ორშაბათი, ივლისი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება2023 წელს ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 31 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი

2023 წელს ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 31 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი

კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებების პენეტრაცია შინამეურნეობებზე 95.7%-ს შეადგენდა.

რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებზე ფიქსირებულ ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ყველაზე მაღალი პენეტრაციის მაჩვენებელი აჭარაში იყო და 137%-ს უტოლდებოდა. აჭარის შემდეგ, 136%-ით წარმოდგენილი იყო თბილისი. 98%-ით სამცხე-ჯავახეთი, ხოლო 85-85%-ით ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას შინამეურნეობების 72% მოიხმარდა. 66-66%-ით იყო წარმოდგენილი კახეთი და იმერეთი, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენდა. გურიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 58%-ს, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში კი – 19%-ს უტოლდებოდა.

2023 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3 385 სოფელია, საიდანაც 2 541-ში აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 31 სოფლით მეტია.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები