პარასკევი, ივნისი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პ­ატარძა­ლი“ – ატამი, ჯერ ყვავილების,...

ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პ­ატარძა­ლი“ – ატამი, ჯერ ყვავილების, ხოლო შემდგომ მწიფე ნაყოფის სურნელით

ატამი

ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პ­ატარძა­ლი“ – ატამი, ჯერ ყვავილების, ხოლო შემდგომ მწიფე ნაყოფის სურნელით

მართლაც ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პ­ატარძა­ლი“ – ატამი, ჯერ ყვავილების, ხოლო შემდგომ მწიფე ნაყოფის სურნელით რომ ავსებს ბაღს. ახლა ნაყოფის ფერები – მომწვანო, თეთ­რი, ყვითელი ან მოწითალო!

გემოთი ხომ განუმე­ორებელია. ტყუილად კი არ იწვალეს სელექცი­ონერებმა, რომლებმაც ატმის 5000-მდე ჯიში გამოიყვანეს. ნაყოფის რბილობი თეთ­რია ან ყვი­თე­ლი, შეიცავს შაქრებს, ორგანულ მჟა­ვებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კალიუმის მა­რი­ლებს, ვიტამინებს. კურკა შეიცავს 57%-მდე ცხი­მოვან ზეთს, რომელიც გამოიყენება მედიცინაში. ატამი უგემრიელესი ხილია და მისგან საზამთროდ მარაგის შექმნაც შეიძლება – ჩირის, მურაბის, კომპოტის, წვენების სახით.
ატმის ნაყოფის გარეკანი ორი სახისაა: შებუსვილი და გლუვი (ვაშლატამა). ჯიშის მიხედვით – ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მწიფდება. ნაყოფს იძლევა მეორე-­მესამე წლიდან, 5 წლის ხე უკვე სრულმოსავ­ლიანია, ცოცხლობს 15-18 წლამდე, რა თქმა უნდა, კარგი მოვლა-პატრონობის პი­რობებში. მოვლა-პატრონობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ნერგის ფორმირება და მისი ყოველწლიური სხვლა. ისხვლება დაახლოებით ვაზის სხვლის პრინციპით – სამამულე-სანაყოფეს დატოვებით.
კარგად ხარობს ალუვიურ (მდინარის მოტა­ნილ) კარბონატულ ნიადაგზე. ირგვება ჩვე­უ­ლებ­რივად, როგორც ყველა ნერგი. საუკეთესოა ორწლიანი ნერგის დარგვა, რომელიც დაბალ შტამბზე 60-80 სმ-ზე ისხვლება. სითბოს მოყვარული კულტურაა, სიცხისა და გვალვის ამტანი.
საქართველოში გავრცელებულია ატმის 11 ჯიში, აქედან ქართლის ზონისათვის დამახასიათებელია მსხვილნაყოფიანი სახრავი ჯიშები: ხიდისთაური – ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი, და ბერების. კახეთის ადგილობრივი ჯიშებიდან ფართოდაა გავრცელებული საშემოდგომო ჯიშები: კახური თეთრი, გავაზური, ხირსული.
ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვა­ნეს საგვიანო ჯიშები: ბესტავაშვილი და წედისური, აგრეთვე საადრეო სუფრის ჯიშები: ნობათი, ერისთავის ვარდისფერი, გორული საადრეო, სკრის საადრეო, სანდო. შემოტანილი ჯიშები­დან ფართოდ არის დანერგილი ელბერტა და ამსდენი.
ატამი კურკითაც კარგად მრავლდება და მყნო­ბითაც. საძირეებად იყენებენ: ატმის, ტყემლისა და ნუშის ნათესარს. ყველაზე მეტად აზი­ანებს ფოთლის სიხუჭუჭე (რომლისგანაც შესანიშნავად იცავს პრეპარატი `ბიორაგი~), მავნებლე­ბიდან – მწვანე ბუგრი და ატმის ჩრჩილი.

 ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდესო

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები