შაბათი, იანვარი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებითუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები.

კიტრი სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა. კიტრის მრავალი ჯიში არსებობს, მათ შორისაა ჰიბრიდული ჯიშებიც, რომლებიც დაავადებების მიმართ გამძლეობით და მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება.

კიტრი სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ მნიშვნელოვანი ნიადაგი იყოს განათებული და საკვები ნივთიერებებით მდიდარი (საუკეთესოდ იზრდება ჰაერის 25-30°C და ნიადაგის 20-25°C ტემპერატურის პირობებში). წინამორბედი კულტურების აღების შემდეგ, კიტრისთვის ნიადაგი მზადდება შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე.

დათესეთ საღი თესლი, დიდი ზომის. ჩაალბეთ ნახევარ ჭიქა რძეში და მეორე დღეს დათესეთ. ასეთი კიტრი ამოდის ძალიან მალე, ფაქტობრივად 4-6 დღეში.
კიტრი ითესება საღამოობით კარგად გამთბარ მიწაში. არ უყვარს ქარი, ამიტომ შეარჩიეთ შეძლებისდაგვარად დაცული ადგილი, რომ ორპირ ქარში არ მოყვეს.
ძალიან უყვარს სითბო და მზის სხივები, ხშირი მორწყვა თბილი წყლით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი მოსავლისა და იმისათვის, რომ კიტრი მწარე არ იყოს.
ბევრი წყლის დასხმა არ არის საჭირო.
კიტრისთვის საჭიროა ფხვიერი და სარეველებისგან განთავისუფლებული ნიადაგი. კიტრის მავნებლებია: ფრთათეთრა, თრიფსები და ტკიპები. ხოლო დაავადებებიდან: ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, ბაქტერიოზი, ფუზარიოზი და სხვა.
 ყველაფერი, რაც კიტრის შესახებ უნდა იცოდეთ
როცა კიტრს გაუჩნდება მესამე ფოთოლი (ნამდვილს ეძახიან), გამოიყენეთ ზრდის სტიმულატორი: 1 ლ თბილ რძეში გახსენით 100 გრ ცოცხალი საფუარი. გააჩერეთ სრულ გახსნამდე და ეს მასა გახსენით 10 ლ თბილ წყალში. მორწყვეთ კარგად კიტრი. თუ არ გაქვთ ცოცხალი საფუარი, გამოიყენეთ მშრალი 25 გრ. აუცილებლად აცადეთ გახსნა. ეს პროცედურა ჩაუტარეთ ზუსტად 1 თვეში განმეორებით.
კიტრებს შორის უნდა იყოს დაშორება 20-30 სმ.
როგორც კი უხვფოთლიანობა დაიწყება, არ დაგავიწყდეთ სუსტი ფოთლების მოშორება. უბრალოდ მიაჭერით (არ მოტეხოთ). თუკი შეამჩნიეთ, რომ ფოთლები იწყებს გაყვითლებას, 1 სკ ნატურალური თაფლი გახსენით 1 ლ თბილ წყალში და მიაშხურეთ ფოთლებს (თაფლი უნდა იყოს ნატურალური).
იმისათვის, რომ მივიღოთ მაღალი მოსავალი, რეკომენდებულია ნაყოფის ხშირი და წმინდა კრეფა. კიტრი მოკრიფეთ ყოველდღე. რაც უფრო ხშირად დაკრეფთ კიტრს- მით მეტ მოსავალს მიიღებთ!

მოსავალი იკრიფება კვირაში 2-3 ჯერ, დილის საათებში. დილით და აღებისას გასათვალისწინებელი მისი მოწყვეტის პროცესიც, რადგან ნაყოფი  არ უნდა მოვგლიჯოთ. მცენარეები უნდა გავათავისუფლოთ გაფუჭებული/დაავადებული ნაყოფებისგან.  რაც შეეხება  მოკრეფილი ნაყოფს, უნდა შევინახოთ მაგარ ყუთებში და სასურველია მოხდებს მისი დროული რეალიზაცია.
კიტრის ქვეშ ნიადაგი არ უნდა გამოშრეს! თავიდან ირწყვება კვირაში 2-3-ჯერ, თბილი წყლით, საღამოობით, შემდეგ ხშირად, მაგრამ არა დიდი რაოდენობის წყლით – მთელი ზაფხულის განმავლობაში. სასურველია გაუკეთდეს მულჩირებაც. არ უნდა ამოითოხნოს! ჰაერის მისაწოდებლად, ნიადაგი უნდა ამოეჩიჩქნოს ალაგ-ალაგ, ფრთხილად, 10-15 სმ სიღრმეზე.
თუ გსურთ კიტრისთვის დამატებითი სასუქის მიწოდება- მოასხით გარშემო მხოლოდ მზიან ამინდში.
წვიმიან ზაფხულში, დაავადებების თავისად ასაცილებლად, სეიძლება ჯიშიდან გამომდინარეც- ააკარით შპალერზე ან სარებზე.
თუ კიტრი ისხავს მარტო მამრობით ყვავილებს, ან ყვავილები სცვივა- შეაჩერეთ მორწყვა, შეაშრეთ ნიადაგი და შემდეგ შეიტანეთ ნიადაგში მინერალური სასუქები, ანდა ნაცარი,,
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
“ახალი სიტყვა შიზოფრენიის მკურნალობაში: ათწლეულების შემდეგ ინოვაციური პრეპარატი”

“ახალი სიტყვა შიზოფრენიის მკურნალობაში: ათწლეულების შემდეგ ინოვაციური პრეპარატი”

იანვარი 17, 2025
შელოცვა გოგონებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ თავიანთი მონათესავე სული

შელოცვა გოგონებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ თავიანთი მონათესავე სული

17 იანვარი 2025
რა არის ვაბი-საბი და როგორ შევქმნათ იგი ჩვენს ინტერიერში

რა არის ვაბი-საბი და როგორ შევქმნათ იგი ჩვენს ინტერიერში

იანვარი 17, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

იანვარი 17, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რომელი ბოსტნეული არ შეიძლება დათესოთ ერთმანეთის გვერდით

რომელი ბოსტნეული არ შეიძლება დათესოთ ერთმანეთის გვერდით

იანვარი 17, 2025
“ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი…” – ექსკლუზიური ინტერვიუ “პატარა გოგოს დიდი ამბების” შემქმნელ მარიამ ჩოფლიანთან

“ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი…” – ექსკლუზიური ინტერვიუ “პატარა გოგოს დიდი ამბების” შემქმნელ მარიამ ჩოფლიანთან

იანვარი 17, 2025
“პატარა გოგოს დიდი ამბები” – როგორია ბლოგერ მარიამ ჩოფლიანის ემიგრანტული ცხოვრება

“პატარა გოგოს დიდი ამბები” – როგორია ბლოგერ მარიამ ჩოფლიანის ემიგრანტული ცხოვრება

17 იანვარი 2025
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორი თვის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორი თვის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება

იანვარი 17, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები