პარასკევი, ივნისი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრობოლო შვიდი თვის განმავლობაში საქართველოდან 84.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი...

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში საქართველოდან 84.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში საქართველოდან 84.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.7 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 84.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  16%-ით გაიზარდა და 6.14 $/კგ შეადგინა. 

ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე – იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, განხორციელდა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (18%-ით), ხოლო ღირებულება – 22.4 მლნ აშშ დოლარით (36%-ით) გაიზარდა.

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები