ექიმი, ბიოთერაპევტი, ნუტრიციოლოგი ჯაბა ტყემალაძე, სოციალური ქსელის მეშვეობით, კვებასთან დაკავშირებით, უამრავ სასარგებლო ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას – რომელი პროდუქტი როგორ მივირთვათ და ასე შემდეგ.
ექიმი გვამცნობს, რომ კომპოტი სულაც არ არის უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მით უფრო საზიანოა ზამთრისთვის შენახული კომპოტები.
ჯაბა ტყემალაძე: კომპოტებს ახასიათებს კიბოს რისკის ზრდა „თხევადი შაქრის“ (რომელიც ხელს უწყობს სოკოების, საფუარის და ვირუსების გამრავლებას) გამო, ისევე როგორც ლიმონათს და ხილის წვენებს. კომპოტის ჩენჩოს გაფუებული ბოჭკოები ადვილად იწყებს დუღილს და დისკომფორტს უქმნის ნაწლავებს. შენახვისას კომპოტი თანდათან გამოიმუშავებს ტოქსინებს, რომლებიც ყველაზე საშიშია თირკმელებისთვის.
კომპოტის ალტერნატივა შეიძლება იყოს – სხეულის ტემპერატურამდე გაგრილებული ჩაივით მომზადებული ნაყენი- ადუღებამდე მიყვანილი წყალი დაასხით სასარგებლო ხილის ნაჭრებს და შემდეგ 10-15 წუთის განმავლობაში დააყენეთ.