სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისამინისტროდავით სონღულაშვილი: „თუ ჩვენ გვინდა, გვქონდეს ხარისხიანი ღვინო, ეს შეუძლებელია ხარისხიანი ვენახის...

დავით სონღულაშვილი: „თუ ჩვენ გვინდა, გვქონდეს ხარისხიანი ღვინო, ეს შეუძლებელია ხარისხიანი ვენახის გარეშე – ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან“

თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმ,ა „რუსთავი 2-ის” ეთერში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული ღვინო ბაზარზე ხარისხიან პროდუქტად პოზიციონირებდეს აუცილებელია სწორედ ის როფორმები, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის სააგენტო ახორციელებენ:

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქართული ღვინო 8 000-წლიანი ისტორიის არის, აუცილებლად უნდა ვაპოზიციონიროთ, რომ ქართული ღვინო და ხარისხიანი ღვინო არის ერთი და იგივე. ამისთვის მნიშვნელოვანია რიგი რეფორმები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის სააგენტო ახორციელებენ – დაწყებული ყურძნის ჩაბარების დროს ხარისხის დიფერენცირების კონტროლიდან, დასრულებული ხარისხიანი ვენახების გაშენებით.

თუ ჩვენ გვინდა, გვქონდეს ხარისხიანი ღვინო, ეს შეუძლებელია ხარისხიანი ვენახის გარეშე; ხარისხიანი ვენახი კი შეუძლებელია შესაბამისი ვაზის ნერგისა და შესაბამისი ადგილის გარეშე. ამ ყველაფრის ერთობლიობამ კი გამოიწვია ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული ადგილი, შესწავლილ იქნას ნიადაგი, თუ სად შენდება ვენახი, და გამოყენებულ იქნას სერტიფიცირებული ვაზის ნერგი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს ხარისხიანი. ასევე, დარგვის დროს ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული, რომ ერთ მეტრზე ქვევით არ იყოს გრუნტის წყალი. რაც, ერთობლიობაში, ქმნის შესაძლებლობას, რომ გაშენდეს მინიმალური ხარისხის ვენახი, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხიანი ღვინის სტანდარტს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები