ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიმახრას წინააღმდეგ გამოიყენება ბრძოლის რამოდენიმე მეთოდი

მახრას წინააღმდეგ გამოიყენება ბრძოლის რამოდენიმე მეთოდი

მახრა, იგივე ბოსტანა, ძალიან საშიში მავნებელია: მას შეუძლია მცენარეთა ფესვები დაღრღნას და ფერმერულ მეურნეობებს აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენოს.

მახრა საქართველოში გავრცელებული პოლიფაგი მავნებელია, ის აზიანებს მცენარის მიწისქვეშა ორგანოებს: ფესვთა სისტემას, ფესვის ყელს, ნორჩ ყლორტებს.
მახრა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ღია გრუნტში ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მწარმოებლებისათვის, ასევე მესათბურე ფერმერებისთვის რომლებსაც მოყავთ ბოსტნეული კულტურები, ყვავილები და სხვადასხვა დეკორატიული მცენარეები. მახრა მავნეობას იწყებს 10-120C ტემპერატურაზე, რაც ემთხვევა სათბურებში ჩითილების გადარგვის პერიოდს. მავნებელი აზიანებს ახალ გადარგულ ჩითილებს, მათ ფესვთა სისტემას და ჭრის ღეროს, რაც იწვევს გადარგული ჩითილების ხმობას, შედეგად ნათესი მეჩხერდება და საჭირო ხდება გაცდენილი ადგილების შევსება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროსთან და დამატებით ხარჯებთან.
მახრას წინააღმდეგ გამოიყენება ბრძოლის რამოდენიმე მეთოდი: მექანიკური – ნიადაგის დამუშავებით, გათოხვნით მახრის ბუდეების დაშლა. მორწყვა – ფერმერები მიმართავენ ნიადაგის მორწყვასაც ჭარბი წყლის რაოდენობით; ქიმიური – მახრას წინააღმდეგ მიმართავენ კორმაში(ქატოში) ინსექტიციდების შერევას სხვადასხვა სურნელოვან ნივთიერებებთან (მაგ: მზესუმზირის ზეთი) ერთად, კარგ შედეგს იძლევა ფოსფორორგანული (დიმევიტი , ნურელ დ და ქლორპრივიტ აგრო ) ან პირეტროიდული ჯგუფის პრეპარატების გამოყენება. ქიმიური მეთოდი ასევე გულისხმობს ნიადაგში შესატანი გრანულირებული ინსექტიციდების გამოყენებას (ფორსი – სინგენტა), რომლებიც ეფექტურია ჩითილების გადარგვის დროს. ინსექტიციდების შეტანა ხდება კვლებში ან ჩითილის ჩასარგავ ორმოში. აღნიშნული ინსექტიციდები გამოიყენება ყვავილების გადარგვის დროსაც, მათი ეფექტურობა მახრას წინააღმდეგ ნაჩვენებია გეორგინების ტუბერების გადარგვის დროსაც.

იმ შემთხვევაში, თუ მათთან ბრძოლის ქიმიური საშუალებების გამოყენების მომხრე არა ხართ, არსებობს კარგად აპრობირებული, ეკოლოგიურად სუფთა მეთოდები. მათი რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია მავნებლების რაოდენობის შემცირება ან საერთოდ გაქრობა.

საპნის ხსნარი

ეს ყველაზე მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი მეთოდი არის. როგორც კი დაინახავთ ბოსტანას სოროს შესასვლელს, მოამზადეთ საპნის ხსნარი და წვრილ ნაკადად, პირდაპირ ხვრელში ჩაასხით! სულ 1-2 ლ. წყალი და მწერები მაშინვე გამოცვივდებიან სოროდან. ამის შემდეგ, მხოლოდ მათი დაჭერაღა იქნება საჭირო.
imageშენიშვნა: ზოგიერთ სპეციალურ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ მწერების სოროებიდან გამოსადევნად, «ნებისმიერი» საპნის და ასევე, სარეცხი ფხვნილის გამოყენება შეიძლება. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ფხვნილი ფოსფატებს, ოპტიკურ გამათეთრებლებს, სინთეთიკურ არომატიზატორებს და ბევრ სხვა დანამატს შეიცავს, რომლის ადგილი ნამდვილად არ არის ბაღ-ბოსტნების ნიადაგში! ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო საპონი ბევრად უფრო იაფია. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ საპნიანი ხსნარის ნაცვლად, სუფთა წყლის ჩასხმის შემდეგაც, გამოდიან მწერები სოროებიდან.

ხაფანგები

ხაფანგების დადება ცოტა შრომატევადია, მაგრამ, ამავდროულად, მოსახერხებელიც არის: დადგავთ ხაფანგებს ნაკვეთშუ და შეგიძლიათ სხვა საქმე აკეთოთ. ხაფანგი კი, 1-2 კვირა დამოუკიდებლად «იმუშავებს».

I. ჩასაფრება მინით

image

ამ ხაფანგის პრინციი იმაში მდგომარეობს, რომ ბოსტანა მიწის ქვეშ მხოლოდ გათხრილ გვირაბებში მოძრაობს. თუ ამ გვირაბებთან 0, 5-0, 7 ლ–იან ქილებს ჩადგავთ, მავნებლები ადრე თუ გვიან, შიგნით მოხვდებიან.

image

image

ქილაში შეგიძლიათ წყალი ჩაასხათ (ნახევარზე). ამ შემთხვევაში, ტენის სახით, დამატებითი «ცდუნების» ეფექტი შეიქმნება.

II. თაფლიანი ხაფანგი

image

ჩადგით მიწაში მინის ქილა და ზედა ნაწილში, დაახლოებით, სიმაღლის 1/4-ზე თაფლი წაუცვით სუნისთვის. ქილას ზემოდან რკინის ფირფიტა გადაფარეთ და თივა დააყარეთ. ბოსტანასთვის კარგი სატყუარაა როგორც თაფლის სუნუ, ისე სითბო.

image

image

III. ხაფანგი ლუდით

image

0, 5 ლიტრიან მინის ბოთლში ჩაასხით 100 მლ. ახალი ლუდი და მიწაში ჩამარხეთ, დახრილ მდგომარეობაში (როგორც სურათზეა). ამასთან, ბოთლის თავი არ უნდა ეხებოდეს ნიადაგს. ნიადაგი ჩაღრმავება უნდა მორწყათ და ზემოდან რკინის ფირფიტა, კრამიტი ან სქელი მუყაო გადააფაროთ. 7-10 დღის შემდეგ, ბოთლი უნდა ამოიღოთ.

image

image

ხაფანგი-სატყუარების დადგმა რეკომენდირებულია, დამუშავებული მიწის ნაკვეთის, ყოველ 4-5 კვ. მ-ზე.

image

«მსუბუქი ქიმია»

არის კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც სახლის მცენარეების მწერებთან ბრძოლისას გამოიყენება და შედარებით დიდი მწერების მოსაგერიებლადაც გამოდგება. აქ საუბარია ასანთის თავებზე, რომელიც შეიძლება მწერების მოწამვლა, მცენარეებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ფოსფორს და გოგირდს, რომლებსაც ასანთის თავი შეიცავს, შეუძლია მომაბეზრებელი მავნებლები სამუდამოდ მოაცილოს ნათესებს:

დაასველეთ პური და მისგან კაკლის ხელა გუნდა გააკეთეთ > ჩაარჭეთ მასში 10–12 ასანთი > როდესაც ასანთის თავები დასველდება და პურს შეერევა, ღეროები ამოიღეთ > პურის გუნდა კარგად აზილეთ, რომ მასში ფოსფორი და გოგირდი თანაბრად გადანაწილდეს.

გაყავით პური პატარ-პატარა ნაწილებად და მისგან ბარდისოდენა ბურთულები გააკეთეთ > მოათავსეთ ეს ბურთულები მწერის სოროებში, ერთმანეთისგან 0, 5–0, 7 მ-ის დაშორებით.

ამრიგად, მწერებისგან მოსავლის დასაცავად, სპეციალური ქიმიური საშუაქლების შეძენა საჭირო არ არის. გარდა იმისა, რომ ქიმიკატებით ბრძოლის მეთოდი, გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, ჯანმრთელობისთვის საზიანო არის.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რა უნდა მიირთვათ ნეპალში

რა უნდა მიირთვათ ნეპალში

19 March, 2025
იცოდით, რომ ზოგიერთი საკვები შეიძლება თქვენს მხედველობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს?

იცოდით, რომ ზოგიერთი საკვები შეიძლება თქვენს მხედველობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს?

მარტი 19, 2025
თბილისის სატრანსპორტო კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

19 მარტი 2025
იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

მარტი 19, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე – „როიტერსი“ საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს

საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე – „როიტერსი“ საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს

მარტი 19, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ იდეალური და მწიფე ავოკადო

როგორ შევარჩიოთ იდეალური და მწიფე ავოკადო

მარტი 19, 2025
ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

მარტი 19, 2025
ვიზა და გერმანიაში შესვლა – გზამკვლევი შენთვის

ვიზა და გერმანიაში შესვლა – გზამკვლევი შენთვის

19 მარტი 2025
რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება — როგორ შეძლებთ გადაადგილებას

რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება — როგორ შეძლებთ გადაადგილებას

მარტი 19, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები