„გულითადი და განსაკუთრებული მადლობა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მეზარეებს, რომლებმაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ოთხი დღე და ოთხი ღამე, 24-საათიან რეჟიმში, ზარი არ გააჩერეს“

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

„სამების საკათედრო ტაძრის მეზარეები“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

„გულითადი და განსაკუთრებული მადლობა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მეზარეებს, რომლებმაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ოთხი დღე და ოთხი ღამე, 24-საათიან რეჟიმში, ზარი არ გააჩერეს. თქვენი დაუღალავი შრომა, ერთგულება და მსახურება ამ მძიმე დღეებში იყო უდიდესი პატივისცემა, ლოცვა და სიყვარული ჩვენი ერის სულიერი მამის მიმართ.

ასევე დიდი მადლობა პატარა სტიქაროსნებს, რომლებიც სიყვარულით და ყურადღებით წყალს აწვდიდნენ ხალხს, ვინც 7, 8 და 9 საათიან რიგებში იდგა, რათა პატივი მიეგოთ უწმინდესისთვის. თქვენი ეს სიკეთე, მზრუნველობა დათანაგრძნობა ბევრისთვის დიდი შვება და გამხნევება იყო.

ამ დღეებში ყველამ ერთად ვაჩვენეთ, რას ნიშნავს ერთობა, პატივისცემა, ქრისტიანული სიყვარული და ერთმანეთის გვერდში დგომა.

უფალმა დაგლოცოთ თითოეული მეზარე, სტიქაროსანი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დღეებში თუნდაც მცირედით ემსახურა ხალხსა და ეკლესიას.

მადლობა მამა იოანე ( მჭედლიშვილს) მისი ასეთი სტიქაროსნების აღზრდისთვის“

„გულითადი და განსაკუთრებული მადლობა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მეზარეებს, რომლებმაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ოთხი დღე და ოთხი ღამე, 24-საათიან რეჟიმში, ზარი არ გააჩერეს“
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის