ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარი წაკითხვა

CNN: ანგარიშის თანახმად, ირანის ომის გამო ლიბანში 1.2 მილიონი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება

0
CNN: ანგარიშის თანახმად, ირანის ომის გამო ლიბანში 1.2 მილიონი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება
#image_title

ლიბანში 1.24 მილიონი ადამიანი – ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი – სავარაუდოდ, ირანის ომით გამოწვეული მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მიერ მხარდაჭერილ ანგარიშში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, მსოფლიო სასურსათო პროგრამისა და ლიბანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი კვლევის თანახმად, აღნიშნული მონაცემები სასურსათო უსაფრთხოების სწრაფ გაუარესებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია „კონფლიქტით, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილებითა და ეკონომიკური ზეწოლით“.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ლიბანში სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ ძალზე მგრძნობიარეა სხვადასხვა შოკების მიმართ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარული დახმარების, ან ეკონომიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე, მომავალ თვეებში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.

ანგარიში ქვეყნდება იმ ფონზე, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ლიბანზე ისრაელის დარტყმები გრძელდება. ლიბანის ხელისუფლებისა და სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამშაბათს სამხრეთ ლიბანში რვა ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2 მარტის შემდეგ ლიბანში სულ მცირე 2,521 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7,800-ზე მეტი დაშავდა.

ვენახების გაშენების თანხმობის აღება არსებული ტენდენციის გათვალისწინებით 100-მდე პოტენციურ მწარმოებელს შეეხება

0

ვენახების გაშენების თანხმობის აღება არსებული ტენდენციის გათვალისწინებით 100-მდე პოტენციურ მწარმოებელს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი განმარტებით, ამ ეტაპზე, ვენახების გაშენების ტემპი შენელებულია. „ბოლოს წლების სტატისტიკით, ყოველწლიურად, 500 ჰექტარამდე ფართობი ახალი ვენახი შენდება. ამ მონაცემზე დაყრდნობით, ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება შეეხება დაახლოებით 100-მდე პირს“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში და აღნიშნულია, რომ ნებართვის აღება მხოლოდ იმ პირებს მოუწევთ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას გეგმავენ.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა.

„ღვინის ხარისხის რეფორმა მიმართულია საქართველოს ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის კომპანიებისა და მცირე მარნების განვითარებას. რეფორმის მიზანია ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოება ხარისხიანი ყურძნიდან. ამის მისაღწევად კი, საქართველოს უნდა ჰქონდეს ხარისხიანი ვენახი; რაც იმას ნიშნავს, რომ ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძემ.

„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ/სამეწარმეო საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. ვენახის გაშენებაზე თანხმობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ გაიცემა.

სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი განსაზღვრავს სამეწარმეო ვენახის გაშენებასა და აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და პირობებს.

სამეწარმეო ვენახის გაშენება მოიცავს დაგეგმვას, ჯიშებისა და საძირეების შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, ნერგების დარგვას და ვენახის მოვლისა და განვითარებისთვის საჭირო სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ვენახის შესაბამის პროდუქტიულობას.

„ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. აღნიშნული მძაფრი კონკურენციისა და ჭარბწარმოების ფონზე, აქცენტი უნდა გაკეთდეს ნედლეულისა და საბოლოო პროდუქტის ხარისხზე“, – აღნიშნა ზურაბ ვაჭარაძემ.

 

„ასმათი გონს მოვიდა თუ არა, შვილთან დალაპარაკება ისურვა – აქ სიტყვები ზედმეტია, წამოვიყვანეთ ისე, რომ დედასაც ვერ ცნობდა და აქ მეც კი მიცნო…“ – 20 წლის გოგოს კადრებმა, რომელიც კომიდან გამოვიდა, სოციალური ქსელები მოიცვა

0
Collage of a smiling young woman in a hospital bed with a mask, plus a formal portrait of a woman wearing a tiara.
#image_title

20 წლის ას­მათ ბე­რი­ძეს მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ მძი­მე ინ­ფექ­ცია – ბაქ­ტე­რი­უ­ლი მე­ნინ­გი­ტი გა­ნუ­ვი­თარ­და, სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა თურ­ქეთ­ში, სამ­სუ­ნის კლი­ნი­კა­ში მო­უ­წია.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ას­მა­თის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­სა­ხებ სან­დრა ზო­ი­ძე ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს თურ­ქე­თის კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

  • “ას­მა­თი გონს მო­ვი­და თუ არა, შვილ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა ისურ­ვა. მად­ლო­ბა უფალს ამ სას­წა­უ­ლის­თვის! მად­ლო­ბა თქვენ, ჩემო საყ­ვარ­ლე­ბო. უგო­ნოდ წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, გონს მო­ვი­და – სა­კუ­თარ დე­და­საც ვერ ცნობ­და…

სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლებს ვხე­დავ თქვენს თვა­ლებ­ზე ახლა, სი­ა­მა­ყით აჩე­ჩილ მხრებს ვხე­დავ წარ­მო­სახ­ვა­ში. სწო­რედ თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბით მო­ხერ­ხდა ელ­ვის სის­წრა­ფით თან­ხის აგ­რო­ვე­ბა, მაგ­რამ ასე ვერ დავ­ტო­ვებთ, რთუ­ლი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი ისევ. ერ­თად შევ­ძლებთ ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნას ამ საქ­მის, ვიცი. გი­ლო­ცავთ ქარ­თვე­ლე­ბო, ერ­თი­ა­ნო­ბით შევ­ძე­ლით! ხოლო უღ­რმე­სი მად­ლო­ბა თურ­ქე­თის ზე­სა­ო­ცარ ექი­მებს.“

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი და მე­უღ­ლე, გი­ორ­გი პა­პი­ძე იხ­სე­ნე­ბენ, კლი­ნი­კა­ში დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა არ მოხ­და. მე­უღ­ლის დე­ი­და, მზია ზო­ი­ძე, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს, იხ­სე­ნებს იმ მძი­მე წუ­თებს, როცა გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში ცდი­ლობ­დნენ:

მზია ზო­ი­ძე: “ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ფეხ­ზე ადგა, კარ­გად იყო. მერე უთ­ქვამს, თავი მტკი­ვაო, მის­ცეს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, ღა­მით კი სა­წოლ­ში გო­ნე­ბა და­კარ­გუ­ლი ნა­ხეს. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ეპი­ლეფ­სი­ა­აო. გა­გიჟ­და ოჯა­ხი, რა ეპი­ლეფ­სია, გო­გოს არა­ფე­რი სჭირ­დაო!

ანა­ლი­ზე­ბი თურ­ქეთ­ში გა­მო­ვაგ­ზავ­ნე და აქა­ურ­მა ექიმ­მა პირ­და­პირ მი­თხრა – კა­ტას­ტრო­ფუ­ლად ცუდი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბია, ერთი წუ­თიც არ და­კარ­გო­თო.

ბო­ლოს გა­ირ­კვა, რომ ეს იყო ბაქ­ტე­რი­უ­ლი მე­ნინ­გი­ტი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბაქ­ტე­რია ორ­გა­ნიზ­მში სპი­ნა­ლუ­რი გა­უტ­კი­ვა­რე­ბის დროს შე­ვი­და და სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. რომ არა ხალ­ხის გვერ­დში დგო­მა და ოპე­რა­ტი­უ­ლი გა­დაყ­ვა­ნა თურ­ქეთ­ში, შე­საძ­ლოა დღეს ასე­თი იმე­დი­ა­ნი ამ­ბე­ბი არ გვქო­ნო­და.“

ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ას­მათ­მა ლა­პა­რა­კი და­ი­წყო და ახ­ლობ­ლებს ცნობს, კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა, რათა გა­მო­ი­რი­ცხოს ყო­ველ­გვა­რი პა­რა­ლი­ზე­ბა ან გარ­თუ­ლე­ბა. ოჯა­ხი კვლავ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დად არის, რად­გან თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი საკ­მა­ოდ დი­დია.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE24BG0000000499051604 (მიმ­ღე­ბი: გი­ორ­გი პა­პი­ძე)

თი­ბი­სი ბან­კი: GE45TB7555245164300004 (მიმ­ღე­ბი: და­ვით ქო­ქო­ლა­ძე)

„200 ათასზე მეტი მარგალიტია წარმოდგენილი ამ სამოსზე…“ – როგორ იქმნება პატრიარქის შესამოსელი და რას ნიშნავს მისი თითოეული დეტალი

0
„200 ათასზე მეტი მარგალიტია წარმოდგენილი ამ სამოსზე...“ - როგორ იქმნება პატრიარქის შესამოსელი და რას ნიშნავს მისი თითოეული დეტალი
#image_title

მართლმადიდებლური ლიტურგიის მრავალსაუკუნოვან მდუმარებაში ყოველი ნივთი და მოქმედება სიმბოლოებით მეტყველებს. სულიერი დრამატურგიის მწვერვალი მღვდელმთავრის შემოსვის საიდუმლოა. პატრიარქის სამოსის თითოეული დეტალი ძვირფას ქსოვილში გაცოცხლებული ისტორია და ზეციური დიდების მიწიერი ანარეკლია.

200-წლიანი პაუზის შემდეგ, მივიწყებული ტექნიკა – ოქრომკედით ქარგვა ილია მეორის თაოსნობით აღდგა და ხელსაქმის ახალი ეპოქაც დაიწყო. ისტორიული ცნობებით, ამ ტექნიკით ჯერ იმპერატორების, შემდეგ პატრიარქების შესამოსელი იქმნებოდა. წარსულთან დამეგობრებული თანამედროვეობით შეიქმნა ილია მეორის სამადლობელი საჩუქარი – პირველი სრულყოფილი შესამოსელი მარგალიტებით, ძვირფასი თვლებით, ოქროს ძაფით და ეს ყველაფერი მხოლოდ ხელით.

შემოქმედებითი ფანტაზია, ინდივიდუალიზმი, დაუცხრომელი შრომა – თითქმის 3 წელი ქმნიდნენ შესამოსელს, რომელიც პატრიარქს მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წუთით, 80 წლის იუბილეზე ეცვა. განაგრძეთ კითხვა

 

#image_title

მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 3355 ცალი მონიტორინგის ხაფანგი – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების I ეტაპი დასრულდა

0
აზიური ფაროსანა და რეკომენდაციები შენობების დასაცავად
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის მონიტორინგის I ეტაპი დაასრულა. მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 3355 ცალი მონიტორინგის ხაფანგი.

ღონისძიებების მეორე ეტაპზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, წერტილოვანი წამლობისთვის სპეციალური სადგურები განთავსდება; აქტიურად გაგრძელდება მონიტორინგი და მავნებლის პოპულაციაზე დაკვირვება.

წლის განმავლობაში, აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შემცირებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებები ტარდება. მონიტორინგის ეტაპის დასრულების შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, იწყება ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და თერმული ნისლით წამლობა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით.

გასულ წელს, ცივი შესხურებით დამუშავდა 105 784, 5 ჰა სოფლისა და ტყის პერიმეტრები, ჯაგნარები და სიმინდის მასივები, ხოლო თერმული ნისლით – 348 620 ჰა ტერიტორია, განთავსდა 208 444 ცალი ფერომონიანი დამჭერი.

რა უნდა ვქნათ, როცა დაღლილი ვართ – სცადე ეს მარტივი პოზა, რომელიც საოცრებებს ახდენს

0
რა უნდა ვქნათ, როცა დაღლილი ვართ - სცადე ეს მარტივი პოზა, რომელიც საოცრებებს ახდენს
#image_title

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც გვირჩევს თუ რა უნდა ვქნათ, როცა დაღლილი ვართ:

„დაღლილი ხარ? სცადე „გაშლილი პეპელას“ პოზა!

ეს მარტივი პოზა საოცრებებს ახდენს:

ამშვიდებს ნერვულ სისტემას

აუმჯობესებს მონელებას

ხსნის დაძაბულობას წელსა და თეძოებში

გეხმარება ღრმა, გამაჯანსაღებელ ძილში

უბრალოდ დაწექი, ფეხები „პეპელას“ პოზაში მოიკეცე და მიეცი სხეულს დასვენების საშუალება“– ვკითხულობთ პოსტში.

VIDEO: როგორ იქმნება პატრიარქის სამოსი და რას ნიშნავს მისი თითოეული დეტალი

0
Eastern Orthodox priest wearing ornate vestments and holding a cross during a candlelit ceremony with attendants nearby, blue-toned background.
#image_title

მართლმადიდებლურ ლიტურგიაში მღვდელმთავრის შემოსვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური მოქმედებაა, სადაც თითოეული დეტალი სულიერ მნიშვნელობას ატარებს.

პატრიარქის სამოსი წარმოადგენს ზეციური დიდების მიწიერ ანარეკლს და არა პირად სიმდიდრეს.

200-წლიანი პაუზის შემდეგ, ილია II-ის თაოსნობით აღდგა ოქრომკედით ქარგვის ტრადიცია. ამ ტექნიკით შეიქმნა უნიკალური შესამოსელი – მარგალიტებით, ძვირფასი ქვებითა და ოქროს ძაფით, სრულად ხელით დამზადებული, რომლის შექმნას თითქმის 3 წელი დასჭირდა. პატრიარქმა იგი მხოლოდ ერთხელ, 80 წლის იუბილეზე მოირგო.

პატრიარქის შესამოსლის ფერები ეკლესიის კალენდარულ მნიშვნელობას გამოხატავს, ხოლო შემოსვის პროცესი სიმბოლურად აღნიშნავს ამქვეყნიურისგან განძარცვას და ზეციური მადლით შემოსვას. თითოეულ ატრიბუტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: კვერთხი მწყემსობის ნიშანია, მიტრა კი ეკლის გვირგვინს განასახიერებს.

ისტორიული შესამოსლები საპატრიარქოში ინახება, ხოლო ნაწილი თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც უწყვეტი სულიერი მემკვიდრეობა.

ნახეთ „კურიერი p.s“-ში მომზადებული სიუჟეტი ამ თემაზე:

 

კრიტიკული შეუსაბამობები – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ,,ჰანის მარანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

0
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ,,ჰანის მარანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში არაგეგმური ინსპექტირებისას ,,ჰანის მარანში” (მის: ბათუმი, ხახულის მეორე შესახვევი N2) კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და დისტრიბუციას  ახდენდა კახეთის რეგიონიდან აჭარაში.

ობიექტზე ღვინის ჩამოსხმა და დაფასოება მიმდინარეობდა ჰიგიენური ნორმებისა და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევით.

გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.

7 ფრაზა, რომელსაც დაბალი IQ-ის მქონე ადამიანები ხშირად იყენებენ – შეამოწმე შენი თავი

0
7 ფრაზა, რომელსაც დაბალი IQ-ის მქონე ადამიანები ხშირად იყენებენ - შეამოწმე შენი თავი
#image_title

ის, თუ როგორ საუბრობენ ადამიანები, შეიძლება ბევრად მეტს ამხელს, ვიდრე ბევრს ჰგონია. ექსპერტები მიუთითებენ კონკრეტულ გამოთქმებზე, რომელთა მიხედვითაც, თითქოს შესაძლებელია დაბალი IQ-ის მქონე ადამიანის ამოცნობა. ამის შესახებ წერს ofeminin.pl.

პროფესორ, ფსიქოლოგ ქეთრინ კინზლერის თქმით, ჩვენი მეტყველება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა არ არის,  ის ასევე ჩვენი იდენტობის გამოვლენაა. საუბრის სტილი შეიძლება სასარგებლო იყოს თანამოსაუბრის აზროვნების დონის შეფასებისთვის.

გამოცემამ ჩამოთვალა შვიდი ფრაზა, რომლებსაც ხშირად იყენებენ დაბალი IQ-ის მქონე ადამიანები:

„აშკარაა“ – ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ან არ შეუძლიათ თავიანთი პოზიციის ახსნა, ხშირად ამბობენ, რომ რაღაც „აშკარაა“. რეალურად ეს შეიძლება მიუთითებდეს ემოციურ მოუმწიფებლობაზე და რთული საუბრის თავიდან არიდების სურვილზე, ვიდრე არგუმენტების ახსნაზე.

„გესმის, რაზე ვსაუბრობ?“ – ეს ფრაზა ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი აზრს მკაფიოდ ვერ აყალიბებს. სოციალური ფსიქოლოგის, პიტერ დიტოს თქმით, ადამიანებს უფრო მარტივად ესმით ინფორმაცია, რომელიც მათ შეხედულებებს ემთხვევა. ამიტომ ეს ფრაზა შეიძლება იყოს მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა გაგებაზე მსმენელს დააკისრონ.

„უბრალოდ ვამბობ“ – ადამიანები, რომლებიც ცუდად რეაგირებენ წინააღმდეგობაზე, ხშირად ამშვიდებენ საკუთარ თავს ამ ფრაზით. სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების და დისკუსიისთვის მოუმზადებლობის ნიშანი.

„ეს ყველამ იცის“ – არგუმენტის ნაცვლად აქ ჩნდება თითქოსდა „საზოგადოებრივი ცოდნის“ მითითება. თუმცა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები საკუთარ შეხედულებებსაც ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ.

„არ აქვს მნიშვნელობა“- ერთი შეხედვით ნეიტრალური ფრაზაა, მაგრამ ხშირად გამოიყენება კამათის დასასრულებლად და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. თუმცა პრობლემების იგნორირება მათ არ წყვეტს.

„მენდეთ“ – როცა არგუმენტები არ არის საკმარისი, ადამიანი ხშირად ითხოვს ნდობას. მაგრამ მტკიცებულებების გარეშე ნდობა არ არის საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის.

„ყველა ამაზე ლაპარაკობს“ – უმრავლესობის აზრზე დაყრდნობა ხშირად არგუმენტს ცვლის. დღეს, ვირუსული ინფორმაციის ეპოქაში, წყაროების გადამოწმება აუცილებელია.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩვენი მეტყველება შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნება იყოს არა მხოლოდ ჩვენს შეხედულებებზე, არამედ კრიტიკული აზროვნების უნარზეც. მნიშვნელოვანია საკუთარ სიტყვებს ყურადღება მივაქციოთ და არგუმენტები მოვიშველიოთ, ნაცვლად სტერეოტიპული ფრაზების გამოყენებისა.

ხალხური მედიცინის ექსპერტი დიასახლისებს აფრთხილებს – „ისინი არღვევს ჰორმონების მუშაობას, აზიანებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, არღვევს ინსულინის სიგნალიზაციას და აძლიერებს ანთებას“

0
ამ პროდუქტებს თუ ხშირად მიირთმევთ, დაბერების პროცესი საგრძნობლად შენელდება
#image_title

ხალხური მედიცინის სპეციალისტი პლასტიკური შესაფუთი მასალის მავნებლობაზე საუბრობს.

„პლასტიკის შესაფუთი არის საგნების შესაფუთად და არა საკვებისათვის, რასაც საკვებს ვახვევთ, ნელა მაგრამ აუცილებლად ხდება საკვების ნაწილი. პლასტიკური შესაფუთი უვნებლად გამოიყურება, მაგრამ მეცნიერება სხვას ამბობს.

პლასტიკის შესაფუთების უმეტესობა მზადდება PVC ან პოლიეთილენისგან, მის დასარბილებლად მწარმოებლები ამატებენ ქიმიკატებს რომლებიც პლასტიფიკატორებად იწოდება, ყველაზე გავრცელებულია ფტალატები, ეს ქიმიკატები პლასტიკაში ჩაკეტილი არ რჩება, ისინი ნელა გადადის საკვებში, განსაკუთრებით მაშინ როცა საკვები თბილია ცხიმიანი ან მჟავე, ზეთიანი სალათები, მოხარშული საკვები, ხილი ბუნებრივი მჟავებით, ყველა ზრდის ქიმიური გაჟონვის რისკს.

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ეს ქიმიკატები მოქმედებს როგორც ენდოკრინული დამრღვევები, ისინი არღვევს ჰორმონების მუშაობას, აზიანებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, არღვევს ინსულინის სიგნალიზაციას და აძლიერებს ანთებას.

კვლევები აჩვენებს რომ პლასტიკის ქიმიკატებთან მაღალი კონტაქტი უკავშირდება, ჰორმონალურ დისბალანსს
ნაყოფიერების პრობლემებს, მეტაბოლურ დარღვევებს და ღვიძლის გადატვირთვას, პლასტიკაში გახვეული საკვების გაცხელება კიდევ უფრო საშიშია, სითბო აჩქარებს ქიმიკატების გამოყოფას, მიკროტალღურ ღუმელში პლასტიკით გახვეული საკვები მრავალჯერ ზრდის რისკს, პლასტიკას მონელებაში ადგილი არ აქვს.

ორგანიზმს არ აქვს მარტივი გზა პლასტიკის ქიმიკატების გამოსაყვანად, ისინი ნელა გროვდება და ჩუმად აზიანებს. ბუნება არასოდეს ახვევდა საკვებს პლასტიკაში, ჩვენ ეს კომფორტისთვის დავიწყეთ და არა ჯანმრთელობისთვის, მინის და უჟანგავი ფოლადის კონტეინერები, ქსოვილის საფარები და ცვილის შესაფუთები, გრძელვადიანად უფრო უსაფრთხო არჩევანია, თუ საკვები განკურნებისთვის არის, მისი შეფუთვა არ უნდა აზიანებდეს“ – წერს ხალხური მედიცინის ექსპერტი.