სამშაბათი, მარტი 25, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებატყე მხოლოდ ხეები არ არის – ეს სიცოცხლის დიდი ქსელია, სადაც ყველაფერი...

ტყე მხოლოდ ხეები არ არის – ეს სიცოცხლის დიდი ქსელია, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული

21 მარტი – ტყის საერთაშორისო დღეა

ტყე მხოლოდ ხეები არ არის – ეს სიცოცხლის დიდი ქსელია, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
ტყეები გვაცოცხლებენ – ისინი ასუფთავებენ ჰაერს, ინარჩუნებენ წყლის ციკლს, გვაძლევენ სახლს და საკვებს.
მნიშვნელოვანია ტყეები ჩვენი მომავლისთვის!

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ  გამოაცხადა. აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ყველა ტიპის ტყის მნიშვნელობის შესახებ. ქვეყნები ვალდებულნი არიან განახორციელონ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევა ტყეების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, როგორიცაა ხეების დარგვის კამპანიები.

ტყეს დედამიწის ხმელეთის მესამედი უკავია, ხოლო დაახლოებით 1,6 მილიარდი ადამიანისთვის იგი საარსებო და თავშესაფრის წყაროს წარმოადგენს. Გარდა ამისა, 750 მილიონი ადამიანისთვის ტყე საცხოვრებელი ადგილია, მათ შორის 60 მილიონი მკვიდრ, ადგილობრივ მოსახლეობას შეადგენს.1990-დან 2020 წლამდე მსოფლიომ დაკარგა დაახლოებით 178 მილიონი ჰექტარი ტყე, ფაქტობრივად, ლიბიის ტერიტორიის სიდიდის ტყე. ქალაქად მცხოვრები ადამიანებისთვის ტყე სუფთა ჰაერისა და წყლის მთავარი წყაროა. ტყე ბიოლოგიურად ყველაზე მრავალფეროვანი ეკოსისტემაა ხმელეთზე, სადაც ბინადრობს ხმელეთის ცხოველთა, მცენარეთა და მწერების 80%-ზე მეტი. მიუხედავად ყველა ამ ფასდაუდებელი ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის სარგებელისა, ტყეების საფარი საგანგაშო სისწრაფით ნადგურდება. [1]

ტყის მდგრადი მართვა და მისი რესურსების გონივრული გამოყენება საკვანძოა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებთან საბრძოლველად და ასევე გადამწყვეტ როლს ასრულებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიმართულებით.

გარდა ამისა, ტყეები და ტყის ნიადაგები შთანთქავენ ტრილიონ ტონაზე მეტ ნახშირბადს. ამიტომ, ტყეები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კლიმატის კატასტროფულ ცვლილებებთან ბრძოლაში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით შთანთქმით და შენახვით. ხეებს შეუძლიათ ქალაქებში 8°C-მდე შეამცირონ ტემპერატურა, ხოლო ტრანსპორტის გამონაბოლქვი კი 40%-მდე. თუმცა, სამწუხაროდ, ხეების მოჭრის შედეგად ისინი კარგავენ გლობალური კლიმატის რეგულირების უნარს.

ძლიერი წვიმის დროს ხეები ბარიერის როლს თამაშობენ წყალდიდობების წინააღმდეგ; ასევე, ტყის საფარი ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას და ამარტივებს წყლის შეწოვას ნიადაგში. გარდა ამისა, მშრალ და გვალვიან ამინდებში ტყეები წყლის აორთქლებით ტემპერატურას არეგულირებენ. Საინტერესოა, რომ თანამედროვე მედიკამენტების მეოთხედზე მეტი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 108 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ტროპიკული ტყის მცენარეებიდან მოდის.

უნდა გვახსოვდეს, რომ ტყის მოჭრა მთელი ეკოსისტემის ნგრევას იწვევს, რასაც ყველა ჩვენგანისთვის მძიმე შედეგები მოაქვს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

მარტი 25, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მარტი 24, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი შოკოლადის მაფინები

როგორ მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი შოკოლადის მაფინები

მარტი 24, 2025
ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

მარტი 24, 2025
ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

24 მარტი 2025
ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები