მთავარი საზოგადოება 5 ივნისი – გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

5 ივნისი – გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

0
5 ივნისი – გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ხელმძღვანელობით 1973 წლიდან ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. ეს არის გლობალური პლატფორმა გარემოსდაცვითი საზოგადოებისათვის და ამ დღესასწაულს მილიონობით ადამიანი ზეიმობს მსოფლიოში.

ამ დღის მიზანია ადამიანების პასუხისმგებლობის გაცნობიერება ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიური ჩართვა.

ყოველწლიურად დაახლოებით 16,5 მილიონი ტონა პლასტმასას ნარჩენი იყრება ოკეანეებში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ზღვისა და ხმელეთის 800-ზე მეტ ბინადარზე. ამასთანავე, დადგენილია, რომ პლანეტაზე თითოეული ადამიანი წელიწადში 50000-ზე მეტ პლასტმასის ნაწილაკს იღებს. გადაგდებული ან დამწვარი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და ბიომრავალფეროვნებას და აბინძურებს ეკოსისტემას მთის მწვერვალებიდან ოკეანის ფსკერამდე.

პლასტმასას პრობლემა პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან და ზოგადად კლიმატის ცვლილებასთან, რაც მოგეხსენებათ დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეკოსისტემას და ზოგადად ადამიანთა საცხოვრებელ გარემოს.

იმისათვის, რომ ეს უდიდესი პრობლემა გადაიჭრას, საჭიროა სრული ჩართულობა მთავრობებისა და სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, რათა ხაზი გაესვას საკითხის მნიშვნელობასა და პრობლემის მასშტაბურობას.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. 5 ივნისი – გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/5-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here