კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევა

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს.

დაბალი ფიზიკური აქტივობის, ნაადრევ სიკვდილსა და სიმსუქნეს შორის კავშირის განსაზღვრის მიზნით, მთელი ევროპის მასშტაბით „კიბოსა და სიმსუქნის ევროპული პროსპექტული კვლევა“ ჩატარდა.

  • კვლევაში მონაწილეობდა 334,161 მამაკაცი და ქალი.
  •  1992-2000 წლების მანძილზე მკვლევარები სიმაღლეს, წონასა და თეძოს გარშემოწერილობას ზომავდნენ.
  • ფიზიკური აქტივობის განსაზღვრის მიზნით იყენებდნენ თვითშეფასების მეთოდს. აქტივობის განსაზღვრა ხდებოდა სამსახურსა და რეკრიაციულ  (დასვენების დროს) ზონაში. მონაწილეთა თითქმის მეოთხედი (22,7%)  კვალიფიცირდებოდა  როგორც არააქტიური (ინერტული) ჯგუფი.
  • კვლევაში მონაწილეებზე დაკვირვება 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა

მათგან 21,438 გარდაიცვალა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად არააქტიური ადამიანები ზომიერად არააქტიურებთან  შედარებით, ნაადრევი სიკვდილის მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ავტორები თვლიან, რომ ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული (90-დან და 110-მდე კალორიის დაწვა)   ფიზიკური აქტივობის არ მქონე ადამიანს (არააქტიურს, ინერტულს) ზომიერად არააქტიურს (დაბალინტენსიურს) გახდის და ნაადრევი სიკვდილის რისკს 16-30 %-ით შეამცირებს (როგორც ნორმალური სხეულის წონის, ასევე მაღალი BMI-ის მქონე პირებში).

სიკვდილობის ბოლო მონაცემებით, ევროპაში ( მამაკაცები+ქალები) 9,2 მილიონი გარდაცვალების შემთხვევიდან 337 000-ს სიმსუქნე იწვევს (BMI>30), ფიზიკური უმოქმედობა კი 676,000 შემთხვევას.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს. 30 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/კვლევის-შედეგების-თანახმ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9b/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network