იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა – მთავრობის დადგენილება

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იანვრის უქმე დღეები ბევრ შეკითხვას აჩენს ფერმერებისა და სოფლის მცხოვრებლებისთვის. ამ სტატიაში განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ მითებს და ვასხავებთ რეალობას.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.

შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთან, დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის