მთავარი სხვა-ამბები ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

0
ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
თებერვლის 7-8 გრადუსიანი საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელი -5 გრადუსი მოითხოვს სოფლის მეურნეობის კულტურების დამატებით დაცვას.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here