უმთავრესი მარცვლოვანი კულტურები დედამიწის ზურგზე – მათგან უპირველესია ხორბალია

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უმთავრესი მარცვლოვანი კულტურები დედამიწის ზურგზე

ხორბალი, ქერი, ბრინჯი, სიმინდი, ღომი, შვრია და ჭვავი – აი, ის ძირითადი მარცვლოვანი კულტურები, რომლებითაც იკვებება მთელი კაცობ­რიობა და, მაინც, მათგან უპირველესია ხორბალი.
როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ხორბალი ყველაზე ძველი მარცვლოვანი კულტურაა. ძნელია გადაჭრით იმის თქმა, თუ ვინ და სად დაფ­ქვა პირველად მარცვალი, გამოაცხო პირველი პური, მაგრამ არსებობს უტყუარი არქეოლოგიური ცნობები, რომ ადამიანი ხორბალს იცნობდა მიწათმოქმედების დაწყებამდე. პირველი ქვა­სანაყები აღმოჩენილია ქვის ხანის გამოქვა­ბულებში. აღიარებულია, რომ ხორბლის სამ­შობლო წინა აზიაა, სადაც დღესაც იზრდება მი­სი მრავალი სახეობა. ისიც ცნობილია, რომ ხორბლის ერთ-ერთი სამშობლო საქართველოც გახლავთ.
ხორბლის ნათესებს მსოფლიოს ერთი მე­ოთხმოცედი ნაწილი უკავია, თითქმის 200 მი­ლიონ ჰა-ზე ლივლივებს პურის ყანები.
უძველესია ბრინჯიც, რომელიც 5000 წლის წინ უკვე მოჰყავდათ სამხრეთ-აღმო­სავლეთ აზი­აში. მას `აღმოსავლეთის მკვებავს~ იმიტომ უწოდებენ, რომ მთელი ინდოეთის, ჩინეთის, იაპო­ნიის, ვიეტნამის, ბირმისა და სხვა ხალ­ხე­ბის ძი­რითადი მასაზრდოებელი კულტურაა.
სხვათა შორის, უმნიშვნელო რაოდენობით ბრინჯი დასავლეთ საქართველოშიც მოჰყავდათ. ბრინჯისგან მზადდება სახამებელი, შაქარი. მისი ნამჯისგან მრავალგვარი ნაკეთობა იქსოვება და, რაც მთავარია, დიდებული ქა­ღა­ლდი მზადდება.

ხენდრო და მისი ნერგების გამოყვანა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). უმთავრესი მარცვლოვანი კულტურები დედამიწის ზურგზე – მათგან უპირველესია ხორბალია. 30 სექტემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/უმთავრესი-მარცვლოვანი-კუ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. უმთავრესი მარცვლოვანი კულტურები დედამიწის ზურგზე – მათგან უპირველესია ხორბალია [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%a3/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network