სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისამინისტროდავით სონღულაშვილი: „თუ გვინდა, რომ ქართული ღვინო მაღალ ხარისხთან იყოს ასოცირებული, მხოლოდ...

დავით სონღულაშვილი: „თუ გვინდა, რომ ქართული ღვინო მაღალ ხარისხთან იყოს ასოცირებული, მხოლოდ ღვინის ხარისხის კონტროლი და მისი ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა საკმარისი არ არის“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ხარისხიანი ღვინის მისაღებად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

„თუ გვინდა, რომ ქართული ღვინო მაღალ ხარისხთან იყოს ასოცირებული, მხოლოდ ღვინის ხარისხის კონტროლი და მისი ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია წინა ეტაპები. ძალიან მკაცრად დავიწყეთ შიდა ბაზრის ინსპექტირება, ვაკონტროლებთ ჩამოსასხმელ ღვინოსაც, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი მიდგომები ამ მიმართულებითაც არსებობს. ის შედეგი, რაც რეალურად შეგვიძლია დადგეს ერთ ან ორ წელიწადში და რასაც ხშირად სჭირდება ათი წელიწადი. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული გამოწვევები არსებობს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ გვსურს, რომ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად მზად ვიყოთ, მაშინ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.

„მაღალი სტანდარტების შესაბამისი ვენახის გარეშე, ხარისხიან ღვინოს ვერ დააყენებ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია ქართული ღვინო ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები