პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაური ცხოველების - ძაღლებისა და კატების...

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას ატარებს

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე – ისე როგორც წინა წლებში, თარიღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას ატარებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ პრევენციული აცრა როგორც ცხოველის, ისე ადამიანების უსაფრთხოებას იცავს.

სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში აცრები ამ აქციის ფარგლებში უსასყიდლოდ ჩატარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 12 წლის განმავლობაში ცოფის შემთხვევები 96%-ით შემცირდა. 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით, მწვავე ვირუსული ინფექციის 116 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, წელს კი მათი რაოდენობა ხუთია.

“ვიმოქმედოთ ახლა” – ეს მიმდინარე წელს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილია. თარიღი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სწორედ 28 სექტემბერს აღინიშნება. დედაქალაქის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ხვალ სპეციალურ აქციას გამართავს. თბილისის ოთხ ლოკაციაზე უფასო ანტირაბიული ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი.

სააგენტოში ამბობენ, რომ დაავადებასთან ბრძოლის ფარგლებში, კომპლექსური ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. ყოველწლიურად, შესაბამისი სამსახურები აცრას 300 ათასზე მეტ შინაურ ცხოველს უტარებენ. პარალელურად რეგულარულად ტარდება ვაქცინაცია მიუსაფარი ცხოველებისთვისაც.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები