საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნიცაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „კლიმატის მწვანე ფონდის“ (Green Climate Fund – GCF) აღმასრულებელ დირექტორ მაფალდა დუარტესთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენის შემცირებისკენ მიმართული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
„საქართველოს პარტნიორობა „კლიმატის მწვანე ფონდთან“ (GCF) 2016 წელს დაიწყო. მას შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით არაერთ ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების განსახორციელებლად GCF-მა ორი ეროვნული პროექტი დააფინანსა. ჩვენ ჩართულები ვართ ფონდის რეგიონულ პროექტებშიც. ვიმედოვნებთ, რომ „კლიმატის მწვანე ფონდთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა. გააგრძელეთ კითხვა
გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.