ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაარ შეიძინოთ ხორცი, რძე, რძის ნაწარმი არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში!” – სეს საგანგებო...

არ შეიძინოთ ხორცი, რძე, რძის ნაწარმი არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში!” – სეს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ინტენსიურ მონიტორინგს ცხოველთა, ხორცისა და ხორცპროდუქტების უსაფრთხოების მიმართულებით.

უწყების ინფორმაციით, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში გამოვლენილია არალეგალური სასაკლაოები და სურსათში შეუსაბამობები.

სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ მიზანი არის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვადა ბაზარზე მხოლოდ უსაფრთხო სურსათის მიწოდება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ მაღალი რისკის შემცველი სურსათის – ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოწმება გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„სახელმწიფო კონტროლი ტარდება სასაკლაოებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და საწარმოებში. სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა მონიტორინგის ფარგლებში სარეალიზაციო ქსელიდან აღებული სურსათის ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

შეუსაბამობის გამოვლენის გამო ბიზნესოპერატორს დაევალა შპს „ახალი გემო 2019“-ის (ხაშური, რუსთაველის 10; ს/კ 443867763) წარმოებული გაყინული ქაბაბის (დამზადების თარიღი: 25.08.2025; ვარგისიანობის ვადა: 25.10.2025) ბაზარზე განთავსების აღკვეთა და ბაზარზე განთავსებულის ამოღება, რაზეც ზედამხედველობა სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს.

გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტებმა კრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირეს ქ. სამტრედიაში, არალეგალურ სასაკლაოზე (ფ/პ როინ ბურკაძე). ასევე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ფ/პ როვშან გიულმამედოვი). ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე დაკლულ პირუტყვის ხორცს ჯანმრთელობის ნიშანდება არ ჰქონდა.

სააგენტოს იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოების უფლებამოსილმა პირებმა ორივე დამრღვევის მიმართ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარე წელს ჩატარებული 5 100 სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილია 449 სამართალდარღვევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები