ხუთშაბათი, იანვარი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მისი უსაზღვროდ მზრუნველი ხელი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი.

სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, გაძლიერებას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს!
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ქრისტეს შობა თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან უდიდესია. 

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.

საშობაო ტრადიციები

ქრისტეს შობის დღესასწაულს საქართველოში აღნიშნავდნენ, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას, რომელსაც მარხვის, როგორც სულიერი განწმენდის დასრულებითა და ახალი ცხოვრების დასაწყისად წარმოსახავდნენ და მას სიხარულით უნდა შეგებებოდნენ.
ამ დღესასწაულს საწესჩვეულებო რიტუალი ახლდა თან. ფაქტობრივად, სამზადისი იწყებოდა შობის წინა დღეს.
24 დეკემბერს სამეგრელოში ქირსე საღამოს (ქრისტე საღამოს) უწოდებდნენ; გურიაში – მრავალწლობას; იმერეთში – კორკოტობას; რაჭაში – კორკოტობას ან ჭანტილობას; ლეჩხუმსა და სვანეთში – ჭანტილობას; ზემო სვანეთში – შობ-ს; ქართლში – ქრისტეს კორკოტობას და ა.შ. ეს საღამო დიდ უქმედ ითვლებოდა, განსაკუთრებით ქალებისთვის; არ შეიძლებოდა კერვა, ქსოვა და სხვა ხელსაქმე.
ამ დღეს მთელ საქართველოში ხორბლისგან იხარშებოდა ფაფა, რომელსაც ეწოდებოდა: ჭანტილი (სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი); კორკოტი (იმერეთი, გურია, სამეგრელო); ქრისტეს კორკოტი (ქართლი, თუშეთი); ცხრაწვენა (ქართლი, კახეთი) და სხვ.
ჭანტილის ანუ კორკოტის მოსამზადებლად ქალებს მზის ამოსვლამდე უნდა გაერჩიათ ხორბალი და ჩაედგათ მოსახარშად. იგი იკაზმებოდა ხახვით, მარილითა და ნიგვზით.
გურიაში შობისთვის მზადების მთავარი რიტუალი ღვეზლის (საწესო პურის) გამოცხობა იყო. ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელი ცხვებოდა ხორბლის ფქვილისგან, ურთავდნენ ყველსა და გამომშრალ, შებოლილ კვერცხებს, რომლებიც მთელ-მთელი ან შუაზე გაჭრილი იდებოდა. ღვეზელი ცხვებოდა იმდენი, რამდენი წევრიც იყო ოჯახში, უფროსებისთვის უფრო დიდი ზომის, პატარებისთვის მომცრო. ღვეზლის გამოცხობა მიცვალებულისთვისაც იცოდნენ.
ჩვეულებრივ, შობის წინა საღამოს (ზემო სვანეთში), იკვლებოდა საშობაო ღორი. ღორის დაკვლის შემდეგ მოდიოდნენ მეალილოეები, მგალობლები, ქრისტეს მახარობლები – სამი-ოთხი მამაკაცის ან ქალისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ და ოჯახებს შობას ულოცავდნენ.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ოჯახის უფროსი ქალი ან მამაკაცი მეალილოეებს გამოუტანდა ფულს, კვერცხს, ღვინოს, მათთვის გამომცხვარ ღვეზელს (ამ უკანასკნელს იმერეთში საციქველი ეწოდება); სამეგრელოში ასე ამბობდნენ, – ალილოზე კაცი რომ მოვა და გიმღერებს, ეს იგივეა, რომ დიდი ძღვენი მიუტანო ოჯახსო.
როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, აღმოსავლეთ საქართველოშიც, ქართლსა და კახეთში იკვლებოდა ღორი, რომელსაც ნოემბრიდან ასუქებდნენ. ამ დღეს საუკეთესო ხორბლის ფქვილისგან ცხვებოდა ქადა, რომელსაც იმდენ ნაწილად ყოფდნენ, რამდენი ოჯახის წევრიც იყო, ანთებდნენ სანთლებს. საშობაო სუფრაზე უნდა ყოფილიყო: პური, ყველი, ქათამი, ინდაური, საკლავის ხორცი, თხილ-კაკალი, ღვინო და ყველაფერი, რის საშუალებაც ოჯახს ჰქონდა. სუფრასთან რომ დასხდებოდნენ, ოჯახის უფროსი დაილოცებოდა: “ღმერთო, მშვიდობის ზაფხული მოგვეცი, ბარაქიანი წელიწადი მოგვეცი! ღმერთო, უშველე ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს!”
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ძირითადი საწესჩვეულებო რიტუალები ხატში სრულდებოდა. მზადდებოდა მთის ყოფაში დამკვიდრებული კერძები და სასმელი, ხინკალი, შეთქმული საკლავის ხორცი, ფაფა, მოხარშული ბრინჯი და სხვ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ტანგიერი – სანაპირო ქალაქი მაროკოში

ტანგიერი – სანაპირო ქალაქი მაროკოში

8 January, 2025
მედიკოსები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

მედიკოსები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

იანვარი 8, 2025
შექმნეს მზის ქუდი, რომელსაც ერთდროულად ორი ტელეფონის დატენა შეუძლია

შექმნეს მზის ქუდი, რომელსაც ერთდროულად ორი ტელეფონის დატენა შეუძლია

8 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა

შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა

იანვარი 6, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025
უცხოეთში ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რამდენს ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ?

უცხოეთში ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რამდენს ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ?

8 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები