ორშაბათი, იანვარი 26, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ყელის ჩასაკოკლოზინებელი“ გოზინაყი - „ნიგოზს არ ვჭრი, ვბეგვავ. ასეთი ნოგოზი ადვილად „გემორჩილება“...

„ყელის ჩასაკოკლოზინებელი“ გოზინაყი – „ნიგოზს არ ვჭრი, ვბეგვავ. ასეთი ნოგოზი ადვილად „გემორჩილება“ და მეტ სინოტივეს უშვებს თაფლში“-ალეკო ჯავაშვილის გოზინაყის რეცეპტი

გოზინაყი ქართულ გასტრონომიულ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნუგბარია და ის არა მარტო საახალწლოდაა აუცილებელი, არამედ საჩუქრადაც მშვენიერია. ამასთანავე, უძველესი დროიდან გოზინაყი მეომრებს ბრძოლებში თან მიჰქონდათ, რადგან ნოყიერი იყო და კარგად ინახებოდა.

ცნობილი მზარეული ალეკო ჯავაშვილი ამჯერად გოზინაყის რეცეპტს გვთავაზობს.

„იმაზე ადვილია, ვიდრე ჩვენი დედები და ბებიები აკეთებდნენ. გთავაზობთ ჩემს ვარიანტს, რომელსაც ერთი მთავარი განსხვავება აქვს – ნიგოზს არ ვჭრი, ვბეგვავ. ასეთი ნოგოზი ადვილად „გემორჩილება“ და მეტ სინოტივეს უშვებს თაფლში, “ – ამბობს მზარეული.

გოზინაყი ალეკო ჯავაშვილის რეცეპტით

დაგჭირდებათ:

  • თაფლი 250 გრ.
  • ნიგოზი 500 გრ.
  • შაქრის პუდრა 50 გრ. (2 სუფრის კოვზი)

მომზადება:

ჩავასხათ თაფლი ტაფაში და დავდგათ ცეცხლზე. რომ აქაფდება, გადმოვდგამთ, გავაცივებთ და კვლავ ცეცხლზე დავდგამთ. მეოთხედ რომ დავდგამთ, 1 წუთის განმავლობაში ვადუღებთ. დავამატებთ შაქრის პუდრას.

500 გრამი ნიგოზი დავყაროთ ლანგარზე და შევდგათ ღუმელში 20 წუთით 140 გრადუს ტემპერატურაზე. გავაგრილოთ. გადმოვყაროთ დაფაზე, გადავაფაროთ სამზარეულოს ცელოფანი და ოდნავ დავბეგვოთ. შემდეგ დანით კეპვით „გადაუარეთ“.

ამის შემდეგ მეოთხედ წამოვადუღოთ თაფლი, დავამატოთ პუდრა. ჩავყაროთ ნიგოზი და 3-4 წუთი ვშუშოთ.

გადმოვიღოთ სველ დაფაზე და გავაბრტყელოთ. მასა არის ძალიან მორჩილი და მეტ სინოტივეს უშვებს თაფლში, განსხვავებით დაჭრილი ნიგვზისგან. იჭრება ძალიან ადვილად.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები