთ თუ მეზობელი ხმაურობს, არ გვაძინებს და მასთან შეთანხმება ვერ შედგა

0
xr:d:DAGBhznMY_s:23,j:6331359086197333718,t:24040511

რა უნდა გავაკეთოთ თუ მეზობელი ხმაურობს, არ გვაძინებს და მასთან შეთანხმება ვერ შედგა – ასეთ შემთხვევებისთვის, არსებობს ხმის რეგულირების სტანდარტი, რომელსაც სამეზობლო ურთიერთობების სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტებას თბილისის მასშტაბით დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები აკონტროლებენ. მათ მოვალეობაში ადგილზე გასვლა და სიტუაციის შემოწმება შედის.

სამეზობლო ურთიერთობებს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს და თუ ადამიანი ვერ ახერხებს მეზობელთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარებას, იძულებული ხდება კანონს მიმართოს.

ინფორმაციის მიმწოდებლები ძირითადად არიან მოქალაქეები, რომლებიც ამავე სამსახურს ცხელი ხაზის ან Facebook-ის ოფიციალური გვერდის მეშვეობით უკავშირდებიან. ხმაურის ნორმის გადაჭარბებაზე მუნიციპალიტეტში ოფიციალური განცხადებებიც შედის.

ე.წ. ხმაურის კანონი, რომლის მიხედვითაც დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა, 2017 წლიდან ამოქმედდა. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღისა (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.

ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. სავაჭრო ობიექტებში — 55 დეციბელი, სამედიცინო დაწესებულებებში — 40, ხოლო სასწავლო დაწესებულებებში — 35 დეციბელი.

თუ ჩათვლით, რომ მეზობელმა ხმაურის დაშვებულ ნორმას გადააჭარბა და ის თქვენთვის აუტანელი გახდა, შეგიძლიათ გაასაჩივროთ. პირველ ჯერზე ურჩ მეზობელს გააფრთხილებენ, ხოლო თუ ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა კიდევ დაფიქსირდა, 150 ლარით დააჯარიმებენ. ამავე პერიოდში ხმაურის დასაშვები ნორმის მესამედ გადამეტების შემთხვევაში, ფინანსური სანქცია 300 ლარს შეადგენს.

იურიდიული პირები, გაფრთხილების შემდეგ, თუ ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა კიდევ დაფიქსირდა, ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იქნება, ხოლო ამავე პერიოდში ხმაურის დასაშვები ნორმის მესამედ გადამეტების შემთხვევაში, ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

„უნდა მოხდეს მისი სიმპტომური მკურნალობა – მხოლოდ მაღალი სიცხე არ წარმოადგენს ბავშვის კლინიკაში განთავსების წინაპირობას“

0

ბავშვებში სიცხის მართვა

საუბრობს პედიატრი თემურ მიქელაძე „სტუმრად ექიმთან“:

„მნიშვნელოვანია, მკურნალობისას გავითვალისწინოთ ბავშვის ანამნეზი და ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე თუ, რამდენად დამაკმაყოფილებელია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, იღებს თუ არა სითხეს და საკვებს და ა.შ.

ჩემი რეკომენდაციით, უმჯობესია, ბავშვმა სითხე თავისით მიიღოს, ვიდრე გადასხმა გაიკეთოს, ორგანიზმის სითხით შევსება არაინვაზიური მეთოდით უფრო ეფექტურია. ხველაც, სიცხის მსგავსად, ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმი გახლავთ, აღსანიშნავია, რომ ხველა კი არ უნდა დავთრგუნოთ, არამედ უნდა მოხდეს მისი სიმპტომური მკურნალობა.

პაციენტის ჰოსპიტალიზება სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით და დიაგნოსტიკის შედეგად უნდა მოხდეს. ომიკრონისთვის პირველი ორი დღე მაღალი ცხელება დამახასიათებელია, 24 საათის შემდეგ კი იწყება ტემპერატურის კლება. თუ მაღალი ცხელება არ ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებას, დღის განმავლობაში შეგიძლიათ წამლის გაორმაგებული დოზა გამოიყენოთ“.

დაფნის წარმოების მხარდასაჭერად რა ინვესტიციაა გაშვებული დონორის მიერ?

0

USAID-ი სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, მემცენარეობის მიმართულებით, საგრანტო დაფინანსებით დაფნის მწარმოებელს წლებია ეხმარება.

რამდენი გადამამუშავებელი საწარმო დაფინანსდა, რომელ რეგიონებში და ჯამში ქართული დაფნის წარმოების მხარდასაჭერად რა ინვესტიციაა გაშვებული დონორის მიერ? – ინტერვიუ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანამშრომელთან, გიორგი (გივი) ჯავახიშვილთან

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ

0

მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.  მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.

თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ.

მცხეთაში, ისევე როგორც ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანსა და ბორჯომში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებში.

მცხეთაში თიბისის ბარათებით გადახდისას შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს: მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის  თიბისი ბანკის მოსწავლის  ბარათებით მგზავრობა უფასოა. ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე – თიბისი ბანკის სტუდენტურ ბარათებზე  მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი. შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში.

სატრანსპორტო ბარათის ღირებულება 2 ლარია და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.

ტრანსპორტში თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, ის 1912 წელს დაარსდა

0
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, ის 1912 წელს დაარსდა. ბოტანიკური ბაღის დაარსება უკავშირდება ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორის, ანდრია კრასნოვის, სახელს. 1998 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრი გახდა.
ბოტანიკური ბაღი აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლზე მდებარეობს. ბაღს ზღვის სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება.
მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას, სახესხვაობას, ფორმასა და ჯიშს. ბოტანიკურ ბაღში შეგხვდებათ: იელების მდიდარი კოლექცია, საპნის ხე, ქონის ხე, ბამბუკის მრავალი სამრეწველო ჯიში, მამონტის ხე, მარადმწვანე სექვოია და სხვა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როგორ უნდა მოვიქცეთ ფუტკრის, ბზიკისა და კრაზანის ნაკბენის დროს – ალერგოლოგი ნესტრის ამოსაღებად დანის გამოყენებას არ გვირჩევს

0
Georgian infographic about insect bites with three panels on bees, wasps and hornets and prevention tips.
როგორ უნდა მოვიქცეთ ფუტკრის, ბზიკისა და კრაზანის ნაკბენის დროს – ალერგოლოგი ნესტრის ამოსაღებად დანის გამოყენებას არ გვირჩევს

მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს

0

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. „მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს. აღმოაჩინეთ ჩვენი სტუმარი ქვეყნის გასტრონომიული არსი. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისი თქმით, 29-31 იანვარს, საქართველო Madrid Fusión 2024-ზე, სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

Desde las montañas hasta el mar, la cocina de Georgia conquistará #MadridFusion2024 . Descubre la esencia gastronómica de nuestro país invitado. 🇬🇪 Georgia Travel
———-
From the mountains to the sea, Georgia’s cuisine will conquer #MadridFusion2024. Discover the gastronomic essence of our guest country. 🇬🇪

Georgia – Where Hospitality Is The Main Course …..

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network