სამშაბათი, აპრილი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარით ჯობს სააღდგომო კვერცხის შეღებვა და რამდენ ხანს შეგვიძლია, მოხარშული კვერცხი შევინახოთ...

რით ჯობს სააღდგომო კვერცხის შეღებვა და რამდენ ხანს შეგვიძლია, მოხარშული კვერცხი შევინახოთ – დააკვირდით, ფესვები არ ჰქონდეს დაობებული და არ შეჰყვეს მიწა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გადაცემაში “ახალი დღე” საუბრობს, რით ჯობს სააღდგომო კვერცხის შეღებვა და რამდენ ხანს შეგვიძლია, მოხარშული კვერცხი შევინახოთ

რა გავითვალისწონოთ ენდროს შეძენისას?!
პრაქტიკული და საინტერესო რჩევები სურსათის უვნებლობის სპეციალისტ ირაკლი არაბულისგან

ყველას ვურჩევდი, რომ, პირველ რიგში, კვერცხის შესაღებად ენდრო გამოიყენონ. ეს ძალიან უვნებელი მეთოდია. არის ბუნებრივი მცენარე და აქედან ნაკლები საფრთხე მოდის. ასევე, შეგვიძლია, ხახვის ფოთლებთან ერთად შევღებოთ, რაც ასევე ტრადიციული და უვნებელი მეთოდია. ენდროთი შეღებვის დროს გასათვალისწინებელია ის, რომ აუცილებლად კარგად უნდა გაიწმინდოს და მიწა მოშორდეს, რადგანაც მიწის ნაწილაკებში შეიძლება, პათოგენური მიკროორგანიზმები არსებობდეს, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლიათ. ამიტომ, კარგად უნდა გაირეცხოს. ასევე, ენდროს ფესვები თუ დაობებულია, ასეთი ენდრო შესაღებად არ უნდა გამოვიყენოთ იმიტომ, რომ ობის სოკოები ტოქსინებს გამოჰყოფს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სხვა მხრივ, ეს მეთოდი აბსოლუტურად უვნებელია.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები