FAO-ს ვეტერინარებმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩაატარეს აკვაკულტურისა და სურსათის უვნებლობის შესახებ.

თეორიული და პრაქტიკული საგანმანათლებლო შეხვედრები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
- აკვაკულტურის საფუძვლები
- საქართველოს აკვაკულტურის სექტორის მიმოხილვა
- ბიოუსაფრთხოება
- ინფექციური დაავადებები თევზებში
- ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური რისკები თევზეულში.
პრეზენტაციებისა და თევზის ფერმაში გამართული პრაქტიკული საჩვენებელი აქტივობებისა თუ სავარჯიშოების მეშვეობით, უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიღრმავეს ცოდნა სურსათის უვნებლობაზე აკვაკულტურის მიმართულებით.
“ტრენინგების მიზანია საქართველოს ვეტერინარიის პროფესიონალებში ფერმის ცხოველთა ვეტერინარიის მიმართ ინტერესის გაზრდა, მათი იმ ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვა, რომელიც აუცილებელია სურსათის უვნებლობისა და თევზის ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად და ასევე, სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ხაზგასმა მომხმარებლების კეთილდღეობის, მწარმოებლების წარმატებისა და სტუდენტების სამომავლო კარიერების კუთხით“, თამარ გოგნიაშვილი, FAO-ს ვეტერინარი და ექსტენციის სპეციალისტი.
აკვაკულტურის ტრენინგები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის FAO-ს მიერ ხორციელდება ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.

___
The Veterinarians of FAO in Georgia conducted a training series on aquaculture and food safety for university students.
Comprised of both theoretical and practical sessions, the topics of the educational meetings included:
Introduction to aquaculture;
Overview of the sector in Georgia;
Biosecurity;
Infectious diseases in fish;
Biological, chemical and physical hazards in fish products.
The university students had a chance to learn about food safety in aquaculture through presentations as well as practical demonstrations and exercises in a fish farm. The practical part of the training included activities such as water quality measurement and fish necropsies.
“Through these training sessions, we aimed to equip the next generation of Georgian veterinary professionals with the essential knowledge and hands-on experience needed to ensure the highest standards of food safety and fish health, increase interest toward farm animal veterinary, and highlight the importance of food safety for consumers’ well-being, producers’ success, and students’ future careers,” Tamar Gogniashvili, FAO Veterinary and Extension Specialist.
The aquaculture trainings are organized by FAO under ENPARD IV of the EU and Sweden.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.