ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაარ გადააგდოთ ბავშვის სარძევე კბილი! – მეცნიერების ახალი აღმოჩენა სარძევე კბილთან დაკავშირებით

არ გადააგდოთ ბავშვის სარძევე კბილი! – მეცნიერების ახალი აღმოჩენა სარძევე კბილთან დაკავშირებით

როდესაც ბავშვი სარძევე კბილს ამოეღებს, მშობლების უმეტესობა არჩევანის წინაშე დგება: გადააგდოს იგი, შეინახოს თუ ტრადიციისამებრ რამე რიტუალი ჩაატაროს.

თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ამ პატარა კბილის გადაგდება შეიძლება არ იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება — როგორც ტრადიციული რწმენების, ასევე თანამედროვე სამედიცინო მოსაზრებების მიხედვით.

კბილის ცვლა ძალზედ ნორმალური ბუნებრივი თანმხლები მოვლენაა ბავშვის ზრდის პროცესში. ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ აუცილებლად უნდა შეინახოთ ეს კბილი, რადგან მის მფლობელს სასწაულსაც კი პირდება.

თანამედროვე მეცნიერების მოულოდნელი არგუმენტი

ჩვენ ვიცით უკვე ის ფაქტი, რომ მშობლები ინახავენ დაბადების პროცესიდან შვილის ჭიპლარს სპეციალურ “ბანკებში” (სისხლის ბანკი და ა.შ.), რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ღეროვან უჯრედებს, რაც ხელს უწყობს ნებისმიერი ორგანოს სტრუქტურის დიფერენციას.

ბოლო წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სარძევე კბილებში ღეროვანი უჯრედებია (stem cells), რომლებსაც სამომავლოდ სამკურნალო პოტენციალი აქვთ. ეს უჯრედები შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში — მაგალითად, ნერვული ქსოვილების აღსადგენად ან ძვლის დაზიანებების სამკურნალოდ.

ღეროვანი უჯრედები კბილს აქვს პულპის (რბილობის) ღრუში, რომელთაც გენერირების შემდეგ შეუძლიათ ისეთი ნივთიერებების ღდგენა, როგორიცაა ნეირონები, ხრტილი, ძვალი და გულის საკნები. ამ უჯრედების მეშვეობით შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის განკურნება.

არსებობს კონცეფცია – კბილის ამოღებიდან მხოლოდ 48 საათის მანძილზე რჩება ცოცხალი ღეროვანი უჯრედები და სწორედ ეს პერიოდია მათი სწორად შენახვისათვის, სპეციალურ ორგანიზაციებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ღეროვანი უჯრედები იღუპება.

წყაროები:

https://www.pnas.org/doi/10.1073/pnas.0937635100

https://www.nidcr.nih.gov/

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები