„ელიზბარაანთ გივია” გარდაიცვალა – სიყვარული ყველას უნდა“ ელიზბარაანთ გივიას როლი შეასრულა, რითაც მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
66 წლის ასაკში, ცნობილი ქართული მისიკალური კომედიის „სიყვარული ყველას უნდა“ პერსონაჟი, „ელიზბარაანთ გივია” გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ამ როლის შემსრულებელი, სიმონ ბერიკაშვილი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ერთ-ერთ კლინიკაში, გულის შეტევით დაიღუპა.
ბერიკაშვილი წარმოშობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგიდან არის და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პოლონეთში სამუშაოდ, შვილთან ერთად იყო წასული.
ის რეჟისორ პავლე ჩარკვიანის ქართულ ფილმში – „როცა დედები შინ არ არიან“, პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა.
11 წლის კი, გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ელიზბარაანთ გივიას როლი შეასრულა, რითაც მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი.
ამ ფილმის შემდეგ, მას მსახიობის კარიერა აღარ გაუგრძელებია. ბერიკაშვილმა პოლიციის აკადემია დაამთავრა და 18 წლის განმავლობაში სამართალდამცავ სისტემაში იმსახურა.
მას მეუღლე და 2 ვაჟიშვილი ჰყავს.
წყარო: მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის