წელს, საქართველოში ბანანის იმპორტი შემცირდა.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის ორ თვეში, ქვეყანამ $6,5 მლნ-ის 8,2 ტონა ბანანი შეიძინა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 9 ტონა ბანანი ჰქონდა შეძენილი, რომელშიც $7,7 მლნ გადაიხადა. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას იმპორტი 8.7%-ით შეუმცირდა.
მთავარი იმპორტიორი ქვეყანა, წელსაც ეკვადორია, სადაც საქართველომ 6,4 მლნ დოლარის ღირებულების, 8,2 ტონა ბანანი შეიძინა. ამასთან, მცირე რაოდენობით იმპორტი განხორციელდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ნიდერლანდებიდან და ირანიდან.
2024 წელს საქართველომ 46,729 ტონა ბანანი შეიძინა, რაშიც $38,4 მლნ გადაიხადა, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში $34,2 მლნ-ის 40,148 ტონა ბანანი ჰქონდა შეძენილი.
2024 წლის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების TOP 5 ასეთია:
- ეკვადორი – $36,1 მლნ, 44,036 ტონა;
- გერმანია – $1,4 მლნ, 1,668 ტონა;
- აშშ – $325 ათასი, 409 ტონა;
- კოლუმბია – $127 ათასი, 171ტონა;
- თურქეთი – $124 ათასი, 164 ტონა.