საქართველოში მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა, – ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა. წინა აღწერა ჩატარდა ზუსტად 10 წლის წინ, 2014 წლის ნოემბერში.

აღწერა ტარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით. ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს შეეძლება შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მეორე ეტაპზე, რომელიც ჩატარდება 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით. ამ პროცესს წარმართავენ „საქსტატის“ ინტერვიურები კარდაკარის პრინციპით“, – აღნიშნა თოდრაძემ.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). საქართველოში მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. 4 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/საქართველოში-მოსახლეობი/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. საქართველოში მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network