ინტერნეტში გავრცელებული მარტივი ხრიკი სახლის Wi-Fi-ის გასაუმჯობესებლად ალუმინის ფოლგის გამოყენებას გულისხმობს. თუმცა, რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი?
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ როუტერის უკან მოთავსებულმა ფოლგამ გარკვეულ ადგილებში ინტერნეტის სიჩქარე შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს.
აღწერილ ცდაში, ავტორმა ავტოფარეხში, სადაც Wi-Fi-ის სიგნალი სუსტი იყო, მონაცემების ჩამოტვირთვის სიჩქარის თითქმის ხუთჯერ ზრდა დააფიქსირა – 3,9-დან 18,6 მბიტ/წმ-მდე. ამასთან, სიგნალის სიმძლავრე თითქმის არ შეცვლილა.
მეთოდის პრინციპი მარტივია: ალუმინი რადიოტალღებს ირეკლავს და მათი მიმართულების შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, ფოლგამ შესაძლოა სიგნალი სახლის კონკრეტული ნაწილისკენ მიმართოს, თუმცა შედეგი როუტერის მდებარეობასა და ოთახის განლაგებაზეა დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ექსპერიმენტის თითოეული გაზომვა მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, ამიტომ შედეგი საბოლოო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
სპეციალისტები გვირჩევენ, როუტერი ღია სივრცეში, სასურველია სახლის ცენტრალურ ნაწილში მოვათავსოთ. ფოლგის გამოყენებისას კი მოწყობილობა მთლიანად არ უნდა შევფუთოთ, რათა არ დაიფაროს სავენტილაციო ღიობები.
ამრიგად, ეს უფასო ხრიკი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, თუმცა Wi-Fi-ის გასაძლიერებლად უნივერსალურ გამოსავალს არ წარმოადგენს.
