პარასკევი, ივნისი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებისაქართველოში კაკლის იმპორტი გაიზარდა

საქართველოში კაკლის იმპორტი გაიზარდა

„საქართველოში კაკლის იმპორტის მოცულობები გაზრდილია“. ამის შესახებ ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ანა ქევხიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილაში“ განაცხადა.

საქსტატის 11 თვის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 10.7 მლნ აშშ დოლარის 2,746 ტონა ნიგოზი იყიდა, რაც 2023 წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე ღირებულებით 46.2%-ით მეტიარაოდენობრივად კი 49.6%-ით აჭარბებს.

ქევხიშვილის თქმით, იმპორტის მოცულობის ზრდა უფრო დაბალი ხარისხის და შესაბამისად იაფ კაკალზე მოთხოვნითაა განპირობებული.

„იმპორტის მოცულობის ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ბიუჯეტური პროდუქტია, უფრო დაბალი ხარისხისაა და დაბალ ფასიან პროდუქტზე, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ნარჩუნდება.

ქართულმა კაკალმა თავისი ნიშა დაიკავა, როგორც მაღალ სეგმენტური, მაღალფასიანი. ხოლო, პირველ ადგილას ჩინური კაკლის იმპორტი დგას. წელს ფასი ყველა წარმოშობის კაკალზე ძალიან გაიზარდა, რადგან ბაზარზე დიდი დეფიციტი შეიქმნა“,- ამბობს ანა ქევხიშვილი.

ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აცხადებს, რომ სექტორი, გამოწვევების მიუხედავად, მზად არის ახალი ინვესტიციების მისაღებად. ამასთან, ასოციაციაც მზად არის, რომ ყველა დაინტერესებულ ადამიანს კონსულტაცია გაუწიოს.

ქევხიშვილის განცხადებით, აღნიშნული მიმართულება, ერთ-ერთი საინტერესო და გამართლებული იქნება საინვესტიციოდ.

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები