ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიწელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათასი ტონა, მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით,...

წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათასი ტონა, მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს

სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას და ამ კუთხით ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს ჩაიბარებს 1.50 ლარად, რქაწითელსა და სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, ხოლო არაკონდიციურ და დაზიანებულ ყურძენს – 1.00 ლარად.

„გაგრძელდება ის მიდგომა, რომელიც წინა წლების განმავლობაში მოქმედებდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერისთვის ჩვენს ქვეყანაში. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათასი ტონა და იმისათვის, რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მადლობა მინისტრ დავით სონღულაშვილს რთველთან დაკავშირებული სამუშაოების სათანადოდ ორგანიზებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები