სოფელი, რომელსაც უცნაური სახელი აქვს…
მათხოჯი – სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში. სოფლის ჩრდილოეთ მხარეს 150 მეტრი სიმაღლის მთაზე დგას მე-6 საუკუნის ციხე-სიმაგრე, ამჟამად ე.წ “ნაციხარი”. სოფელში ორი ტაძარია: წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და წმიდა ბასილის ეკლესია.
მათხოჯი გამოირჩევა თავისი მოხდენილი გეოგრაფიული მდებარეობით და სილამაზით.
იმერეთში მდებარე სოფელ მათხოჯის შესახებ ერთი უცნაური ისტორია არსებობს. სოფელში მცხოვრებ მათეს ჰყოლია ცხენი, სახელად ხოჯი. ერთ დღე ხოჯი დაიკარგა, მთელი დღის ძებნის შემდეგ ცხენი იპოვეს და პატრონს დაუძახეს: მათე ხოჯი აქაა-ო. ასე დაერქვა სოფელს მათხოჯი.
მასალის გამოყენების პირობები