რა შეცდომებს ვუშვებთ ტანსაცმლის რეცხვისას ყველაზე ხშირად – ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტეთ

SheniSofeli.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რა შეცდომებს ვუშვებთ ტანსაცმლის რეცხვისას ყველაზე ხშირად

ტანსაცმლის გარეცხვისას დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები

ზედმეტად მაღალი ტემპერატურა

რა შეცდომებს ვუშვებთ ტანსაცმლის რეცხვისას ყველაზე ხშირად – ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტეთ | შენი სოფელი
თქვენი სამოსი შეინარჩუნებს ფორმასა და ფერს უფრო უკეთ, თუ მათ დაბალ ტემპერატურაზე გარეცხავთ. ასევე, თბილ და ცივ წყალს ისევე შეუძლია ჭუჭყთან გამკლავება, როგორც ცხელს. რეალურად მხოლოდ პირსახოცებისა და მსგავსი ნაჭრების გარეცხვაა საჭირო მაღალ ტემპერატურაზე დეზინფექციის გამო.

სარეცხი მანქანის გავსება რთულ ლაქებიანი სამოსით

ზედმეტად დასვრილი ტანსაცმელი აუცილებელია წინასწარ ჩაალბოთ წყალში, რათა გარეცხვისას მათი ჭუჭყი მთლიანად მოცილდეს. ტკბილი ლაქებისთვის შეგიძლიათ წინასწარ ლიმონის წვენიც გაოიყენოთ დასალბობათ, ხოლო ღვინის ლაქებზე შეგიძლიათ წყლისა და სოდის ნარევი მიქსი დაასხათ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საცვლების სარეცხი მანქანით გარეცხვა

რა შეცდომებს ვუშვებთ ტანსაცმლის რეცხვისას ყველაზე ხშირად – ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტეთ | შენი სოფელი
ავტომატური სარეცხი მანქანით გარეცხვისას ბიუსტჰალტერები ფორმას კარგავენ და იწელებიან. საუკეთესო გამოსავალია მათი ხელით გარეცხვა. ეს ასევე საცვლებსა და საცურაო სამოსსაც ეხება.

ჯინსების ხშირად გარეცხვა

რა შეცდომებს ვუშვებთ ტანსაცმლის რეცხვისას ყველაზე ხშირად – ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტეთ | შენი სოფელი

ჯინსების მწარმოებლებს რადიკალური მოსაზრება აქვთ ამ თემაზე. ისინი გვირჩევენ რომ საერთოდ დავივიწყოთ ჯინსების სარეცხი მანქანით გარეცხვა, რათა მათი ფერი რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ. თუ ამ რეკომენდაციის შესასრულებლად მზად არ ხართ, ოპტიმალური პერიოდი მათ გასარეცხად საშუალოდ 6 თვეში ორჯერაა. ეს რიცხვი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სიხშირით იცვავთ მათ.

 არასწორად გაშრობა

ცუდად გაშრობა ისევე ახდენს თქვენ სამოსზე გავლენას როგორც არასწორი მეთოდებით გარეცხვა. საჭიროა ეს რჩევები გაითვალისწინოთ:

  • არ გამოიყენოთ ავტომატური გამაშრობელი ხშირათ. იგი თქვენი სამოსის ფერზე უარყოფით გავლენას ახდენს და დელიკატურ ნაჭრებს აფუჭებს.
  • არ გააშროთ ტანსაცმელი ზედმეტად დიდ ხანს, ეს ფერზე იმოქმედებს.
  • არ ჩამოკიდოთ ნაქსოვი და ბამბის სამოსი, რადგან ეს მათ ფორმას დაუკარგავს. გაშალეთ ისინი სწორ ზედაპირზე და ასე გააშრეთ.

სარეცხი მანქანის მოვლა

რა შეცდომებს ვუშვებთ ტანსაცმლის რეცხვისას ყველაზე ხშირად – ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტეთ | შენი სოფელი
ჭუჭყი, სარეცხი საშუალებების ნარჩენები და ყველაფერი რაც რეცხვის შემდეგ სარეცხი მანქანის შიგნით რჩება, დროთა განმავლობაში აუცილებლად აღმოჩნდება ისევ თქვენ სამოსზე. ეს ლაქებსა და ცუდ სუნს გამოიწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად ამ გზებს უნდა მიმართოთ:

  • გაანიავეთ სარეცხი მანქანა ყოველი გარეცხვის შემდეგ
  • ჩამოწმინდეთ სარეცხი საშუალებების ნარჩენები მისი შიდა მხარიდან და კარებიდან
  • ჩაასხით გამათეთრებელი საშუალება სუფთა ჭურჭელით სარეცხ მანქანაში

რა შეცდომებს ვუშვებთ ტანსაცმლის რეცხვისას ყველაზე ხშირად – ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტეთ | შენი სოფელიასევე აუცილებელია გაუფრთხილდეთ თქვენი სარეცხი მანქანის შიგთავსს. თვეში ერთხელ კარგი იქნება თუ მას ცარიელს აამუშავებთ და შიგნით სარეცხი საშუალებისა და ძმრის ნარევს ჩაასხავთ გასაწმენდად.

drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). რა შეცდომებს ვუშვებთ ტანსაცმლის რეცხვისას ყველაზე ხშირად – ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტეთ. 22 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/რა-შეცდომებს-ვუშვებთ-ტან/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. რა შეცდომებს ვუშვებთ ტანსაცმლის რეცხვისას ყველაზე ხშირად – ამ შეცდომების დაშვება შეწყვიტეთ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%97-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network