უკვე 700-მა ფერმერმა ქალმა შეძლო რძისა და რძის პროდუქტის საწარმო დანადგარების შეძენა, FAO-ს თანამონაწილეობრივი საგრანტო კომპონენტის მეშვეობით.
დღეიდან 30 სექტემბრის ჩათვლით კი გრძელდება განაცხადების მიღება ფინანსური მხარდაჭერის პაკეტით დაინტერესებული მცირე მწარმოებლებისთვის!
ხართ მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი ფერმერი?
გსურთ წარმოების ეფექტურობისა და უვნებლობის გაუმჯობესება?
ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი ხელმისაწვდომია ყველა ქალი ფერმერისთვის, ვისაც:
სურს რძისა და რძის პროდუქტის საწარმო დანადგარების შეძენა;
ყავს ექვსიდან 20 მეწველ ძროხამდე;
სრულად აქვს გავლილი FAO-ს სურსათის უვნებლობის ტრენინგები.
საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, 70 პროცენტიანი თანადაფინანსება ვრცელდება შემდეგ ინვენტარზე:
- პორტატული საწველი აპარატი;
- უჟანგავი ფოლადის რძის ბიდონი;
- რძის გამაგრილებელი ავზი მაქსიმალური ტევადობით – 500 ლიტრი;
- პასტერიზატორი მაქსიმალური ტევადობით – 500 ლიტრი;
- რძის პორტატული ანალიზატორი;
- ვაკუუმის შესაფუთი აპარატი.
თანამონაწილეობრივ საგრანტო კომპონენტს FAO ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://eu4georgia.eu/ka/mkhardacheris-paketi-5/

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სოფელი. (2026). უკვე 700-მა ფერმერმა ქალმა შეძლო რძისა და რძის პროდუქტის საწარმო დანადგარების შეძენა, FAO-ს თანამონაწილეობრივი საგრანტო კომპონენტის მეშვეობით. 1 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/უკვე-700-მა-ფერმერმა-ქალმა-შე/
სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. უკვე 700-მა ფერმერმა ქალმა შეძლო რძისა და რძის პროდუქტის საწარმო დანადგარების შეძენა, FAO-ს თანამონაწილეობრივი საგრანტო კომპონენტის მეშვეობით [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94-700-%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94/
shenisofeli.ge
