მთავარი საზოგადოება „გარემოს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დეპრესიიდან, შფოთვიდან, სტრესიდან გამოსვლა შეეძლება“

„გარემოს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დეპრესიიდან, შფოთვიდან, სტრესიდან გამოსვლა შეეძლება“

0
„გარემოს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დეპრესიიდან, შფოთვიდან, სტრესიდან გამოსვლა შეეძლება“

სოფელში დასვენების დადებითი მხარეები, საკვები, სუფთა ჰაერი და სოციალური ურთიერთობები  – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“:

„ბავშვმა რომ კარგად გაატაროს დრო და კარგად დაისვენოს – სოფელი ყველაზე კარგი ვარიანტია.

პირველ რიგში, აღსანშნავია საკვები – სოფლისა და ქალაქის საკვები ერთმანეთს ვერ შეედრება. დღევანდელ საკვებ პროდუქტებში ძალიან ბევრი ისეთი მავნე ნაერთია, როგორებიცაა ნიტრიტები და ნიტრატები. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში სიმსივნეებს, – ქალებში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს, სარძევე ჯირკვლის კიბოს, კაცებში – წინამდებარე ჯირკვლის კიბოსა და მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის სიმსივნეებს იწვევს. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ამიტომ, დაიმახსოვრეთ, თუ გინდათ ბავშვს სარგებელი მოუტანოთ, სოფლის საკვები, რომლებიც ნაკლებად შეიცავს იმ დანამატებს, რომლებიც ინდუსტრიაში გამოიყენება, უფრო ჯანსაღია მისი სხეულისთვის და უფრო მეტადაც წაადგება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მნიშვნელოვანი სარგებელია სუფთა ჰაერი და ატმოსფერო.  ჰაერი თბილისში და ზოგადად, დიდ ქალაქებშია, ძალიან დაბინძურებულია.
სოფელში, ტყესთან ახლოს, სადაც უამრავი ნაძვი, ფიჭვია – ისეთ ნივთიერებებს გამოჰყოფენ, რომლებიც თავიანთი აგებულებით სალბუტამოლის მსგავსია. ეს მედიკამენტი კი მედიცინაში იმისათვის გამოყენება, რომ სასუნთქი გზები გავაფართოოთ. იმავეს გამოყოფენ ჩამოთვლილი მცენარეებიც. ასეთ გარემოში ბავშვის სასუნთქი გზები, ბრონქიოლები გაფართოებული იქნება, ბევრ ჰაერს ჩაისუნთქავს, სხეულში ჟანგბადის კონცენტრაცია ბევრი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი გამოცოცხლდება და ენერგია დაუბრუნდება. ამიტომაცაა, რომ სოფლისა და ქალაქის ბავშვები ფიზიკურად ერთნაირები ვერ იქნებიან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „გარემოს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დეპრესიიდან, შფოთვიდან, სტრესიდან გამოსვლა შეეძლება“ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here