დამბალხაჭო – ტრადიციული ფშაური კერძი,
2014 წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) – ტრადიციული ფშაური საკვებია. მზადდება კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსაგან. მარილში გადაზელილ ხაჭოს კვერებს რამდენიმე დღე უმზეოდ აშრობენ წნელისაგან მოწნულ სპეციალურ სათავსში – ძობანში, რომელიც ხშირად შუაცეცხლის თავზე, ამავალი კვამლის ზევით ჰკიდია.
გამშრალ ხაჭოს კვერებს დასალბობად ალაგებენ თიხის ქოთანში. ჰერმეტულობის და მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქოთანი შეიძლება მიწაში იყოს დაფლული. ასე ლბება ხაჭოს კვერები დაახლოებით 1,5-2 თვის განმავლობაში. ლბობის პროცესში გარედან იკიდებს “კეთილშობილ ობს”, რომელიც გემრილიცაა და სასარგებლოც. ობიანი კანის შიგნით ხაჭოს კვერები ლბება და სასიამოვნო ოქროს ფერს იღებს. დღეისთვის ფშავსა და ფშავლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კვლავაც შემორჩენილია დამბალხაჭოს არა მხოლოდ კეთების (ოჯახში მოსახმარად), არამედ სარეალიზაციოდ წარმოების ტრადიცია. სარეალიზაციოდ არაგვისა და ივრის ხეობის სოფლებში დაახლოებით 20-25 ოჯახი ინტენსიურად პრაქტიცირებს დამბალხაჭოს უძველესი ტექნოლოგიით დამზადებას.
ომში, სხვა შესაბამის საგზალთან ერთად, ფშაველ მეომრებს საკვებად, გამძლეობისა და სიმსუყის გამო, სწორედ დამბალხაჭო მიჰქონდათ.
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სოფელი. (2025). დამბალხაჭო – ტრადიციული ფშაური კერძი, არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 8 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/დამბალხაჭო-ტრადიციული-ფ/
სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. დამბალხაჭო – ტრადიციული ფშაური კერძი, არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%9d-%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a4/
shenisofeli.ge
