კახეთში უკვე 20 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს

ირინა დათაშვილი
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კახეთში ამ დროისთვის 20 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.

კახეთში უკვე 20 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს. აქტიური რთველი ამ ეტაპზე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს, უკვე მომდევნო კვირიდან კი, რთველი კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც გააქტიურდება. წელს კახეთში რეკორდულ, 300 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

მთავრობა რთველს წელსაც ასუბსიდირებს. სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელის ჯიშის ყურძენში ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 1.00 ლარს.

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. სპეციალიზდება აგრარულ სიახლეებზე, მოსავლის, ბოსტნეულისა და მეცხოველეობის თემებზე.
კომენტარები ჯერ არ არის