მთავარი საზოგადოება სიახლე მგზავრებს! – ნახეთ, დეტალები

სიახლე მგზავრებს! – ნახეთ, დეტალები

0
სიახლე მგზავრებს! – ნახეთ, დეტალები
#image_title

დღეიდან, 11 თებერვლიდან, თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.

სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით, 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის, 2 საათით შემცირდება.

„მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:

თბილისიდან გასვლა – 09:00

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

ოზურგეთში ჩასვლა – 16:18

ოზურგეთიდან გასვლა – 08:40

თბილისში ჩასვლა – 16:00

ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებ-გვერდზე: gr.com.ge.

მცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე:

ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ.

რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.

რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური – 0,50 თეთრი.

დამატებით შეგახსენებთ, რომ gr.com.ge ვებ-გვერდზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) და თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. სიახლე მგზავრებს! – ნახეთ, დეტალები [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here