პედაგოგი როლანდ ხოჯანაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ერთხელ ვთქვი, რომ ისეთი რამეების კეთება მინდა, რითაც თავს ჩემს თავად ვიგრძნობ-მეთქი.
დღეს ასე ვარ: 2026 წლის 19 თებერვლის 16 საათზე გურამის ბინის ფულს კრედიტით გადავიხდი და ვიქნები მშვიდად.
ვიცი, რომ ბევრმა გაურკვევლად იკითხა, რატომ ავიღე ამხელა პასუხისმგებლობა გურამზე.
ბიჭი, რომელიც 5 წლის წინ გავიცანი, დაბნეული და ეჭვნეული თვალით უყურებდა ყველაფერს.
დავპირდი, რომ ბაკალავრიატის დასრულების მერე ევროპაში წავიყვანდი. სულსწრაფი ვარ და 11 მარტს უკვე მესამე ქვეყანას ვაჩვენებ. იტალიაში, რომში უნდა წავიყვანო. ჯერ ბაკალავრიატის დასრულებამდე დიდი დროა, მაგრამ ადრე და სამმაგად მომთავრება მერჩია ამ საქმის.
დავპირდი, რომ ბინას ვუყიდდი და ესეც გავაკეთე. რაც მოეწონა, იმას ვყიდულობ. ოღონდ ჯერ ვერ გავუშვებ ცალკე, მგონია, რომ კიდევ უნდა მყავდეს ჩემთან ცოტა ხნით მაინც. ცოტა მეშინია გურამის მარტოობის, მეტწილად კი არ მეთმობა!
ხო, წინდებს დავპირდი ადრე, უნდა მოგიქსოვო მეთქი და მალე მაგასაც ვიზამ (მეორე ცალის მოქსოვაც დავიწყე და ბარემ ბინა+წინდა ექნება). ეს მართლა ოღონდ!
მე არ ვარ მდიდარი და ვერც ვიქნები. ვისაც გაცემა უყვარს, ის ვერასდროს დააგროვებს თანხას და ქონებას.
ჰო, თქვენ რომ ახლა გურამის თვალებში ჩაბუდებული სიხარული ნახოთ, მერე არ დაინანებთ ათწლიანი იპოთეკისთვის თანხას… ასეთი გაბრწყინებული გურამი მე არ მახსოვს…
ჰო და ეს სიხარულია ჩემი საზღაური იმ ამაგზე, რომელიც მაქვს ამ ბიჭზე.
მე მისგან არაფერს ვითხოვ იმის გარდა, რომ იყოს ბედნიერი!
მადლობა Maia Kobakhidze ს, რომელიც ყველა იმ დროს მედგა გვერდით, როცა მჭირდებოდა გურამის გასამხნევებლად ძალა. როცა მჭირდებოდა გურამის მოტივირება!
მადლობა იღუმენია ანა ხარების მონასტერი დედა ანას, რომელმაც მითხრა „შენ მალე იყიდი გურამისთვის ბინას“ და ურწმუნოდ გულში გავიფიქრე „მალე ვიყიდი არა ისა…“ ისე, ჩემს ხანდაზმულ ერთ მეზობელს უთქვამს დედაჩემისთვის, მაგისთვის თომა უნდა დაგერქმიაო (დიდი ბაბუა იყო თურმე თომა)… ჰო და რაც დედა ანას უთქვამს, ასრულებულა მუდამ და ესეც ასრულდა…
მახსოვს, როცა გურამი წავიყვანე პირველად ხობის მონასტერში, როგორ გამოიჩინა თავი, როგორ ციბრუტივით ტრიალებდა…
მერე ხუთმა მძიმე, ფიქრიანმა წელმა გაიარა… გავბრაზებივარ კიდეც გურამს, მაგრამ დაპირება ბინის ყიდვისა, სწავლისა და ევროპის მოტარებისა, არასდროს უარმიყვია!
წინ ათწლიანი კრედიტია და არ მეშინია! არ მეშინია, რადგან უცნაურად დაემთხვა საბანკო შემოთავაზება და გურამის გემოვნების ბინის გამოჩენა…
გურამს ჩემი ძმისშვილი გაჰყვა ბინის სანახავად (მე, როგორც წესი, არასდროს მცალია…) და მომახარეს, ძალიან კარგიაო!
ხატია ისეთი აღტაცებული იყო გურამის სიხარულით, სიამაყით ავივსე! სხვისი სიხარულის გაზიარება ყველას არ შეუძლია… ან ვერ შეუძლია! მოკლედ, ხატია ჩემი ჯიშისაა და ჭკუისაც!
ჩემი ვახო მირზიკაშვილი ც აღტაცებულია სიხარულით. მე, ვახო, ხატია და გურამი ხო ერთი ოჯახი ვართ! მარიამ ჩაჩანიძე ც აქვეა. მახსოვს, როგორ აჩუქა მარიამმა გურამს კონკურსში მოგებული თანხა. გულწრფელად და ბავშვურად!
მახსოვს ჩემი მეგობრების ყურადღება გურამისადმი და ვფიქრობ, რა მარტივია სიკეთე და რა ადვილია სიყვარული…
ჰო, ამ წელსაც და მომავალ წელშიც ბევრს ვიმუშავებ, კიდევ ბევრი მყავს მხარდასაჭერი და გასახარებელი! უფლის ნებითა და ძალით ყველაფერი იქნება კარგად!
გურამი ფედოროვი გილოცავ საკუთარ ჭერს!
შენ გული სიხარულით ყოფილიყოს სავსე მუდამ!
არ დამავიწყდება, როგორ მოხვედი და ჩამეხუტე… არ მავიწყდება, როგორ ციმციმებდა შენი თვალები… და ამ სიხარულისთვის მიღირს სიცოცოხლე!

