მთავარი საზოგადოება მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა

მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა

0
მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 15 მაისს გამოსცა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ, სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

„ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-17/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here