თხილის სუბსიდირებისთვის ₾23.8 მლნ დაიხარჯება – დადგენილება

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

2024 წელს თხილის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო 23 844 075 ლარს გამოყოფს. საკანონმდებლო მაცნეზე საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლითაც „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილებები შედის.

კერძოდ, დადგენილების II მუხლი შემდეგი სახით ყალიბდება: „ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს 2022 – 2024 წლებისთვის ჯამურად არაუმეტეს 48 612 000 (ორმოცდარვა მილიონ ექვსას თორმეტი ათასი) ლარის გამოყოფა“.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მაისში ამავე დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც თხილის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტი 23 980 000 ლარამდე გაიზარდა. თავდაპირველად სახელმწიფოს მიერ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა 20 935 000 ლარი იყო. მიმდინარე ცვლილებით კი 2022-2024 წლებში პროგრამის ჯამურ ბიუჯეტს 24 მილიონ 632 ათას ლარი დაემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში BM.GE-ს განუმარტეს, რომ წელს ბიუჯეტი 23 844 075 ლარი იქნება, დანარჩენი თანხა კი რაც თხილის სუბსიდირების ჯამურ ბიუჯეტში წელს აისახა და 788 ათას ლარამდეა 2023 წლის ადმინისტრაციული ხარჯია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). თხილის სუბსიდირებისთვის ₾23.8 მლნ დაიხარჯება – დადგენილება. 9 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/თხილის-სუბსიდირებისთვი-2/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. თხილის სუბსიდირებისთვის ₾23.8 მლნ დაიხარჯება – დადგენილება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98-2/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network